ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოქროს ბურთი: პოგბა 23 ფეხბურთელს შორის მოხვდა..

მართალია ბუფონი ოქროს ბურთის მაძიებელთა გაფართოებულ სიაშიც არ შეიყვანეს, თუმცა პოლ პოგბამ უკვე 23 საუკეთესოს შორის ამოჰყო თავი. ფრანგმა გასული სეზონი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა და ნამდვილად დაიმსახურა პრეტენდეტთა შორის ყოფნა. სხვათაშორის ტიტულისთვის მისი ყოფილი თანაკლუბელი არტურო ვიდალიც იბრძოლებს. სიაში სხვათაშორის ლა ლიგა დომინირებს, რომელიც 10 ფეხბურთელით არის წარმოდგენილი.. გერმანელთაგან 6-ია, ხოლო პრემიერ ლიგიდან 5 მოთამაშე. საფრანგეთის ჩემპიონატს კი მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩი წარმოადგენს პსჟ-თი.. სამი ფინალისტის ვინაობა 30 ნოემბერს გახდება ცნობილი. გამარჯვებულის ვინაობას 2016 წლის 11 იანვარს შევიტყობთ.. 23 კაციანი სიის ხილვა სტატიაშია შესაძლებელი..

სერხიო აგუეტო ( მანჩესტერ სიტი), გარეთ ბეილი ( რეალი ), ქარიმ ბენზემა ( რეალი ), კრიშტიანო რონალდო ( რეალი ), კევინ დე ბრიუენი ( ვოლფსბურგი/სიტი ), ედენ აზარი ( ჩელსი ), ზლატან იბრაჰიმოვიჩი ( პსჟ ), ანდრეს ინიესტა ( ბარსელონა ), ტონი კროოსი ( რეალი ), რობერტ ლევანდოვსკი ( ბაიერნი ), ხავიერ მასკერანო ( ბარსელონა ), ლიონელ მესი ( ბარსელონა ), ტომას მიულერი ( ბაიერნი ), მანუელ ნოიერი ( ბაიერნი ), ნეიმარი ( ბარსელონა ), პოგბა ( იუვენტუსი ), ივან რაკიტიჩი ( ბარსელონა ), არიენ რობენი ( ბაიერნი ), ხამეს როდრიგესი ( ბაიერნი ), ალექსის სანჩესი ( არსენალი ), ლუის სუარესი ( ბარსელონა ), ია ია ტურე ( სიტი ) , არტურო ვიდალი ( იუვენტუსი/ბაიერნი )

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jjj jjj
8 years ago

სანამ მარონე და პაროლო ცოცხალია პოგბას შანსი არ აქვს :mrgreen:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Eრთ 3/4 წელში ჯერ ეხა რა ტეხნარია და აი 3 წელში სასწაული იქნება პოლი

lasha naxucrishvili
8 years ago

ვის არ ქონია ჩავარდნა ტო აქ კიდე ხან ვის ნაცვლად უნდათ ხან ვის, 50 მილიონი და + ვერატი და ეგეთები ნუ კაროჩე რა, თუ რამეს ვიგონებ მაპატიეთ :) როგორც იქნა ლიგის დრო დადგა :kenwvla: :forza:

p1ntur1ch1o
8 years ago

საუკეთესო მეკარე როდის დასახელდება ხომ არ იცით

LB19
8 years ago

Male akripavs poli formas da daadumebs kritikosebs :forza:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x