ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალა:”ვითამაშებ თუ არა ამას ალეგრი წყვეტს”

პაულო დიბალას განცხადებით ის ნამდვილად გრძნობს ცვლილებას მას შემდეგ რაც სიცილიიდან ტურინში გადაბარგდა კარიერის გასაგრძელებლად. არგენტინელი ფორვარდი 40 მილიონ ევროდ ჩაირიცხა იუვეში, მაგრამ რიგ მნიშვნელოვან დაპირისპირებებში შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, რის გამოც ალეგრი კრიტიკის ქარ ცეცხლში გაატარეს:“სიმართლე გითხრათ პრესაში გაჟღერებულ ფრაზებს ყურადღებას არ ვაქცევ. საქმეს მშვიდად ვაკეთებ და მსურს შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო. ბუნებრივია ატმოსფეროს შეცვლამ მთელი რიგი ცვლილებები გამოიწვია, რაც პირველივე წამებიდან ვიგრძენი.. ამაზე ალეგრიმაც ისაუბრა და როდესაც შენზე დიდი პასუხისმგებლობა ჩნდება, შეცდომების დაშვება უფრო მარტივდება. ამიტომ არის საჭირო სიმშვიდის შენარჩუნება და საკუთარი საქმის ცივი გონებით კეთება. ასეთ დროს პარტნიორები დიდ დახმარებას მიწევენ. ნამდვილად არ ვმალავ თამაშის სურვილს, რომლისთვისაც ყოველთვის ვარ მზად, მაგრამ ძირითად შემადგენლობას მწვრთნელი ირჩევს”.

წყარო: Football Italia

3 thoughts on “დიბალა:”ვითამაშებ თუ არა ამას ალეგრი წყვეტს”

  1. პრინციპში დიბალამმ დაამტკიცა რომმ დზირიტადში ტამაშს იმსახურებს. პოგბამ ხო ვაბსე დაგლიჯა. ხანდახან ბურტიტ ერტობა ხოლმე მაგრამ ეგ არაფერი ასაკის ბრალია. ჯერ სადაა კიდე მოუმატებს. და ნამდვილ პროფესიონალად ცჰამოკალიბდება. მტავარიაა არ გაკიდონ, მე დარცმუნებული ვარ რომ ტავად არ ცავა. მაგარი იგროკი გვკავს ზიზუს მაგონებს ხოლმე. მეამაკება რომ იუვეშია.ასამოაც მაგარია რაც იტამაშა ხედირა დაცჰრდილა და ალეგრიმაც სცორად სეცვალა. არმესმის მანდზუკიცჰი რომ კავს დზირტ.. ტიპს ბურტი საჯარიმომდე ვერ მიაკ. ტორე საპენალოდან კი გააკ. პროსტა მაგაზეც ალეგრის ჯურნალისტებმაა უნდა აუჯანკდნენ/ როგორც დიბალას ტამაში მოტხოვენ გულშემატკივრებბმა და ჯურნალისტებბმა. ტორე იკნებ კვლავ მეორე ტაიმში შემოერვანა.. მაროტა დიბალა. და სტურარო, სანდრო, რუგანი, მეტი დრო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.