ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელი:”ვამაყობ ნედვედის გვერდით ყოფნით”

დღევანდელ აქციონერთა კრებაზე ანდრეა ანიელიმ საკმაოდ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ იუვენტუსი არ შეურიგდება იმ პოზიციას, რომელიც კლუბს მიმდინარე სეზონში სერია ა-ში უკავია:“იუვეს თითოეული წევრისთვის, დაწყებული ფეხბურთელიდან და დამთავრებული რიგითი მუშაკით სრულიად მიუღებელია ის ფაქტი, რომელიც ეხლა კალჩოში ხდება. ბიანკონერი ნამდვილად არ არის იმისთვის შექმნილი, რომ მან მე-14 პოზიცია დაიკავოს. შესაბამისად დროა თითოეულმა ჩვენი საქმე მაქსიმალურად გავითავისოთ და ვითარების შესაცვლელად ყველაფერი ვიღონოთ”..

“ძალიან ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ გვერდს პაველ ნედვედი დამიმშვენებს. იგი ნამდვილად საამაყო ფიგურა იყო ფეხბურთელის რანგში და არც მენეჯმენტში შეურცხვენია თავი. უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე მას არანაკლები აქვს გაკეთებული ხელმძღვანელის პოზიციაზე ვიდრე ეს მან შავ-თეთრი მაისურით შექმნა.

მისი მუშაობის სტილი არის კონკრეტული და მკაიფო. პაველს შესანიშნავად აქვ გათავისებული ის ფასეულობა რაზეც ჩვენი ბრენდი დგას. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია როდესაც შენ მიზნად გამარვებას ისახავ. ამიტომაც მიმაჩნია დღევანდელი გადაწყვეტილება მორიგი ფუნდამენტი, რომელიც მომავალში დიდ გამარჯვებას მოგვიტანს.

ბუნებრივია იმ ფაქტსაც ვერ ავუვლი გვერდს, რომ პაველს თავისუფლად შეეძლო ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გამხდარიყო. ამიტომ ორმაგად ვარ ამაყი მისი ჩვენს გვერდით ყოფნით. იგი ყოველდღიურად იზრდება და მეტ გამოცდილებას იღებს ჩვენთან ერთად”.

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
8 years ago

გუშინ იძახოდა დიბალა ორვარდად ვერ ქაჩავსო და ხვალ ცენტრფორვარდად აყენებს :lool: მემგონი მობეზრდა კარგ პირობებში ყოფნა და კალიარი მოენატრა, ანიელიმ გუშინ რაც თქვა იმის მიხედვით წესით მეტი წაგება არუნდა აპატიოს ალეგრის, დაჟე ნიჩიაც წაგება იქნება ხვალ

Di Francesco # 1
8 years ago

ალეგრის დიდი დრუჟბა აქ დათრეული და სწრაფი ტემპით ჭრის ტოტს რომელზეც ზის :chuvak:

ატალანტასთან რა სასტავი გაყავს ნახეთ 4-3-3 ნეტო :lool: – პადოინი :lool: ბონუჩი კიელინი სანდრო – მარკიზიო ლემინა :lool: პოგბა – კვადრადო :lool: დიბალა :lool: პერეირა :lool:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x