ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”გამარჯვებისთვის არაფერს დავიშურებთ”

ტრადიციულ წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე მასიმილიანო ალეგრიმ მის გუნდში არსებულ ატმოსფეროზე ისაუბრა.. მთავარი მწვრთნელს ბუნებრივია შემადგენლობასთან დაკავშირებითაც მოუხდა კითხვებზე პასუხის გაცემა:

“ბარზალი, კიელინი და ბონუჩი მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებენ. დანარჩენები? ეს უკვე მეტისმეტია, რადგან სამი ფეხბურთელის ვინაობა უკვე გაგანდეთ.. კარგით დავამატებ, რომ ბუფონიც ითამაშებს. რაც შეეხება თავდასხმის ხაზს ამას უშუალოდ თამაშის დაწყების წინ შეიტყობთ. მანჯუკიჩი უკეთ გრძნობს თავს, თუმცა 90 წუთისთვის ჯერჯერობით არ არის მზად. მორატამ მოუმატა, ხოლო ძაძა ფანტასტიურ კონდიციებში. რაც შეეხება დიბალას მას იგივე გზა აქვს გასავლელი, რაც თავის დროზე მორატამ განვლო. მშვიდ და წყნარ გარემოში განაგრძობს პროგრესირებას. დღევანდელ დღემდე თითოეულ მათგანს აქვს ნათამაშები.. ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები.. გოლების გატანა მათი სტიქიაა და მერწმუნეთ წლის მათ პროფესიონალიზმში ბოლომდე ყველანი დარწმუნდებით.

ნახევარმცველები? ხედირა ტექნიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო შუახაზელია ევროპაში. ინტერის წინააღმდეგ მას და ბარძალის საუცხოო შედეგი ჰქონდათ. იშვიათად ცდება, ინარჩუნებს სიმშვიდეს და იღებს პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს. პოგბა? მეორე ნახევარში მოუმატა, მაგრამ მოუწევს საკუთარი თავის პოვნა და მეტი სიმარტივით ასპარეზობა. დიდი პოტენციალის პატრონია და ყველაფერი წინ აქვს. კუადრადოს თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უმჯობესია თუ უკანასკნელ 20 მეტრზე მეტად აგრესიული იქნება გოლების და საგოლე გადაცემების შესრულებისას.

ვფიქრობ, გერმანელებთან მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენს ჯგუფში სიტის და სევილიას ერთმანეთთან უწევთ თამაში.. შედეგად ერთი ან მეორე ქულებს აუცილებლად დაკარგავს. გლადბახს ეხლა კარგი პერიოდი უდგას, რომელიც მწვრთნელის შეცვლამ მოუტანა. შეხვედრას ისე უნდა მივუდგეთ თითქოს ტურნირზე ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდებოდეს.. რატომ? გამარჯვების შემთხვევაში ცალი ფეხით მომდევნო ეტაპზე ვიქნებით. ბორუსიას პატივს ვცემთ, მაგრამ გამარჯვებისთვის არაფერს დავიშურებთ”.

წყარო: Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
la bella signora
8 years ago

ბარძალის საუკეთესო სეზონი აქ წელს <3 :forza: :forza: :forza:

la bella signora
8 years ago

დღეს ჩემს დიდ ოჯახთან ერთად უნდა ვუყურო ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოგებას <3 :forza: :forza: <3 ჩემი იუვეეე !!!1

mamuka tsagareishvili
8 years ago

დღეს ვზეიმობთ :forza: :forza: :juvee: :juvee:

mishka berianidze
8 years ago

—————————–ბუფონი—————————

ბარძალი———–ბონუჩი—————კიელინი———სანდრო

კვადრადო————-ხედირა————პოგბა———–პერეირა

———————-დიბალა—————მორატა———–

სათადარიგოზე: ნეტო, ევრა, რუგანი, ჰერნანეში, ლემინა, მარკიზიო, მანძუკიჩი, ძაძა.

juveboy-leo
8 years ago

mandzukichit daiwyebs yvela variantshi germanul klubebtan gamocdileba aqvs mandzus

juveboy-leo
8 years ago

morata-mandzu-cuadrado
pogba-hernanes-khedira
evra-kielini-bonuchi-barzali
,,,,,,,,,,,,,,,,,,bufon

es sastavi gamoushvi ale :forza:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x