ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”შეტევაში ისეთივე ცივსისხლიანები უნდა ვიყოთ, როგორც ბარძალი დაცვაში თამაშისას”

მილანურმა საღამომ სან სიროზე მშრალად ჩაიარა.. ვერც იუვემ და ვერც ინტერმა ვერ მოახერხეს გოლის გატანა, თუმცა მეტად ახლოს მიზნის მიღწევასთან იტალიის მოქმედი ჩემპიონები იყვნენ.. კუადრადომ და ხედირამ 100%-იანი მომენტები გაატანეს ქარს, რის გამოც ალეგრის გუნდი რვა მატჩში 9 ქულას და მე-14 ადგილს იკავებს..

“კარგი იქნება თუ მეტოქის კართან მეტად ცივ სისხლიანები ვიქნებით.. ისევე როგორც დაცვაში ბარძალი თამაშობდა. პარადოქსია, მაგრამ რამდენიმეჯერ გავედით იდეალურ პოზიციაზე და ვერაფრით შევძელით ბურთის ბადეში გახვევა.. სხვათაშორის ასეთი უიღბლობა მიმდინარე სეზონში არაერთხელ გადაგვხდენია. საკმაო სამუშაო გველის.

აღებულ ქულას დიდი ვერაფერი შედეგი მოაქვს, მაგრამ პლიუსად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ კარი მშრალად შევინარჩუნეთ. მეტოქეს პრაქტიკულად არაფრის შანსი არ მივეცით. დაცვის ხაზზმა უნაკლოდ იასპარეზა და ეს პოზიტიური ნიშანია. საპირისპიროდ თავდასხმაში აშკარად მოსამატებელი გვაქვს, რადგან ჩემპიონობისთვის მაძიებელი გუნდი 8 მატჩში 9 ბურთს არ უნდა ჯერდებოდეს.

მორატას აქვს შესანიშნავი თვისება ტანდემში იასპარეზოს ნებისმიერ თავდასხმელთან.. საპირისპიროა დიბალა, რომელიც ფანტასტიური დიბლიორია და ეხლა აქტიურად მუშაობს საკუთარ თავზე, რადგან გახდეს ფორვარდი, რომელიც ფიზიკური კონდიციებითაც შეეძლება გუნდის დახმარება. მანჯუკიჩი ბრწყინვალედ ურთიერთქმედობს ფლანგებდან და ნაყოფიერია მეორე შემტევის პოზიციაზეც.. ძაძას გამოყენება კი კონტრიერიშების დროსაა ეფექტური.

დღევანდელი შეხვედრა ჩემპიონის ვინაობას რა თქმა უნდა ვერ გადაწყვეტს. მოხარული ვარ რომ ჯერჯერობით ისევ ჩემპიონობისთვის მაძიებელთა რიცხვში ვართ. ეტაპობრივად, მაგრამ აუცილებლად გავიფორმებთ დაბრუნებას – ეს კი ტიტულის მოპოვებაში გამოიხატება. საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება, რის შემდეგაც ყველა რეალურ და მძლავრ იუვენტუსს იხილავს”.

 

კლაუდიო მარკიზიოს მოსაზრებით გუნდმა შედეგის კუთხით სტაბილურობა უნდა შეიძინოს:“მართალია ერთი ქულა მოვიპოვეთ, თუმცა სატურნირო ცხრილს რომ შევხედოთ ნათლად დავინახავთ იმ მცირე დროს, რომელიც გაგვაჩნია მეტოქის დასაწევად. რომასთან მატჩი რომ დავივიწყოთ, ფაქტია ცუდად არ გამოვიყურებით, მაგრამ სტაბილურობის მხრივ გვაქვს პრობლემა”..

 

“დღევანდელი მატჩი დაბრუნების კუთხით არ იყო იოლი. ფორმის პიკში გასასვლელად ჯერ კიდევ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განვიცდი. თუმცა, ვაგრძელებ მუშაობას. კარგია, რომ სან სიროდან ერთი ქულა მაინც წამოვიღეთ. საგულისხმოა, რომ სეზონში პირველად ეს გაშვებული ბურთის გარეშე მოვახერხეთ. საუბედუროდ კი უამრავი ხელსაყრელი შანსი გავუშვით გოლის გასატანად”.

ინტერვიუს დასასრულს ნახევარმცველმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მიუხედავად 9 ქულიანი ჩამორჩენისა, ბოლომდე ბრძოლაა საჭირო:

“მოქმედი ჩემპიონები ვართ და შედეგად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ ტიტულის დასაცავად. მორიგ ჩემპიონობაზე უარი ნამდვილად არ გვითქვამს”.

 

ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანმა, ჯანლუიჯი ბუფონმა შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე “გლადბახის” წინააღმდეგ მატჩი გამოტოვოს.ბიანკონერების პირველმა ნომერმა დაზიანება “ინტერთან” შეხვედრის პირველ ტაიმში მიიღო, თუმცა მოედნის დატოვება არ ისურვა და მთელი 65 წუთი ტრავმით იასპარეზა :

“რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაგვიბრუნდა და პროგრესიც სახეზეა, თუმცა სატურნირო მდგომარეობა ჯერ კიდევ გამოსასწორებელი გვაქვს.მწვრთნელი რამდენიმე სისტემაზე გვამუშავებს, მარტამდე დიდი დროა და ვიმედოვნებ, იმ პერიოდში უკვე ცხრილის სათავეში ვიქნებით.ჩემი ტრავმა ? – დიახ, 65 წუთის მანძილზე მუდამ მაწუხებდა ტკივილები მარჯვენა ფეხზე, მოხარული ვარ რომ შეხვედრის დასრულება მოვახერხე.ვნახოთ, ვიქნები თუ არა ოთხშაბათისთვის მზად, თუ არადა, ნეტო შესანიშნავი მეკარეა, მას მთელი გუნდი ენდობა.”

 

წყარო: Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

36 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mamuka tsagareishvili
8 years ago

ეგ ძაძა არ მესიმპატიურება არ არის ეგ ბიჭი იუვეს დონის,საკმარისია მანჯუკიჩი უნდა დავაბრუნოთ. :juvee:

juveboy-leo
8 years ago

paradoqsia rom iset grandshi rogoric iuvea zaza-ze midis kamati da ara romelime msoflio donis tavdamsxmelze romelic juves sheefereba. . . dasanania!

am ukanaskneli 4 wlis migwevebis shemdeg nutu ar dzaludzs gunds 1 magali klasis forvardis moyvana!?

8 years ago

ძაძას პერსონალური ფანკლუბი ხომ არ შევქმნათ? :)))))

ბრძოლა კი არა გოლები ჭირდება იუვეს თავდამსხმელებისგან. ბრძოლა და ყვითლების აკიდება რომ იყოს საკმარისი, მაშინ პადოინს დავაყენებდით წინ. ძაძაზე ნაკლები არც პრესინგი აქვს და არც ბრძოლის ჟინი. :)

Di Francesco # 1
8 years ago

20- 25 წუთი ყოველ თამაშში, თვეში ერთხელ სასტავში ყოფნა, თასებზე თამაში, საკმარისზე მეტია შენი თავის წარმოსაჩენად, ალეგრიმაც უკვე გადადგა ნაბიჯი ძაძასკენ, ანუ დაანახა ხალხს რო შანსს აძლევს და იმედიც აქ, აწი ძაძას თამაშზე იქნება დამოკიდებული მისი მომავალი, ალეგრი შანსს არ აძლევსთქვა მაგას აღარ ვიტყვით ალბათ, ვიტყვით რა ვიტყი :chuvak: სხვა მემგონი არც არავინ ითხოვდა ძაძასთვის შანსს

Di Francesco # 1
8 years ago
Reply to  Dutch

მორატა რო ყველას ჯობია მაგი განსახილველადაც არ ღირს.
ხო ძაძა ზედმეტად მონდომებულია და ზოგჯერ არასწორ გადაწყვეტილელებს იღებს მარა მე რასაც ველოდი მაგისგან უფრო მეტს აკეთებს, თქვენ რას ელოდით არ ვიცი, ვანპერსი და საურესი რო არ მოდიოდა ძაძას სახით კი ვიცოდი მე, ძაძა უბრალოდ იბრძოლებს იმისთვის რო იუვეს დონემდე ავიდეს და ამას დრო ჭირდება 2-3 წლის მერე რო იყოს ძაძა იუვეს მთავარი ფორვარდი არც მაგი იქნება ცუდი ვარიანტი, მთავარი ამ 2-3 წელიწადში იუვეს დონემდე ავიდეს

irakli morchadze
8 years ago

1juve says

მარტო მონდომება არაა საკმარისი, როცა იუვეს ძირითადში იწყებ თამაშს, ნიჭი და შესაბამისი კლასი უნდა გაგაჩნდეს, არავინ უკარგავს ძაძას მონდომებას, მაგრამ არაა ეგ იუვეს დონის მოთამაშე.

ფაბრიძიო მიკოლი დაათრევდა მარტო პალერმოს თავის დროზე, მაგრამ იუვედან გაუშვეს, იმიტომ რომ გრანდში ბევრს გთხოვენ…

ძაძა არის საშუალო დონის გუნდის შესაბამისი მოთამაშე და ეს სიმართლეა, მოგწონს თუ არა ეს შენ

Di Francesco # 1
8 years ago

დიბალა იუვეს დონეა? მანჯუკიჩის დღევანდელი სათამაშო ფორმა შეესაბამაბა იუვეს? დღეს შენი აზრით იუვეს სეტევაში ისეთი კარგი სიტუაციია რო ძაძას დონის ფორვარდი შანსს არუნდა იღებდეს?

Di Francesco # 1
8 years ago

JuventinoToko
კი გეთანხმები დარტყმის მომენტში იქ ძაძას მაგივრად დიბალა რო დაგეყენებინა უკეთესად შეასრულებდა და ალბათ უფრო აზრიანათ იმოქმედებდა მარა დარტყმის მომენტამდე გააღწევდა დიბალა 2 მცველს შუა? ძაძას პლიუსი მაგია რო სულ ბრძოლაშია მცველებთან და უმეტესად უგებს ფიზიკურ ორთაბრძოლებს და შესაბამისად სხვაზე მარტივად გადის სახიფათო პოზიციაზე, დიბალაზე ალეგრიმ თქვა აგერ ფიზიკურად სუსტიაო, ანუ 2 მცველსი დიბალას გაძრომის შანსი ბევრად ნაკლებია შესაბამისად ალბათ იქ რო დიბალა ყოფილიყო მომენტის საწყის ეპიზოდში საერთოდ არ გამწვავდებოდა იქ მდგომარეობა და მცველი მარტივად მოიგერიებდა ბურთს

| Newsphere by AF themes.
36
0
Would love your thoughts, please comment.x