ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარძალი:”ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დავტოვებ”

სკუადრა აძურიმ ოფიციალურად მოიპოვა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება, რომელიც საფრანგეთში გაიმართება. როგორც ჩანს ეს უკანასკნელი სანაკრებო ფორუმი იქნება, რომელშიც ანდრეა ბარძალი იასპარეზებს. ფეხბურთელმა აძურის რიგებიდან წასვლის შესახებ ისაუბრა:“დადგა დრო როდესაც სანაკრებო კარიერაზე უარი უნდა ვთქვა. ეს კი ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე მოხდება. ვფიქრობ, სწორია რადგან 34-35 წლის ასაკში ძალზედ რთულია ორივე ფრონტზე ასპარეზობა. ამასთანავე ახალგაზრდა მოთამაშეებს მეტი შანსი ექნებათ საკუთარი თავის გამოსაჩენად”. ბიანკონერის ცენტრალურმა მცველმა მოახლოებულ დერბი დ’იტალიაზე მცირე კომენტარი გააკეთა:“ნერიაძურისთან ნებისმიერი რანგის თამაში გამორჩეული მოვლენაა. თუ გვსურს საკუთარი თავის დაბრუნება, მაშინ მეტოქე აუცილებლად უნდა დავამარცხოთ”.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vakhtangi
8 years ago

mიდი მგელოო ბოლომდეე არ წახვიდე ნაკრებიდან რაა უძლიერესი მცველი ხარრ :juvee: :juvee:

LB19
8 years ago

Es iset xodzea ase mgonia kide 3-4 weli isev ase itamashebs :lool:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x