ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

რაოდენ სამწუხაროდაც არ უნდა ჟღერდეს ტურინელებმა მიმდინარე სეზონში, ჯერჯერობით ვერაფრით მოახერხეს კალჩოში ზედიზედ ორი მატჩის მოგება.. არადა რომ დავუფიქრდეთ, სწორედ ეს შეიძლება გახდეს დაბრუნების დასაწყისი.. სიმართლე ითქვას ინტერთან მატჩში ალეგრის კრებულმა სამი ქულა, რომ ვერ მოიპოვა ისევ და ისევ ფეხბურთელების ბრალია.. ორი 100%-იანი ეპიზოდი და სხვა არანაკლებ სახიფათო მომენტები, თუმცა ჰანდანოვიჩის კარი ვერც მორატამ, ვერც ძაძამ და მითუმეტეს ვერც ხედირამ ვერ აიღეს.. შედეგად მე-14 ადგილი და 9 ქულა..

ბუფონი – 6.5 – საოცარი რეაქცია, რომელმაც მისი გუნდი გაშვებული ბურთისგან იხსნა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბუფონი მთელ მეორე ტაიმს ტრავმის ქვეშ ატარებს.. კიელინიმ კინაღამ მუხლი წააცალა. ჯიჯი განუმეორებელია.

ბარძალი – 6.5 – ცენტრალური მცველი, მარჯვენა მცველი.. შემტევი.. ანდრეა შეუდარებელია. მეტოქე ვერაფერს უხერხებს.. “კედელი”, რომელიც საიმედო და გაუვალია. ერთადერთი ეპიზოდი იყო როდესაც ბროზოვიჩმა მცირე სპრინტი განახორციელა და პრობლემის მაგვარი შეუქმნა.. მაგრამ სულ რაღაც წამებით. მატჩის მიწურულს ბრწყინვალედ იგერიებს ბურთს თავური დარტყმით.

ბონუჩი – 6 – სწორედ მას უწევდა ყველაზე მეტად იოვეტიჩის წინააღმდეგ თამაში. რიგ შემთხვევებში თითქოს ტექნიკურ არსენალში ეჯიბრებოდა და კინაღამ შეცდომაც კი დაუშვა. სხვა მხრივ ბონუჩი გაუვალია და არაერთხელ “რეჯისტას” პოზიციაზეც მოგვევლინა.. თუმცა ეს ახალი არავისთვისაა.

კიელინი – 6 – ჩვეული, უშეღავათო ორთაბრძოლები, ხისტი და აგრესიული. ეს კიელინია, რომელმაც იკარდი გამოთიშა თამაშიდან.

კუადრადო – 6.5 (მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი) – ერთის მხრივ მისასალმებელია, მაგრამ მეორეს მხრივ.. იუვე შეტევაში სწორედ მის მანევრირებაზეა დამოკიდებული.

ხედირა – 6 – ნახევარი ქულით ნაკლები იმიტომ მიიღო, რომ გოლი ვერ გაიტანა პოზიციიდან საიდანაც ვერ გატანა გაცილებით პრობლემატური იყო.. მეორეს მხრივ მოდით ნუ დავივიწყებთ მის საოცარ სამუშაოს ნახევარდაცვაში.. უსახური მარკიზიოს და ღრუბლებში მფრინავი პოგბას ფონზე, იგი მაქსიმალურად ცდილობდა როგორც ჩაშლას ასევე შექმნას და უნდა ითქვას კარგად ართმევდა თავს.

მარკიზიო – 5.5 – გამართლება შეგვიძლია.. არ უთამაშია დიდი ხანია და მომენტალურად მოედანზე გამოსვლამ აშკარად ცხადყო პრაქტიკის არ ქონა.. რა უნდა დავარქვათ სხვა იკარდიზე დაჯარიმებას? დაბალ ტემპს და უსახურ დარტყმებს? პირველ ტაიმში მცველების წინ ირჯებოდა, შემდგომ კი ოდნავ წინ წაიწია.

პოგბა – 5.5 (მატჩის სუსტი ფეხბურთელი) – მორიგი ინდივიდუალური ასპარეზობა და არანაირი გუნდურობა. რამდენიმე ლამაზი მანევრი, მაგრამ სრულიად უშედეგო. პოლი ჯერჯერობით ისევ მრავლისმთქმელ ტალანტად რჩება. დამსახურებული ოსტატის სტატუსამდე მოცდა მოგვიწევს.

ევრა – 6 – თანაგუნდელები მაქსიმალურად ტვირთავდნენ კუადრადოს და საერთოდ ჰყავდათ დავიწყებული ფრანგი განაპირა მცველი.. არაერთხელ მოითხოვა ბურთი, მაგრამ.. პირველ ტაიმში თავი ჩაწოდებით დაგვამახსოვრა, რომელიც მეტოქემ მოიგერია.

ძაძა – 6 – თავგანწირვას ვერ დავუკარგავთ.. უფრო მეტიც.. ალბათ გადამეტებულიც კი არის და ზღვარზე თამაშობს. რამოდენიმე ბურთს კი სად უშვებს ალბათ თვითონაც არ იცის.. სად ურტყავ ხოლმე ძაძა?

მორატა – 6 – აბსოლიტურად გასაგებია მორატას მდგომარეობა.. ის რაც ლუქსემბურგთან შეხვედრაში მოხდა და მის შემდეგ მინდორზე გამოსვლა უკვე ბევრს ნიშნავს. არ იყო ისეთი როგორსაც მივეჩვიეთ, მაგრამ ელემენტარულად საჯარიმოს სიახლოვეს ყოფნაც კი საკმარისია რათა ინტერის მცველები დაძაბული ამყოფოს.

მანჯუკიჩი – 5 – ძალიან ცუდად მოქმედებს ეპიზოდში როდესაც ბურთი მიიღო. მის შემხედვარე ჩნდება კითხვა.. სად ხარ კარლიტოს?

დიბალა – შეფასების გარეშე – პატარა მესი 78 წუთზე გამოჩნდა და კონკრეტული კითხვა ალეგრის.. ხომ არ აქრობ ახალგაზრდა ნიჭიერ ფორვარდს? წარმოიდგინეთ იმ ეპიზოდებში როდესაც ძაძა იღებდა ფლანგზე ბურთს, რას იზამდა დიბალა?

ალეგრი – 6 – მორიგი მცდელობა დაკარგული იუვეს საპოვნელად. თითქოს დალაგდა თამაში ნახევარდაცვასა და დაცვაში, მაგრამ თავდასხმა? თან შექმნილი მომენტების ფონზე უგულო სერია აშკარად არადამაკმაყოფილებელია.. კონკრეტული კითხვა: რატომ ზის სათადარიგოთა სკამზე პაულო დიბალა?

წყარო: La Gazzetta dello Sport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
8 years ago

vaxjuve
პირველად წავიკითზე ძაძზე რეალური შეფასება

vaxjuve
8 years ago

კვადრადო-ის ძალიან მაგარია მაგრამ რაღაც აკლია(ტვინი) რაც მთავარია იუვეს ფეხბურთელისთვის… ამ უსასრულო ფაფხურით შორს ვერ წავა, სამწუხაროდ მალე გადაებმება ისეთი თამაშების სერია სადაც კოლუმბიელი სრულიად უსარგებლო გახდება…………ეს ჩემი აზრია და ძალიან მინდა ვცდებოდე

juventino3969
8 years ago

ძაძა არის დეფაქტო-ფორვარდი. მარტო ორი ადამიანი აღიარებს მაგას როგორც ფორვარდს. 1 იუვე და მაროტა. :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :chuvak: :chuvak: :chuvak: :chuvak: :blin: :blin: :blin: :blin:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to  juventino3969

აუ ჩემი ცუდად ვარ საღოლ ტო :lool: :lool: როგორც ქართველი დეფაქტოებს ვერ ვეგუები :lool:

vaxjuve
8 years ago
Reply to  juventino3969

ძაძამ ძალიან მაგრად ითამაშა……..აქ მარტო მონდომება არ იყო. თუ დაუკვირდებით ტაქტიკურად უზადოთ თამაშობდა და უბრალოდ გადაქანცა მცველები მუდმივად 80 წუთის მანძილზე საშინელი აგრესიული პრესინგის ქვეშ ყავდა შეტევის მთელ ფრონტზე და პლუს ამას სივრცეებს მომენტალურად ავსებდა ანუ მთელი თამაშინს განმავლობაში ავანგარდში იყო. შეიძლება კრეატიულობა და დარტყმის ტექნიკა უკეთესის სურვლის გვიჩენს მაგრამ ეს დროის ამბავია და თუ ესეთი შემართებით იმუშავა მაგასაც მაღწევს აუცილებლად

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

მერდები შეისვეს :blin: :lool:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ბატეს მეკარეს დაგინებული აქ :lool: :lool:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

რომა რო ბალთაყვა გუნდია და დაჟე გერმანიაში მე 5 ადგილზე მდგომ გუნდს ვერ გაუწევს კონკურეციას რო ვამბობდი დამცინოდა აქ ზოგი ამ რომას გლადბახიც გაიფენს ვაფშე კაპიკად არ ვარგა რომა ლაციო რომაული გუნდები მოიკვეთონ ლიგიდან ნაპოლი ჯობია ამათ ისევ ლიგაზე :blin: :loool:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

daiwyo zenitma sheagdo

leverkuzenis mogeba minda
valensias mogeba minda
ჩელსის არ წაგება
პესეჟეს მოგება მეორე ბილეთი არ მახსოვს :twisted:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ბავარიის მეტი მეორეგან მოგება :chuvak:

Di Francesco # 1
8 years ago

Zaza aset agdebul shefasebas AR imsaxurebda, pogbamac chamoyara yvavebi da arc kvadrados daurtyia 5 metridan mesivit.
kvadrados tamashshi me ganvitarebis sashualebas ver vxedav da zaza bevrad moumatebs, zaza AR mosula chelsidan ro shemdgari motamashe davarqvat, 1-2 weliwadi wirdeba ro iuveshi shedfes did motamashed.
chemi azria es da araa aucilebeli shemekamatot, pasuxs AR gagcemt fexburts vuyureb :chuvak:

vifrinot juvestan ertad

პოგბა არ არის იუვეში თამაშის ღირსი!!!

vaxjuve
8 years ago

პოგბაზე გეთანხმებით რო 10 ნომერი ზედმეტი ტვირთი გამოდგა მისთვის…….

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

კარლიტოს გვეღირსება ისევ ასეთი ფორვარდი იმედია :lool: თორე ფალკაოს გვარი რო წავიკითხე მინი ინფაქტი მივიღე რამის :lool:

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x