ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”შეტევაში ისეთივე ცივსისხლიანები უნდა ვიყოთ, როგორც ბარძალი დაცვაში თამაშისას”

მილანურმა საღამომ სან სიროზე მშრალად ჩაიარა.. ვერც იუვემ და ვერც ინტერმა ვერ მოახერხეს გოლის გატანა, თუმცა მეტად ახლოს მიზნის მიღწევასთან იტალიის მოქმედი ჩემპიონები იყვნენ.. კუადრადომ და ხედირამ 100%-იანი მომენტები გაატანეს ქარს, რის გამოც ალეგრის გუნდი რვა მატჩში 9 ქულას და მე-14 ადგილს იკავებს..

“კარგი იქნება თუ მეტოქის კართან მეტად ცივ სისხლიანები ვიქნებით.. ისევე როგორც დაცვაში ბარძალი თამაშობდა. პარადოქსია, მაგრამ რამდენიმეჯერ გავედით იდეალურ პოზიციაზე და ვერაფრით შევძელით ბურთის ბადეში გახვევა.. სხვათაშორის ასეთი უიღბლობა მიმდინარე სეზონში არაერთხელ გადაგვხდენია. საკმაო სამუშაო გველის.

აღებულ ქულას დიდი ვერაფერი შედეგი მოაქვს, მაგრამ პლიუსად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ კარი მშრალად შევინარჩუნეთ. მეტოქეს პრაქტიკულად არაფრის შანსი არ მივეცით. დაცვის ხაზზმა უნაკლოდ იასპარეზა და ეს პოზიტიური ნიშანია. საპირისპიროდ თავდასხმაში აშკარად მოსამატებელი გვაქვს, რადგან ჩემპიონობისთვის მაძიებელი გუნდი 8 მატჩში 9 ბურთს არ უნდა ჯერდებოდეს.

მორატას აქვს შესანიშნავი თვისება ტანდემში იასპარეზოს ნებისმიერ თავდასხმელთან.. საპირისპიროა დიბალა, რომელიც ფანტასტიური დიბლიორია და ეხლა აქტიურად მუშაობს საკუთარ თავზე, რადგან გახდეს ფორვარდი, რომელიც ფიზიკური კონდიციებითაც შეეძლება გუნდის დახმარება. მანჯუკიჩი ბრწყინვალედ ურთიერთქმედობს ფლანგებდან და ნაყოფიერია მეორე შემტევის პოზიციაზეც.. ძაძას გამოყენება კი კონტრიერიშების დროსაა ეფექტური.

დღევანდელი შეხვედრა ჩემპიონის ვინაობას რა თქმა უნდა ვერ გადაწყვეტს. მოხარული ვარ რომ ჯერჯერობით ისევ ჩემპიონობისთვის მაძიებელთა რიცხვში ვართ. ეტაპობრივად, მაგრამ აუცილებლად გავიფორმებთ დაბრუნებას – ეს კი ტიტულის მოპოვებაში გამოიხატება. საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება, რის შემდეგაც ყველა რეალურ და მძლავრ იუვენტუსს იხილავს”.

 

კლაუდიო მარკიზიოს მოსაზრებით გუნდმა შედეგის კუთხით სტაბილურობა უნდა შეიძინოს:“მართალია ერთი ქულა მოვიპოვეთ, თუმცა სატურნირო ცხრილს რომ შევხედოთ ნათლად დავინახავთ იმ მცირე დროს, რომელიც გაგვაჩნია მეტოქის დასაწევად. რომასთან მატჩი რომ დავივიწყოთ, ფაქტია ცუდად არ გამოვიყურებით, მაგრამ სტაბილურობის მხრივ გვაქვს პრობლემა”..

 

“დღევანდელი მატჩი დაბრუნების კუთხით არ იყო იოლი. ფორმის პიკში გასასვლელად ჯერ კიდევ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განვიცდი. თუმცა, ვაგრძელებ მუშაობას. კარგია, რომ სან სიროდან ერთი ქულა მაინც წამოვიღეთ. საგულისხმოა, რომ სეზონში პირველად ეს გაშვებული ბურთის გარეშე მოვახერხეთ. საუბედუროდ კი უამრავი ხელსაყრელი შანსი გავუშვით გოლის გასატანად”.

ინტერვიუს დასასრულს ნახევარმცველმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მიუხედავად 9 ქულიანი ჩამორჩენისა, ბოლომდე ბრძოლაა საჭირო:

“მოქმედი ჩემპიონები ვართ და შედეგად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ ტიტულის დასაცავად. მორიგ ჩემპიონობაზე უარი ნამდვილად არ გვითქვამს”.

 

ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანმა, ჯანლუიჯი ბუფონმა შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე “გლადბახის” წინააღმდეგ მატჩი გამოტოვოს.ბიანკონერების პირველმა ნომერმა დაზიანება “ინტერთან” შეხვედრის პირველ ტაიმში მიიღო, თუმცა მოედნის დატოვება არ ისურვა და მთელი 65 წუთი ტრავმით იასპარეზა :

“რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაგვიბრუნდა და პროგრესიც სახეზეა, თუმცა სატურნირო მდგომარეობა ჯერ კიდევ გამოსასწორებელი გვაქვს.მწვრთნელი რამდენიმე სისტემაზე გვამუშავებს, მარტამდე დიდი დროა და ვიმედოვნებ, იმ პერიოდში უკვე ცხრილის სათავეში ვიქნებით.ჩემი ტრავმა ? – დიახ, 65 წუთის მანძილზე მუდამ მაწუხებდა ტკივილები მარჯვენა ფეხზე, მოხარული ვარ რომ შეხვედრის დასრულება მოვახერხე.ვნახოთ, ვიქნები თუ არა ოთხშაბათისთვის მზად, თუ არადა, ნეტო შესანიშნავი მეკარეა, მას მთელი გუნდი ენდობა.”

 

წყარო: Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

36 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
8 years ago

ისე ძაძა კაი საშუალებაა ზოგიერთების ცუდი თამაშის გადასაფაად, რო არა ძაძა ყველა ხო პოგბას მიადგებოდა სალანძღავად, ამიტო უნდა გიხაროდეთ ძაძა რო თამაშობს და მაგას რო დაბრალდება იუვეს ცუდი თამაში :lool:
პოგბას პიარი იყო გავარდნა გოლები უფრო ემტად ვიდრე მისი აზრიანი თამაში ნახევარდაცვაში, ან გაუვალი კედლის დაყენება და ზონების ჩაკეტვა. აღარ უვარდება ახლა გოლები, იმიტორო საქმე მოემატა ნახევარდაცვაში და კიც გაუფერულდა მისი თამაში, არადა როგორც ფეხბურთელი მაგი ახლა უფრო იზრდება და ყალიბდება ვიდრე მაშინ გოლები რო გაქონდა, დროებითი რეგრესი აქ პოგბას მარა მალე დაბრუნდება ალბათ, 10 ნომერმა ხელი შეუშალა აშკარად და ჯობია ერთ კაცს დაუთმოს მომავალ წელს :chuvak:

JuventinoToko
8 years ago

ძაძა იყო ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი გუშინდელ მატჩში. პირველ ტაიმში ორი ისეთი ევრ გაიტანა, რომელსაც დიბალა აუცილებლად გამოიყენებდა. დღემდე ვერ ვხვდები რატოა ის იუვეში და არა ბერარდი…

Di Francesco # 1
8 years ago

გუშინ ინტერს ფაქტიურად შანსი რო არ მივეცით მაგაში ძაძას წვლილი არ იყო? პირველი ბურთი ძლივს ამოქონდა მცველს, ფეხზე ეჯდა ძაძა ნებისმიერს, მორატა კიდე არ იყო ფორმაში და მაგის სასტავში დაყენება შეცდომა იყო, პერეირა ან დიბალა უნდა დაეყენებია და 4-3-3 უნდა გვეთამაშა თუ მოგება გვინდოდა, 3-5-2 მითუმეტეს გასვლებზე უმეტესად ნიჩიაზე თანხმობაა

Di Francesco # 1
8 years ago

გიო დარჯანია
:lool:
შენ კომენტარებზე პასუხის გაცემაც არ ღირს მარა სხვებმა რო არ იფიქრონ რო მართალს ამბობ ვიტყვი რო მორატას თუ ვინმე აქებდა ერთერთი პირველი ვიყავი, ერთადერთი ლეგიონერია რომლის მოსვლამდეც და მოსვლის მერეც სულ კარგს ვლაპარაკობ, ძაძაზე კიდე სასტავში უნდა იყოსთქვა მე არ ვიძახი, არა იმიტო რო არ ეკუთვნის, უბრალოდ იმიტო რო რეალობა ისეთია რო ამ ეტაპზე ალეგრის აზრით მის წინ სხვა ფორვარდები დგანან, მე უბრალოდ იმ გაკეთებულ საქმეს მეტად ვაფასებ რასაც ძაძა 20 წუთში აკეთებს ვიდრე მანჯუკა და დიბალა 70 წუთში

Gio Darja
8 years ago

არა აქ ძაძას მინუსების დანახვა დანაშაულია და მანჯუკიჩს უბანში არ ათამაშებენ, არადა ბავარიაში რო თამაშობდა ეგ არაფერი კაცო ტი შტო ) დაბრუნდება ხორვატი შევა ფორმაში და მერე გამოჩნდება ვინ არი მაღალი დონის ფორვარდი

Gio Darja
8 years ago

შარშან ასეთი შეტევები მორატაზე ჰქონდა ძაძას თავგადაკლულ ფანს, მერე მორატა ათამაშდა და ვეღარ გაბედა ხმის ამოღება, ახლა ბავარიას და ატლეტიკოს ყოფილ მოთამაშეს, ძალიან მაღალი დონის ფორვარდს იწუნებს, ვინ ამბობს რო ძაძა მონდომებული არაა, პირიქით, ერთ-ერთი ყველაზე მონდომებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო სასტავში დააყენონ და უპირობოთ დაუთმონ ძირითადი, ბრძოლა მოუწევს, აწი განსაკუთრებით, მანჯუკიჩი დაბრუნდა

Di Francesco # 1
8 years ago

როდის ნახე ბოლოს იუვეს ცენტრფორვარდს მასეთი ბურთი რო წაერთმიოს რომელიმე კლუბის მცველისთვის?
მირანდას რო შემოუტრიალა კუთხურზე გადასული ბურთი ის იოლი იყო?
ძაძას მონდომება რო ვერ დაინახო და არ დააფასო მანჯუკიჩი რა დონის მოთამაშეცაა იმ დონის ჩახედული უნდა იყო ფეხბურთში

juveboy-leo
8 years ago

ki xshirad scodavda magram erti magari burti gamoadzro murilios cuadrado ro gaiyvana mekarestan
cudic unda davinaxot da kargic. . .
ganvmeordebi da erti shemqmneli tavdamsxmeli (dybala) an ukan gamtamashebeli unda gvyoloda . . .
an raze gadaifiqra mteli kvira morata_dybala ewera savaraudoshi. . .

8 years ago

დავით სრული მატჩი ჩატვირთე კაცურად, მადლობა წინასწარ

Di Francesco # 1
8 years ago

ძაძა უბნის დონის მაინცაა და მანჯუკას ნაირ სტოლბებს უბანშიც არ ვათამაშებთ ჩვენ, მაგას მაქსიმუმ შტანგად თუ დააყენებ

Di Francesco # 1
8 years ago

100 მილიონიანმა ფეხბურთელმა ხო სულ ცხრიანებში ურტყა ბურთები :lool: კვადრადოს დაბოლოვება არ უვარგაო რო იძახი, იმ დაბოლოვებამდე ვინ მიიყვანა? 2 მომენტი ქონდა გუშინ კვადრადოს და 1 ძაძამ შეუქმნა

irakli morchadze
8 years ago

ძაძა გავს უბნის ფეხბურთელს

დარბის წიწაკა გათხრილი ხარივით და იჩეხება ეგრევე

პასის კულტურა მაგან არ იცის, დარტყმა მაგან არ იცის(წალეკა ფრინველები ჰაერში), ტექნიკა მაგას არ აქვს და კიდევ მაგაზე იძახით კაიაო ? :DDD

კუადრადოს ფინიშინგი არ უვარგა, თორემ ყველაზე მეტად ეგ ქმნის მომენტებს შეტევაში, სხვა რა უნდა თქვა კაცმა, ბარძალი არის ლომი დაცვაში და ბურჯი

ფაქტია 3-5-2 იგივე 5-3-2 ზე იუვე ვერ ქმნის ბევრ ხიფათს, 4-3-3 ან 4-3-1-2 არის იდეალური

juveboy-leo
8 years ago

xo barzali iyo sauketeso martlac ra kacia andrea!!!!! :forza:

juveboy-leo
8 years ago

3-5-2 shi kontes lorente-tevesi yavda 2 gansxvavebuli forvardi da ara orive erti tipis. . .!!!!!!!!!!!!!!!!!!

irakli morchadze
8 years ago

ბარძალი მართლა მაგარია

სანდროს რატო არ ათამაშებს, რომ შეუდო ამ ვხადიაში ევრას, ვერ გამიგია

კვადრადოს ფინიშინგი აქვს მინუსებში

ხედირამ კიდევ რა ვერ გაიტანა, დასანანია

juveboy-leo
8 years ago

zaza ariyo cudi aqtiurobda eg darboda mainc da morata dadioda. . . erti armesmis ro gamodixar 3-5-2 it orive erti tipis forvardi rato gamogyavs . . .? paqtiurad fantaziis gareshe viyavit sheteva7i an tu gamodixar morata-zazati ukan gamtamashebeli mainc dauyene ro daakavshiros naxevardacva tavdasxmastan (herna an pereira)

juveboy-leo
8 years ago

an sandros vis unaxav gamoiyvane ra pensioner evras ro atamasheb yovel tamashshi

la bella signora
8 years ago

დამშვიდით ხალხნო რა უბედურებააა რა არის ეს :/ სულ როგორ შეიძლება გუნდს ლანძღავდეთ ? იუვენტუსი და არაერთხელ ყოფილა ცუდ სიტუაციაში … დამშვიდდით რა და როცა აგებს მაშინაც ეცით პატივი ჩვენზე უკეთ იციან ვინ უნდა მოიყვანონ და ვინ არა , თუ ბილეთებს გიფუჭებთ ნუ დებთ იუვეზე …ნუ გამოდიხართ აქ ბრძნული აზრებით

:forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

vakhtangi
8 years ago

არ შეიძლება რომ ავარიაში მოყვეთ ორივე ერთად ან რაიმე დაგემართოდ და აქტიურ ცხოვრებას ჩამოშორდეთ : დ:დ სხვა ნაირად როგორ მოგაშოროდ არ ვიცი რააა

vakhtangi
8 years ago

როდისგაა როდისღაა…წადიიიიიიიიიიიიიი და წაიყვანე შენი ფარჩაკი ბბრები და ვითომ ტალანტებიი ფუუუუუუუუუუ რაა 20 წელია ფეხბურთს ვუყურებ ესეთი იუვეეეეე მე არ ამხსოვს ვაიმეე აღარ მინდა საერთოდ ამაზე ფიქრი ცუდად ვარ …როდის მოშორდება ღმერთო ეს კაცი იუივეს და მაროტააა …ვლოცულობ ამისთვის დღე და ღამე რომ ეს მოხდესს…

juveboy-leo
8 years ago

zamena arici droulad pereira unda shemogeshva bolo 10-15 wuti xediras magivrad araferi dashavdeboda
es cancara cuadradoc shedis sajarimoshi da mere vis adzlevs pass tvitonac aricis
standartebia da vafshe 0……!!!! 1 kutxurs ver vigebt da jarimebs xo aniaveben uazrod

juveboy-leo
8 years ago

rodisga ixilavs 8 turia cxrilis boloshi vart
ai es shedegi moaqvs 31 agvistos dakompleqtebul gunds tqveni dedac ra. . .
ligaze yvelaze meti gamoimushavs pachti 90 m amas +plus vidalishi agebuli da amat kidev gaavses gundi lubitelebit

| Newsphere by AF themes.
36
0
Would love your thoughts, please comment.x