ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის “უჩვეულო” წინასამატჩო პრესსკონფერენცია

ტრადიციულ წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე მასიმილიანო ალეგრი ჯერ ასეთი გაცხარებული და რადიკალური არავის უნახავს. დიდწილად მას დიბალას საკითზე მოუხდა კომენტარის გაკეთება, რომლის გარშემო დიდი მითქმა მოთქმაა ატეხილი. მთელი გასული კვირა პრესა აქტიურად უტევდა ბიანკონერის თავკაცს და ღიად ადანაშაულებდა არგენტინელის მიმართ ცუდ მოპყრობაში.. როგორც ჩანს მაქს მოთმინების ფიალა აევსო..

“ეს არის დღე, როდესაც საუბარს თავადვე წარვმართავ. უკანასკნელ ხანებში პრესაში მრავალი ჭორი და სისულელე დაიწერა. უფრო მეტიც ეს პირდაპირი თავდასხმა იყო ჩემზე, რომელიც არ არის დასაბუთებული. კრიტიკა გასაგებია და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ხშირად შევგუებულვარ, მაგრამ არის ტყუილი რასაც ვერასოდეს დავტოვებ უპასუხოდ. პაულო დიბალას მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი წუთი აქვს მოედანზე დაყოფილი. იგი უდაოდ ნიჭიერი მოთამაშეა და იუვეს მომავალი მხოლოდ მასთან ასოცირდება, მაგრამ როდესაც ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ მილანელებთან დიბალა სკამზე უნდა დავტოვო ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.

40 მილიონი ევრო? დიახ, დიდი თანხაა გადახდილი მაგრამ ვინ თქვა რომ ეს ჩემი პრობლემაა? ამისთვის არის შესაბამისი დეპატამენტი, რომელიც მწვრთნელთან არ ათანახებს სატრანსფერო ღირებულებებს. თავკაცის საქმე მოედანზე განვითარებული მოვლენებია და იმის დანახვა თუ როგორ ვითარდება ესა თუ ის მოთამაშე. იუვე პალერმო არ არის და აქ გაცილებით სხვა მაშტაბის მიზნები და პასუხისმგებლობაა. ნამდვილად არ მინდა დიბალას ზედმეტი ტვირთი ჰქონდეს აღებული საკუთარ თავზე, რადგან ის ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და ეტაპობრივად უნდა განვითარდეს. თქვენ გგონიათ, რომ სწორს აკეთებთ ასეთი განცხადებებით? რეალობაში კი თავისუფლად შეგიძლიათ ფეხბურთელის უფსკრულისკენ მიყვანა.

ანიელის გამოთქმული კრიტიკა? ამაში ვინმემ რაიმე სიახლე დაინახა? ვფიქრობ, პრეზიდენტს მწვრთნელთან არ ჰქონია პრეტენზია, რადგან იგივე სიტყვები თავადაც ვთქვი ორი დღის უკან.. 14 ადგილზე ნამდვილად არ უნდა ვიმყოფებოდეთ.. საერთოდაც მიმაჩნია, რომ გაცილებით მეტი ქულა უნდა გვქონდეს მარაგში. ჩემპიონატი რამდენიმე ეტაპად იყოფა.. ახალ წლამდე ერთი ეტაპი დასრულდება.. შემდეგ დაიწყება მარტის პერიოდი და სწორედ იქ უნდა ვიყოთ პირველ პოზიცებზე და ვიბრძოდეთ სკუდეტოსთვის.

შემადგენლობა? კუადრადო შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს. დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე საჭიროა პერიოდულად მოთამაშეების დასვენება. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ ტაქტიკა შეიცვლება.. მის ნაცვლად პერეირას შეუძლია ასპარეზობა. მარჯვენა მცველის ადგილზე სტურაროს ან პადოინს ვიხილავთ. მანჯუკიჩთან დაკავშირებითაც მსურს კომენტარის გაკეთება.. ხორვატს მცირე დრო აქვს გატარებული მინდორზე შავ-თეთრი მაისურით.. ჯერ იყო და გოლი სუპერ თასსზე გაიტანა, ხოლო შემდეგ მანჩესტერში.. ორივე ეს ბურთი გადამწყვეტი და გამარჯვების მომტანი იყო. შედეგად მარგი ქმედების კოეფიციენტი და გატარებული დრო რომ გავითვალისწინოთ, ფაქტია მარიო სწორი ტრანსფერია. უბრალოდ შემდგომ ტრავმა მიიღო და ყველაფრის თავიდან დაწყება გახდა საჭირო. მერწმუნეთ ბომბარდირულ თვისებებს აუცილებლად გამოამჟღავნებს.

ნახევარდაცვა? პოგბას გადაღლაზე რომ მესმის გულიანაც ვიცინი.. გუნდში უამრავი ახალგაზრდა ძალღონით სავსე ახალგაზრდა მყავს და ეხლა საჭიროა მაქსიმალურად შეთამაშდეს შუახაზი. ნუ გავიწყდებათ, მთელი შემადგენლობით რამდენიმე დღეა რაც ვარჯიში დავიწყეთ, ხოლო სასტარტო შუახაზით პირველად მილანში გავედით მოედანზე.. ისინი ერთი კვირაა რაც ხეირიანად ვარჯიშობენ და თქვენი აზრით მაქსიმალური ეფექტისთვის დრო არ დასჭირდებათ?

რუგანი? თვლიან, რომ ბონუჩის და ბარძალის ნაცვლად მისი თამაშია საჭირო.. იცით.. დანიელე შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს წვრთნებზე და როდესაც საჭიროთ ჩავთვლი ეჭვიც არ შეგეპაროთ შესანიშნავ შედეგს გაჩვენებთ. სანაკრებო პაუზამდე ოთხი შეხვედრა გველის პროვინციალებთან და ტურინულ დერბი.. წინ დამღლელი და მძიმე მატჩებია, სადაც მაქსიმუმი უნდა გავიღოთ ხარისხიანი შედეგისთვის. პირველი ნაბიჯი კი შინ ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვება იქნება.

ძამპარინი? საერთოდ კარგად აღზრდილი ადამიანი ვარ და მსგავს საკითხზე საუბრისგან თავს შევიკავებ.. უმჯობესია ხვალინდელ დაპირისპირებაზე თუ ვიფიქრებთ”.

წყარო: TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

20 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
la bella signora
8 years ago

აბა რა მაქს აბა რა , გეთახმები ყველაფერში , მახსოვს მორატა რომ მოვიდა იუვეში რა კომენტარები იყო .. როგორ აფასებდნენ მას და იმას თუ როგორ არ აძლევდნენ შანს , ზოგადად მწვრთელმა უფრო კარგად იცის ვიდრე სხვა კრიტიკოსებმა ასე რომ მიდი არავის არ უსმინო და დადე შედეგი წლის ბოლოს , მე მჯერა ჩემი ბიჭების და იმის რომ 34-ე სკუდეტოს ჩავიხუტებთ წელს <3 ფორზა მაქს , ფორცა იუვე <3 იყოო დრო დელ პიერო გვყავდა და ვერ ვდებდით კარგ შედეგს , ყველაფერსი დრო მოვა დარწმუნებული ვარ <3 !!!! :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
8 years ago

ტექნიკური წუნი აქ ბურთის მიღებისას? მაგასაც სეიძლება ქონდეს თავის მიზეზები, ძაძა სულ ორთაბრძოლებში იღებს ბურთს და 2 მცველი ყავს ირგვლივ, 2 მცველსი კიდე ბურთის მშვიდად მიღება ცოტა რთულია, თან იმასაც გააჩნია პასს ვინ აძლევს, პირლოს პასის გაჩერება არ მგონია გაუჭირდეს, ხედირას და პოგბას პასს თუ ვერ აჩერებს აქ მეპასეში უფროა პრობლემა :chuvak: ეტყობა ზედმეტად ძლიერ პასს აძლევენ

Di Francesco # 1
8 years ago

Del_Piero
ბურთს ვერ აჩერებს რასქვია? მე რამდენი ვუყურე მაგის თამაშს სულ კარგად მიიღო ბურთი, როცა ვერ ვუყურე ყველა წერთ ბურთს ვერ აჩერებსო, რეალურად გჯერათო რო სერი ა_ში მოთამაშე რომელიმე ფეხბურელმა რო ბურთის გაჩერება არ იცის? ფორვარდის კრიტიკა ბურთს ვერ აჩერებსო მარტო თქვენგან მესმის, აქამდე არ გამიგია ვინმეზე ეთქვათ ბურთს ვერ აჩერებსო, პირიქით ბურთს რო აჩერებდა და აყოვნებდა სეტევას მაგიტო ვლანძღავდით მირკოს :chuvak:

Di Francesco # 1
8 years ago

აგერ დღეს იქნება სასტავში დიბალა და ვნახავთ რასაც იზამს, ალბათ გოლს ვერ გაიტანენ საერთოდ, მაგარი ნაკლები იქნება

Di Francesco # 1
8 years ago

დეპაის ლიგის გამოცდილება მაინც ქონდა და მსოფლიოზე გამოაჩინა თავის სესაძლებლობები, სად დეპაი და სად დიბალა, რა გაუეკეთებია საერთოდ? მაჩანჩალა პალერმოში გაიტანა 12 გოლი? ჯილაც გაიტანს წელს 12 გოლს მარა ახალი მესი კიარაა

Di Francesco # 1
8 years ago

ძაძა რა შუაშია? დიბალამ ძაძაზე მეტი ითამაშა, და მანჯუკებს და კვადრადოებს გოლები რო ვერ გააქვთ ერთმა ჟურნალისტმა ის რატო არ თქვა ძაძა იმსახურებს მეტ შანსსო? იმიტორო დი ფრანჩესკო არაა ძამპარინივით უნამუსო და ძაძას პიარისთვის ათასს სისულელეს არ კადრულობს. ალეგრიმ მისი საქმე თვითონ იცის, რაის მოთამაშეა დიბალა ვის უნდა მოუგოს მაგან ორთაბრძოლა? 2 მეტრიან მცველებს? ბაღის მოსწავლეს გავს რო შეხედავ

8 years ago

ზაზაზე ვინ რას იტყვის? ყველა ხედავს რო ტიპი ბურთს ვერ აჩერებს :)))

Di Francesco # 1
8 years ago

სკამზე ჯდომაზე ყურადღების გამახვილება კიდე არაპროფესიონალიზმათ იტვლება მაღალი დონის კლუბებში, მესი რო დასვას ბარსამ სკამზე ის არ გამოვა და არ ილაყლაყებს საქვეყნოს როგორ გამიბედეს და სკამზე დამსვესო, იტყვის ეტყობა ჩემი კონკურენტი უკეთეს ფორმაშია და მიტო ვზვიარო გუნდში 25 კაცია და 11 თავგასული თუ სულ სასტავში იქნა არასდროს არ იქნება იმ გუნდში დადებითი სიტუაცია, ხან ერი დაჯდება სკამზე ხან მეორე, მწვრთვნელის მთავარი ვალდებულებაა ყველა მოთამაშეს საჭირო კაცად აგრძნობინოს თავი და ჯერჯერობით ალეგრი მაგას ახერხებს, დაჟე ნეტოსაც მისცა შანსი, მიუხედავად იმისა რო იმ შანსის გამო იუვემ ფროსინონეს ვერ მოუგო, მწვრთვნელის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილება მაინც მოსაწონია. ბუფონი კი ბუფონია მარა გუნდის ნაწილი ნეტოცაა… Read more »

8 years ago

მანჩესტერმა გაყარა სხვა თავდამსხმელები, იმიტო რო ახალგაზრდებს ენდო. დეპაის ქონდა ხო გრანდში თამაშის გამოცდილება და მაგიტომ დააყენა ვან გალმა? :) დიბალას არ აუტეხავს ეს ამბავი. გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა შეუტიეს ალეგრის. და იმიტო კი არა რო დიბალას ბიძაშვილები არიან, იმიტო რო გუნდს შედეგი არა აქ, კრეატივი 0-ია და გოლები ვერ გაგვაქ. სწორედ ეგაა უკმაყოფილების მიზეზი, და მაგიტომ უნდა მისცეს შანსი დიბალასაც. თორე შენი სიყვარული ძაძა და მანჯუკა გოლებს რომ ტენიდნენ ყოველ თამაშში, მაშინ არავინ არ იდარდებდა მაგ 40 მილიონზე. შეტევა ჩასვრილია და ერთადერთ კრეატიულ ფეხბურთელს სკამზე ალპობს. რაც შეეხება მწვრთნელის ტრანსფერებში ჩარევას, ალეგრის შესთავაზეს სასუოლოდან ან ძაძა წამოვივანოთ ან ბერარდიო და… Read more »

Di Francesco # 1
8 years ago

ფულს რა მნიშვნელობა აქ? სასუოლოსთვის დიდი ფულის გადახდას სხვა მოტივი ქონდა, ძაზა რო ყოფილიყო ტოტენჰემის ან აიაქსის აღზრდილი და 20 მილიონი დაეფასებიათ იუვე არ იყო მაგდენის გადამხდელი, მარა სასუოლოს მისცეს დიდი ფული იმიტორო სამომავლო საქმეც გაიკეთეს მაგით. ყველა გრანდს ჭირდება ქვედა დონეზე მოკავშირე კლუბი რომელსაც სათავისოდ გამოიყენებს, ხოდა როცა კლუბს იყენებ იმას ზოგჯერ უნდა დაეხმარო ფულით
დიბალაში კიდე ის 32 მილიონი 4 წელზეა გაწერილი და სულ რო ვერ გაამართლოს დიბალამ და გაყიდვა მოგიწიოს თუნდაც 15 მილიონად, რადგან 4 წელზეა გათვლილი ფულის გადახდა დიდ ზარალად მაინც არ დაეტყობა გუნდს

8 years ago

ვრალსკოს და ბერარდის ტრანსფერებზე გამოჩნდება რამდენადაა სასუალო მოკავშირე მეგობარი კლუბი

Di Francesco # 1
8 years ago
Reply to 

ბერარდი 90% ჩვენია

Di Francesco # 1
8 years ago

მანჩესტერში მარსიალს კონკურენტი არ ყავს ერთადერთი ფორვარდია და მაგიტომაც მიიღო ნდობა, არც დეპაის ყავს კონკურენტი
დიბალა კიდე არც დე პაის დონე იყო იუვეში მოსვლამდე და გუნდშიც იმდენი კონკურენტი ყავს მასზე უკეთესი და გამოცდილი რო ალეგრი მარტო მაგას ვერ მიცემს შანსს.

irakli28
8 years ago

დიბალაში ამხელა ფულის გადაყრის წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის, არაფრით გამორჩეული ფეხბურთელია ისევე როგორც ძაძა… დიდი ამბავი ცოტა ხანი სკამზე თუ დასვა ალეგრიმ… ჩვენი პრობლემაც ეგაა ზუსტად რო მწვრთნელს არ უთანხმეს არავინ ტრანსფერებს :blin: :blin:

8 years ago

იქნებ გვითხრას ვისი ბრალია მე14 ადგილი. პადოინს რომ ათამაშებდა ჯიუტად და დროული შეცვლის გაკეთება არ იცის ამაზე გააკეთოს კომენტარი. თავიდანვე ვთქვი რომ დიბალას სკამზე დასვამდა ეს. იმიტო რო შარშანაც იგივეს უშვებოდა მორატას. ლორენტე ვაბშე ვერ თამაშობდა მაგრამ მაინც სულ სასტარტოში იყო. სანამ მთელმა იტალიამ არ აგინა მანამდე ვერ გაბედა მორატას დაყენება. უბრალოდ არ ენდობა ახალგაზრდებს და ეგეთი სტრატეგია აქვს რომ ნელ-ნელა უნდა მათი სასტავთან შეგუება, რაც მაგარი სისულელეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა გუნდს ქულები და შედეგი ჭირდება ჰაერივით. უნდა ათამაშოს ის ვინც მეტ სარგებელს მოუტანს. ეგრე პოგბაც ახალგაზრდაა და რატო მიცა 10 ნომერი? კაროჩე ბევრ ლაპარაკს საკუთარ შეცდომებზე იფიქროს აჯობებს.

8 years ago

40 მილიონად ვინმე მაგარი ტალანტის მოყვანა შეიძლებოდა.. მემფის დეპაის ნაირი ვინმე. რა უნდოდათ დიბალასგან ვერ გავიგე, საშვალოზე ოდნავ მაღალი დონის ფეხბურთელია რომელიც პალერმოში ჩანდა, რა გასაკვირია რო იუვენტუსში უჭირს ძირითადში ადგილის დამკვიდრება

ალეგრის ვეთანხმები დიბალას ტაობაზე. აი რუგანიზე მაგრად მიტყდება რო არ ათამაშებს

8 years ago
Reply to 

დეპაის და მარსიალს ენდო ეგრევე ვან გალი და სასტარტოში დააყენა. არ დაუწყია მათი ასაკის და წინა გუნდების შეფასება. ამიტომაც გაუმართლეს. რომ შეთამაშდებიან მერე უფრო სტაბილურად მოუტანენ სარგებელს გუნდს. დიბალას კიდე არც შეთამაშების და არც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ ქონია

jek17
8 years ago

რა მიაკაჩავა სასტავიიი

8 years ago

Yochag alegris yvela kitxvaze damajerebeli da swori pasuxi gasca kritikosebs :forza: :forza:

Di Francesco # 1
8 years ago

Maladec alegri, nelnela yalibdebi mebrzol iuventinod :forza:

| Newsphere by AF themes.
20
0
Would love your thoughts, please comment.x