ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პერეირამ შესაძლოა 20 დღე გამოტოვოს

ტურინელთათვის სამწუხაროდ ბერგამოელებთან შეხვედრაში ერთი ნეგატიური ეპიზოდიც დაფიქსირდა.. მატჩის პირველივე ტაიმში მოედანი ტრავმის გამო რობერტო პერეირამ დატოვა. წინასწარი პროგნოზით არგენტინელ შუახაზელს ბარძაყის ტრავმა აქვს და დაახლოებით 20 დღე მოუწევს მწვანე მინდვრის გარეშე ყოფნა. შედეგად სამხრეთ ამერიკელმა შესაძლოა სამ უახლოეს მატჩში ვერ მიიღოს მონაწილეობა, რომლებსაც იუვე გამართავს სასუოლოს, ტორინოს და ემპოლის წინააღმდეგ.. არ არის გამორიცხული 21 ნოემბერს მილანელთა წინააღმდეგაც ტრიბუნებზე მოუწიოს ყოფნა:“მოხარული ვარ გუნდის მიერ მიღწეული წარმატებით, თუმცა ვწუხვარ ტრავმის გამო. მიუხედავად ყველაფრისა უკვე ხვალიდან აქტიურად დავიწყებ დაბრუნებაზე ზრუნვას”.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x