ძაძა:”იუვეს ჩამოწერა დიდი შეცდომაა”
მიუხედავად იმისა, რომ ბიანკონერი რვა ტურის შემდეგ ჩემპიონატში მე-14 ადგილს იკავებს, სიმონე ძაძას მაინც არ მიაჩნია მართებულად ბიანკონერის ვადაზე ადრე ჩამოწერა:“როდესაც გუნდში დიდი ცვლილებებია, ბუნებრივია ადაპტაცია მცირე დროს მოითხოვს. შედეგად ფორმაში ეტაპობრივად შევდიოდით. რიგ ეპიზოდებში იღბალიც ზურგს გვაქცევდა, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ ქულათა გარკვეული მარაგი თავადვე გავანიავეთ. ლიდერებსა და ჩვენს შორის აუცილებლად შემცირდება სხვაობა. ატალანტა? მათ წინააღმდეგ რამდენიმეჯერ მითამაშია და კვირას ჩვენს წინააღმდეგ კერკეტი კაკალი წარსდგება. არ უნდა ვიჩქაროთ, რადგან ბერგამოელებს კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავთ და უმჯობესია მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ. ვფიქრობ.. უქმეებზე დაგეგმილი შეხვედრა არის ბრწყინვალე საშუალება გამარჯვების გრძელვადიანი სერიის დასაწყებად”.
წყარო: Football-Italia
ძაძააა ძაძააა
:twisted:
მოდი იდი ნა მორე ბეზ კუპალნიკა რა შენ
es wverit ufro civsisxliania moedanze
aba ise egviptis faraons gavda imdges
ხოდა გაუტანე ატალანტას
საკმარისია ამდენი საცოდაობა იუვეა თუ დინამო 