ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ხედირა:”დროა პირველი ადგილი დავიბრუნოთ”

სამი ხედირასთვის ეს იქნება პირველი დერბი დ’იტალია, რომელსაც მოთმენლად ელის:“ჩემპიონთა ლიგა რა თქმა უნდა ფანტასტიური გათამაშებაა, თუმცა შინაურ ასპარეზზე არსებული ვითარება არ უნდა დავივიწყოთ. იუვე ჩემპიონობისთვის არის შექმნილი და შედეგად პირველი პოზიცია რაც შეიძლება მალე უნდა დავიბრუნოთ”..

“ინტერი? ყველას კარგად გვესმის თუ რაოდენ მძიმე დაპირისპირება იქნება. სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე ნერიაძურისთან შეხვედრა გამორჩეულ ემოციებთან და ატმოსფეროსთან არის დაკავშირებული. დაძაბულობა პიკს აღწევს და შედეგად რომელიმე გუნდის ფორმაში არ ყოფნაზე საუბარი უადგილოა. აქ ყველაფერი ნულდება და იწყება ზუსტად მაშინ როდესაც მსაჯი ჩასტვენს. ჩემპიონატი ცუდად დავიწყეთ და ბევრი პრობლემები შევიქმენით, მაგრამ მზად ვართ მათ გადასაჭრელად”.

“ნამდვილად ანგარიშგასაწევი ძალა გვაქვს.. არამარტო იტალიაში არამედ ევროპაშიც. განსაკუთრებით მრისხანედ ცენტრალური ზონა ჩანს, თუმცა არც სხვა პოზიციები განიცდიან სისუსტეს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე კარგ ფორმაში ვიმყოფებით, მაგრამ მუშაობის შეწყვეტას არაფრის დიდებით არ ვაპირებთ. მოუთმენლად ველით ამ შეხვედრას”.

“გადაწყვეტს თუ არა იგი ჩემპიონის ბედს? სისულელეა.. ჩემპიონატი ჯერ ხეირიადანაც არ დაწყებულა და რომელ გადაწყვეტაზეა საუბარი? კარგი იქნება წარმატების მიღწევა, თუმცა სხვა შემთხვევაში ვითარების დასარეგულირებლად კიდევ საკმაო დრო გვექნება. უბრალოდ ამის ყოველ ტურში საუბარი არაფერ ხეირს არ მოგვიტანს და ამიტომაც უკვე სან სიროდან უნდა დავიწყოთ ვითარების გამოსწორება”.

წყარო: tuttosport

1 thought on “ხედირა:”დროა პირველი ადგილი დავიბრუნოთ”

  1. ეს მართლა მაგარი ბიჭია, გინდ განცხადებებით და გიბდაც პროფესიონალიზმით…
    მშვენიერია და მივესალმები სამის ასეთ შემართებას

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.