ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო:”დასანანია ასეთი ეპიზოდების ხელიდან გაშვება”

კლაუდიო მარკიზიოს მოსაზრებით გუნდმა შედეგის კუთხით სტაბილურობა უნდა შეიძინოს:“მართალია ერთი ქულა მოვიპოვეთ, თუმცა სატურნირო ცხრილს რომ შევხედოთ ნათლად დავინახავთ იმ მცირე დროს, რომელიც გაგვაჩნია მეტოქის დასაწევად. რომასთან მატჩი რომ დავივიწყოთ, ფაქტია ცუდად არ გამოვიყურებით, მაგრამ სტაბილურობის მხრივ გვაქვს პრობლემა”..

“დღევანდელი მატჩი დაბრუნების კუთხით არ იყო იოლი. ფორმის პიკში გასასვლელად ჯერ კიდევ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განვიცდი. თუმცა, ვაგრძელებ მუშაობას. კარგია, რომ სან სიროდან ერთი ქულა მაინც წამოვიღეთ. საგულისხმოა, რომ სეზონში პირველად ეს გაშვებული ბურთის გარეშე მოვახერხეთ. საუბედუროდ კი უამრავი ხელსაყრელი შანსი გავუშვით გოლის გასატანად”.

ინტერვიუს დასასრულს ნახევარმცველმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მიუხედავად 9 ქულიანი ჩამორჩენისა, ბოლომდე ბრძოლაა საჭირო:

“მოქმედი ჩემპიონები ვართ და შედეგად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ ტიტულის დასაცავად. მორიგ ჩემპიონობაზე უარი ნამდვილად არ გვითქვამს”.

წყარო: Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ფორმაში უნდა ჩადგე თორე გუშინ 4 წლისწინანდელი კლოუნი იყავი

juveboy-leo
9 years ago

markeze ogondac ligaze gadit momaval wels da jandabas skudeto

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x