ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა:”დიბალა გამორჩეული ტალანტია, მაგრამ..”

დიბალას გარშემო უამრავი აჟიოტაჟია ატეხილი, რომლის დაცხრომისკენ საზოგადოებას ჯუზეპე მაროტამ მოუწოდა:“დარწმუნებულნი ვართ, რომ კონკურენტუნარიან კოლექტივს ისეთი ტალანტების გარშემო ავაშენებთ, როგორიც მაგალითად არის პაულო დიბალა. ტოპ კლუბი ყოველთვის გაიძულებს საუკეთესო ტალანტები ეძიო.. როგორც იყო პოგბას და კომანის შემთხვევაში, რომელმაც თავადვე ისურვა კარიერის ბაიერნში გაგრძელება. დიბალა უნიჭიერესია, მაგრამ მცირე დრო ესაჭიროება.. რატომ? პროვინციული კლუბიდან გრანდში გადასვლა ტოპ საფეხურისთვის წლებს მოითხოვს. პალერმოდან იუვეში გადაბარგება ნიშნავს კრიტიკას, ყურადღებას და ვარჯიშს.. პირადად მე კმაყოფილი ვარ მისი ასპარეზობით, ხოლო შედეგი თავისით არ მოდის. გამორჩეულად ვაფასებთ, რადგან ჭკვიანი ბიჭია და კარგად ესმის თუ როგორი ხერხით უნდა მიაღწიოს წარმატებას”..

“დრაქსლერი? მასთან დაკავშირებით უამრავი კომენტარი გავაკეთე და კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა, რომ იულიანის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ ივლისში დავკარგეთ.. მიზეზი მარტივია იგი ვერაფრით ჩამოყალიბდა მომავლის თაობაზე.

ლორენტე? მისი ტრანსფერი ეკონომიკური საკითხებიდან გამომდინარე გადაწყდა. გუნდი მას იშვიათად იყენებდა, რაც არ გვაძლევდა ფუფუნების საშუალებას სათადარიგოთა სკამზე მრავალ მილიონიანი ანაზღაურების მქონე ფორვარდი გვყოლოდა. შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება კონტრაქტი გაგვეწყვიტა და იქამდე არ დავმშვიდდით, სანამ ფეხბურთელმა სასურველი კლუბი არ იპოვნა.

სასუოლო ჩვენი მეორე გუნდია? მსგავს სისულელეს იტალიაში ხშირად მოისმენს ადამიანი.. ეს არის კლუბი, რომელიც ამ ეტაპზე სრულიად დამსახურებულად იმყოფება ჩვენზე წინ სატურნირო ცხრილში. დიახ, მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და თუნდაც გასულ ზაფხულს მშვენიერი ინვესტიციაც განვახორციელეთ. ბერარდი? იგი სრულად ეკუთვნის სასუოლოს და თუ სიტუაცია წარმატებით განვითარდა აუცილებლად გადავხედავთ სხვადასხვა ვარიანტს, ისევე როგორც ემილიანის შემთხვევაში”.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x