ალეგრი : “ბიჭები კიდევ მოუმატებენ”
ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრი-მ “ატალანტასთან” მოპოვებული სამი ქულის შემდეგ ჟურნალისტებს საინტერესო ინტერვიუ მისცა:
“ბიჭებმა კარგი შეხვედრა ჩაატარეს, რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით და გატანა კიდევ შეგვეძლო, ლამაზი ფეხბურთი ვითამაშეთ.მატჩის მიწურულს, როცა მეტოქე ათი კაცით დარჩა, ენერგიას გავუფრთხილდით და ზედმეტად არ დავიხარჯეთ, მაშინ თამაში უკვე მოგებული იყო.გაფუჭებული პენალტი ? – ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, ვინც თერთმეტმეტრიანს ასრულებს, ზოგჯერ აფუჭებს კიდეც.საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ, ვიცი რასაც ვაკეთებ და თუ სქემას ვცვლი, ესეიგი გუნდისთვის ასეა საჭირო.ჩემს განკარგულებაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და მათ პროგრესი სჭირდებათ.მომეწონა დიბალას თამაში, პაულომ ზუსტად ასე, ხაზებს შორის უნდა ითამაშოს, იგი სულ ეხლახან მოვიდა გუნდში და პირდაპირ დიდი პასუხისმგებლობის დაკისრება სწორი არ იქნება.არგენტინელი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, იგი კიდევ მოუმატებს, დღეს ყოველ 15 წამში ბურთს იღებდა, პალერმოში ორი წუთის განმავლობაში უწევდა იგივეს გაკეთება, ფიზიკურადაც განვითარდება.რაც შეეხება პასს, შესანიშნავი აქვს, იგივე შემიძლია ვთქვა შორეულ დარტყმაზე, დღეს ეს დამტკიცდა.დაცვა ? – კმაყოფილი ვარ, დამაჯერებლად ვითამაშეთ და გოლი არ გავუშვით.”
პაოლო დიბალამ სრული მატჩი ჩაატარა იუვენტუს სტადიუმზე და გატანილი გოლითა და შესანიშნავი თამაშით გამოიჩინა თავი. “ძალიან კმაყოფილი ვარ. კარგი მატჩი ჩავატარეთ, ბურთს ვფლობდით და შედეგიც დამსახურებულია. ჩემს მხარესაა მწვრთნელის ნდობა და ამხანაგების მხარდაჭერა. როცა ვთამაშობ, ყველაფერს ვდებ. მე დავუთმე პენალტის დარტყმა პოგბას, რადგან დარწმუნებული ვიყავი, ის გაიტანდა. პენალტის საკითხი მეორეხარისხოვანია, მთავარია, რომ გავიმარჯვეთ,”- განაცხადა არგენტინელმა.
წყარო : Football Italia
დიბალასი მჯეროდა რომ ფული ტყვილად არ გადაურილა!!!
პოგბამ მომიშლა რ. ნერვები რატო მივიდა ასე ნაგლად პენლტის დასარტუმელად?!!!!!!
ოქროს ბიჭუნა არა ბრილიანტის კიდევ!!!
დიბალას 5 გოლი ექნებოდა უკვე რა!!!
ჩემი აზრით, ბიდალას მეტ სივრცეებს მანჯუკიჩი აძლევს ვიდრე მორატა.ასე რომ არ არის გამორიცხული მორატამ დაისვენოს…….
საღოლ იუვე 
ki martlac sastavis kacad gvevlineba dybala
burti ra traeqtoriit gaushva mekare gadairia
es batshuai minimum arsenalshia albat gaisad
გოლო+პასი+პენალტი
და საერთოდ საუკეთესო იყო მოედანზე. მთავარია ალეგრიმ ათამაშოს მუდმივად და სტაბილურად კარგი თამაში აჩვენოს. დიბალა-მორატა არის სასტარტო.