მასიმილიანო ალეგრის წინასამატჩო კონფერენცია
“იტალიის დერბის” დაწყებამდე მცირე ხნით ადრე წინასამატჩო კონფერენციაზე “იუვენტუსის” დამრიგებელი საკმაოდ მშვიდი ჩანდა. ალეგრი სრული პასუხისმგებლობით ეკიდება პრინციპულ შეხვედრას, თუმცა არ მიიჩნევს, რომ ეს საჩემპიონო მატჩია…
” ეს შეხვედრა სულაც არ იქნება “სკუდეტოსათვის” ბრძოლაში გადამწყვეტი. თუმცა ეს მაინც იტალიის დერბია და ფანტასტიური მატჩი გველოდება. მოტივაციის ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივით. ჩვენი გეგმაა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დავრჩეთ მარტშიც და ამ პერიოდამდე საუკეთესო ფორმაში მივაღწიოთ. ”
” სტატისტიკა ამბობს, რომ ძალიან ბევრს ვუშვებთ. “ინტერი?” ეს არის გუნდი, რომელსაც პატივს ვცემთ, მაგრამ არა გუნდი, რომლისაც გვეშინია. ამ მომენტისთვის, სატურნირო ცხრილის მიხედვით, “სკუდეტოსთვის” ბრძოლაში ფავორიტი სწორედ “ინტერია”, შემდეგ მოდიან “რომა”, “ნაპოლი”, “მილანი” და ბოლოს “იუვე”. “ფიორენტინა”? ვფიქრობ, ფლორენციელები კარგ სამუშაოს ასრულებენ და შანსი აქვთ, სეზონის ბოლოს მოწინავე პოზიციებზე იყვნენ. ”
” ფეხბურთელების მდგომარეობა უნდა შევაფასო, სანაკრებო შესვენებაზე დაშავებულთაგან ყველა ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა. მთლიან გუნდთან ვარჯიში უკვე ყველამ მოასწრო, თითქმის მთელი გუნდი პირველად მყავს განკარგულებაში, მაგრამ არა ფიზიკური კონდიციების ერთნაირ დონეზე. საბედნიეროდ, ჩემპიონატი გრძელია და დრო ფორმაში შესასვლელად ყველას ექნება.”
” ამ მომენტისთვის, მარჯვენა მცველი არ გვყავს. მარიო მანძუკიჩი გუნდშია და მის მდგომარეობას განვიხილავთ. ის, რომ ყველა ჩემს განკარგულებაშია ნიშნავს, რომ შემიძლია იმ ფეხბურთელთაგან ზოგიერთი დავასვენო, ვინც ამ სეზონში უკვე სხვებზე მეტი ითამაშა. არ დაგვავიწყდეს, რომ შემდეგი თვის განმავლობაში ყოველ სამ დღეში მოგვიწევს მოედანზე გასვლა, ოთხშაბათს კი “მიუნჰენგლადბახთან” შეხვედრამ, შესაძლოა, ჩვენი “ჩემპიონთა ლიგის” მომდევნო ეტაპზე გასვლის საკითხი გადაწყვიტოს. ” -აცხადებს ალეგრი.
წყარო: football italia
დღეს უნდა მოვიგოთ !!!

დღეს ასე მგონია და 10 ლარი დავუდე, მოკლედ ესეც თუ წამოვიდა 79 ლარს აქაც ვიგებ
ინტერი დააზღვიე, არ მგონია 6 კუთხური მოგვიწოდონ
კაი დავაზღვევ
იმედია ატლეტიკო მიჯიგრებს 
მე 1X კი და X მიწერია ატლეტიკოზე, ალბათ 1-1 დამთავრდება
სამპამ რა მიქნა ეს?! იუვეღა მრჩებოდა
მაგრამ ერთი 78 ლარიანი დავსვი 
ბოლონიას გოლი
ვერონას 5 კუთხური
სასუოლოს 2 გოლი
სამპდორიას 5 კუთხური
ჯენოაში მეორე ტაიმის მეტი ბარათი
ფიორეს 4 კუთხური
ატალანტაში მეორე ტაიმის მეტი ბარათი
28 კუშია და საღამოს იუვეზე შევაგდებ
მე ატლეტიკოს გოლი დამრჩა და 78 ლარი მოგებული მაქვს
მოკლედ 10 კუშამდე შევკრავ და 10 ლარს ვუდებ რა, საკაიფოდ მოდის და ვიგებ. 78 ლარი 1 ბილეთში ცოტა არაა
Marxniv vin ginda isedac sakmarisad gvyavs mand xalxi
ზედიზედ 5-6 მოგება გვინდა რომ ფავორიტთა შორის მოვექცეთ შემდეგ კი ყველაფერი ნაბიჯნაბიჯ გაგრძელდება რაც შეეხება ზამთრის ტრანსფერებს ჩემი აზრით ყველა საშვალება უნდა გამოიყენონ და ფლორენცი მოიყვანონ ასევე კარგი იქნება თუ მარცხენა ნახევარ მცველზეც იჩალიჩებენ ერტი სიტყვით შეიძლება ორივე ფრონტზე ერთდროულად წარმატების მიღწევა მთავარია საკუღარი პოტენციალის ბოლომდე წარმოჩენა და ძალების 100 პროცენტით დახარჯვა.
იმედია მოვიგებთ