ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბა:”10 ნომრიანი მაისური? ეს უბრალოდ ციფრებია”

ბოლო პერიოდში პოლ პოგბა-სადმი კრიტიკამ იმატა.. მიმდინარე სეზონში ფრანგი შუახაზელი არცთუ ისე დამაჯერებელია, რამაც ბუნებრივია ტიფოზერიის მხრიდან ჯანსაღი პრეტენზია დაიმსახურა:“10-უბრალოდ ციფრებია. ყოველთვის მაღალ დონეზე ასპარეზობას ვცდილობ. ბუნევრივია მწვრთნელის მითითებებს ყურს ვუგდებს და მაქსიმალურად ზუსტად მსურს მისი შესრულება. 10 ნომრიანი მაისური? დღეს რომ გოლი გამეტანა ამაზე არავინ დაფიქრდებოდა. რა თქმა უნდა მწვრთნელის დავალაბებს უნდა ვასრულებდე, მაგრამ არც საკუთარი თამაშის სტილს ვივიწყებ. მცირე მოთმინებაა საჭირო და დარწმუნებული ვარ გოლები დაბრუნდება. კვლავინდებურად გუნდის განკარგულებაში ვიმყოფები”.

კლაუდიო მარკიზიო-მ მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მისი გუნდი უფრო ეფექტური უნდა იყოს. “დღეს ბევრი დარტყმა განვახორციელეთ, მაგრამ გოლით არცერთი დასრულებულა. იგივე ხდება სერია ა-შიც, ვქმნით უამრავ მომენტს და გოლები კი ვერ გაგვაქვს. დაცვაში ნაკლები შეცდომები გვაქვს, მაგრამ ბოლო მესამედში და დამაგვირგვინებელ ნაწილში სიმწვავე გვაკლია. წინა სეზონში ეს პრობლემა არ გვქონდა და ამაზე აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ და გავაუმჯობესოთ. არ ვფიქრობ, რომ ეს ფიზიკური მომზადების ბრალია: მთელი 90 წუთი შესანიშნავ ფორმაში ვიყავით დღესაც და “ინტერთან” მატჩშიც. უნდა გამოვასწოროთ შეტევის ფინიში, რადგან გუნდი იგებს მხოლოდ გატანილი გოლების ხარჯზე. ამ სეზონში ეს პრობლემა გვაქვს, რომ გუნდი იბრძვის, რომ გოლი გაიტანოს. შესაძლებელია სეზონის პირველ თამაშში განცდილმა მარცხმა გარკვეული ზეწოლა მოახდინა ჩვენს ახალწვეულებზე. ისინი უეცრად შეეჯახნენ მოულოდნელ მარცხს იმ კლუბში, რომელიც არ მარცხდებოდა. და როცა შედეგი უკეთესი გვაქვს, შესრულების დონეც იზრდება.”

ამჯერად მასიმილიანო ალეგრი-ს აღარ დაუმალავს საკუთარი აგრესია ფეხბურთელების მიმართ:”ასეთ ეპიზოდებში გოლი აუცილევლად უნდა გავიტანო”. ტურინელებმა ზედიზედ მეორე მატჩში ვერ შეძლეს გოლის გატანა, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელთა კართან რამდენიმე მომენტი შექმნეს..

“შესაძლოა 100%-იანი საგოლე ეპიზოდი ბევრი არ შეგვიმქნია, თუმცა მაღალი კლასის გუნდი ნახევარ მომენტსაც უნდა იყენებდეს. მეტოქის საჯარიმოსთან ხშირ შემთხვევაში ეგოისტურ გადაწყვეტილებებს ვიღებდით და სწორედ აქ არის მთავარი პრობლემა. აუცილებლად უნდა დავიწყოთ სწორი მიმართულებით მოძრაობა. პრინციპში, გერმანელებთან მატჩი გარკვეულწილად სან სიროზე გამართულ ფეხბურთს წააგავდა.

მაქს კუადრადოს შეცვლაზეც მოუხდა კომენტარის გაკეთება:

უკანასკნელ ხანებში მან საკმაო რაოდენობის მატჩები გამართა და ისეთივე სახიფათო აღარ ყოფილა. ვიფიქრე, პერეირა გაცილებით ეფექტური იქნებოდა ზონებს შორის თუ იმოძრავებდა. დიბალამ ორი სამი კარგი მანევრი შემოგვთავაზა და უდაოდ ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ჯერ კიდევ ესაჭიროება განვითარება. დიდებული ფეხბურთელი გახდება და ამაში ეჭვი არასოდეს შემპარვია, თუმცა გაცილებით სხვა როლში ვიდრე პალერმოში ჰქონდა”.

ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების მიხედვით ჯანლუიჯი ბუფონ-მა ალესანდრო დელ პიერო-ს გადაუსწრო. გასულ საღამოს ალბათ ეს იყო მთვარი გამოსარჩევი მოვლენა. ბუფონისთვის ასეთ ციფრებს მხოლოდ მაშინ მოაქვს პოზიტივი, როდესაც მოედანს გამარჯვებული ტოვებს. მატჩისშემდგომ ინტერვიუში კაპიტანმა ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა ამ ფაქტს:

“იყო თუ არა ეს კანონზიმიერი შედეგი? ქულების მიხედვით, რომ ვიმსჯელოთ ჩვენ უნდა მოგვეგო, მაგრამ რეალური ხიფათი მეტოქის კართან არ შეგვიქმნია. მიუხედავად ტოტალური უპირატესობისა მეტოქემ ქულა დაიმსახურა.

დელ პიეროს გადასწრება ევროპაში ჩატარებული მატჩებით რა თქმა უნდა აღსანიშნავი შედეგია, მაგრამ ძნელია პოზიტიური განწყობა შეინარჩუნო, მაშინ როდესაც მინდორს გამარჯვებული არ ტოვებ. ნებისმიერი დადებითი რეკორდი უნდა გაუზიარო ფეხბურთელებს და კლუბში დასაქმებულ კოლექტივს, მაგრამ მძიმე პერიოდში ასეთი რამ შეუძლებელია”.

ინტერთან მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ განსაკუთრებულად შეაქო ანდრეა ბარძალი.. საერთოდაც მისი მოწოდებები ყოველთვის მკაფიო და კონკრეტულია. ამიტომაც ინგრეოდა აპლოდისმენტებით ტრიბუნები, როდესაც ბურთთან ანდრეა ბარძალი იყო.. ფაქტია “კედელი” შესანიშნავ ფორმაში შევიდა:

“საჭირო იყო მორიგი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც მომდევნო ეტაპის კვალიფიკაციას რეალურს გახდიდა. მოგვიწევს ბრძოლის გაგრძელება და ფრთხილად ყოფნა.

იყო თუ არა სინანული? იცით.. რთული მატჩი გამოდგა, რადგან საგოლე მომენტების შექმნას ფაქტობრივად ვერ ვახერხებდით. შეხვედრა სავსე იყო ძალისმიერი ორთაბრძოლებით, რომლისთვისაც პრინციპში მზად ვიყავით. ერთი სიტყვით სუსტები ვიყავით შეტევაში, ხოლო დაცვაში ზედმეტად არ ვრისკავდით, მაშინაც კი როდესაც თავისუფალ ზონებს ვტოვებდით.

მივეჩვიეთ ყოველ 2-3 დღეში თამაშს, მაგრამ მიუხედავად იმისა თუ რა არჩევანი გაკეთდა შემადგენლობის შერჩევის თვალსაზრისით, დამაგვირგვინებელ ფაზაში აშკარად გვაკლდა ფანტაზია. ვფიქრობ, ცივ გონებაზე სწორ დასკვნებს გამოვიტანთ. საერთოდაც.. საკმაოდ უცნაური სეზონია. ჯერ იყო და დაცვაში გვქონდა პრობლემები, ხოლო ეხლა როცა უკანა ხაზის თამაში საბოლოოდ დავალაგეთ, გოლის გატანა გვიჭირს. ვეღარ ვატყობ ჩვეულ აგრესიას, რაც ბუნებრივია შეტევების დაგვირგვინებას ხელს უშლის. უნდა გადავწყვიტოთ ვიქნებით თუ არა ცივსისხლიანები, როგორც დიდ გუნდს შეშვენის თუ სხვა გზას ავირჩევთ”.

ჯორჯო კიელინი-ს მოსაზრებით ბიანკონერის ასპარეზობა მეტი ცინიზმით მართებს:“დადებითი მომენტი? უკანასკნელ ორ შეხვედრაში მეტოქე ვერაფრით ახერხებს კარის ჩარჩოში დარტყმას.. ბროზოვიჩის ეპიზოდი, რომ არ ჩავთვალოთ რომელმაც ბურთი ძელს გაარტყა. ვპროგრესირებთ და ვიზრდებით როგორც გუნდი, რადგან ჩემპიონატის სტარტზე საკმაოდ ბევრ გოლს ვუშვებდით. თუმცა, ეხლა დროა შეტევაზეც ვიზრუნოთ.. უკანასკნელ მატჩში აშკარად არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით და შედეგად მეტოქის კართან ხეირიანი ეპიზოდი ვერ შევქმენით. სიმშვიდე გვესაჭიროება, როგორც დიდ გუნდებს და ალბათ მცირეოდენი ცინიზმი, რათა გაგვიადვილდეს მეტოქის დამარცხება”.

 

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
loscafeteros
8 years ago

დაცვა ძალიამ კარგად გამოიყურება და ნახევარდაცვაც,პოგბა არაა ჯერ საუკეთესო ფორმაში მარა რამოდენიმე თამაშში შევა ეგეც,გოლების გატანა გვიჭირს და წინ 2 ერთნაირი სტრაიკერის დაყენება არ ამართლებს. ძირითადში უნდა იყოს დიბალა ყველა ვარიანტში და მეორე სტრაიკერი მორატა ჩემი აზრით

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Pოგბიშე შედი ფპრმაში მსიამოვნებს ამის მოძრაობები რა თვალებს ახარებ პოგბა :forza: :juvee:

jjj jjj
8 years ago

მარონეს კლუბს არ ვგულშემატკივრობ ეგ ერთი, მერე მეორე სულაც არ მრცხვენია, რომ პოგბა მაგარი ბიჭია და მესამეც ჩემთვის ეროვნებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მე როგორც ვერატის ვქომაგობ ისე ვქომაგობ პოგბას, რადგან ორივე უდიდესი ნიჭის პატრონია, რაც მთელმა საფეხბურთო სამყარომ აღიარა და ჩანს კიდევაც, თორე ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში ვერანაირად ვერ მოხვდებოდა;-) რაც შეეხება მარონეს, პატივს ვცემ, მაგრამ არაა იმ დონის, რომ თუნდაც იუვეს სკამზე ყავდეს. ნუ გგონია, რომ იტალიელები არ მევასება და ასე შემდეგ, უბრალოდ იმათ ვუქომაგებ ვისაც აქვს ის შესაძლებლობა და ნიჭი/სიყვარული ფეხბყრთის/იუვესი და არა პადოინებს რა;-) რას ვიზამთ, განსხვავებული გულშემატკივარი ვართ და ნუ მიწყენ ძმა, მაგრამ ჩემთვის შენ… Read more »

mamuka tsagareishvili
8 years ago

არამგონია პოგბას რამე დასამტკიცებელი ქონდეს უბრალოდ გუნდი არაა პორმაში,პოგბა უკვე ვარსკვლავია,უბრალოდ ყველა მისგან ითხოვს ლიდერობას და ამიტომ უჭირს,ჯერ ახალგაზრდაა.პირლოს,ვიდალის და ტევესის დროს ნაკლებ წნეხში იყო ეხლა კი უნდა ილიდეროს..გოლების გატანაც მაინდამაინც ყველა თამაშში,არაა მისი საქმე.უკეთეს ფორმაშიც მინახავს ფრანგი,მჯერა მისი.იუვესაც ჩვევია მძიმედ დაწყება სეზონის,იმედია ყველაფერი გამოსწორდება :forza:

mamuka tsagareishvili
8 years ago

და მაიც ვფიქრობ ალეგრი სწორ გზაზეა დაცვა დასტაბილურდა ეხლა წინა ხაზმა უნდა მოუმატოს:-D

mishka berianidze
8 years ago

ერტხელ ხომ შეიძლება ასეთი ტაქტიკით ვითამაშოთ

—————————ბუფონი————————-

ბარძალი———–ბონუჩი———–კიელინი———სანდრო

კუადრადო———-პოგბა———-მარკიზიო———პერეირა

——————დიბალა———–მორატა—————–

სათადარიგოზე: ნეტო, ევრა, რუგანი, ლემინა, ხედირა, ძაძა, მანძუკიჩი

ასეთი ტაქტიკითაც შეიძლება მოსინჯონ

—————————-ბუფონი————————

ბარძალი————ბონუჩი———-კიელინი———სანდრო

————კუადრადო——-ხედირა——-მარკიზიო———

—————-დიბალა—————–პოგბა————–

—————————მორატა————————-

Di Francesco # 1
8 years ago

მარონეს ნუ ლანძღავ, მე მარონესთან ერთად ვერატისაც ვქომაგობ იგივე დონეზე, მიდი ვერატი ლანძღე პოგბას ფანო :lool:

Di Francesco # 1
8 years ago

მარონეს კლუბს რო ქომაგობ შენ და მარონეზე უფრო დიდი ქომაგი რო გგონია თავი, მაგის არ გრცხვენია? :lool:

jjj jjj
8 years ago

აბა მარონე კი არ იტყოდა მაგას, ფუ რა საზიზღარი ხარ პოგბა :mrgreen:

Di Francesco # 1
8 years ago

არაა ბიძია მაგი უბრალოდ ციფრები :lool:

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x