ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა საპონარას შეძენას იანვარში ეცდება

შექმნილი არასტაბილური მდგომარეობის გამო ბიანკონერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გარკვეული სვლების გაკეთებას გეგმავს. ერთ-ერთი ასეთი კი შესაძლოა ემპოლიდან რიკარდო საპონარას ტრანსფერი გახდეს. ახალგაზრდა გამთამაშებელის მიმართ ჯუზეპე მაროტა ჯერ კიდევ ზაფხულში იჩენდა ინტერესს, თუმცა იულიან დრაქსლერის საგის შემდეგ არჩევანი ანდერსონ ჰერნანეშზე შეჩერდა.. ბრაზილიელს კი იუვეს თავკაცი მეტად რეჯისტას პოზიციაზე ან საერთოდ სათადარიგოთა სკამზე ამწერებს.. იტალიის მოქმედ ჩემიონებს კარგი ურთიერთობა აქვთ ემილიურ კლუბთან, რომელიც ნიჭიერ ტრეკუარტისტას 15 მილიონად აფასებს.. თავის მხრივ მაროტა დანიელე რუგანის არენდით შეეცდება ამ თანხის დაკლებას.. პლიუს რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშის დამატებით. რთულად სათქმელია რამდენად აწყობს ემილიურ კლუბს ასეთი სახის შემოთავაზება, თუმცა ტურინელები არ აპირებენ ზაფხულამდე მოცდას.

წყარო: tuttosport

4 thoughts on “მაროტა საპონარას შეძენას იანვარში ეცდება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.