ხედირა:”მეტოქე კარგ ფორმაშია, მაგრამ ჩვენ გვწამს საკუთარი შესაძლებლობების”
ბიანკონერის მორიგ მატჩს 1/8 ფინალისკენ მიმავალი გზის გახსნა შეუძლია და ეს სამი ხედირას კარგად მოეხსენება:
“ევროპაში ბრწყინვალედ ვასპარეზობთ და სიმართლე გითხრათ, მის კიდევ უფრო განვითარებას ვისახავთ მიზნად. გარკვეული პრობლემები მართლაც გვქონდა, თუმცა ისინი წარმატებით დავძლიეთ. ეხლა აუცილებელია რიტმში შესვლა და ზონებს შორის კონტაქტის დამყარება.. აწი პროგრესირებას და ეტაპობრივად მომატებას ვგეგმავთ. გასულ მატჩში ნამდვილად კარგად ვიასპარეზეთ, უბრალოდ საგოლე ეპიზოდები უნდა გამოგვეყენებინა. თუ ამ ტემპს შევინარჩუნებთ, მერწმუნეთ დიდ მიზნებს მივაღწევთ… საერთოდაც თამაშიდან თამაშამდე გვემატება თავდაჯერებულობა.
ბორუსია კარგი გუნდია და მისი აგდებულად ყურება დამღუპველი იქნება. გერმანელებს გარკვეული ხანი ტრავმები აწუხებდათ, ეხლა კი ბრძოლისთვის სრულ მზადყოფნაში არიან. შინაურ არენაზე ასპარეზობა უპირატესობას გვანიჭებს და ამასთანავე კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ თუ არ გვსურს მექოტისგან პრობლემების შექმნა.
ცოტახნის წინ მოვედი, მაგრამ ტურინში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. კოლექტივში ადაპტაციის გავლა საკმაოდ იოლი აღმოჩნდა, რადგან აქ ბრწყინვალე ადამიანი იმყოფებიან. ცალკე აღნიშვნის ღირსია სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბი, რომლის დახმარებითაც ფორმაში უმოკლეს პერიოდში შევედი”.
წყარო: Juventus.com
მჯერა ამ კაცის მიდი იუვე…:-D