ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი:”იუვე, მე შენ მიყვარხარ”

პაველ ნედვედი იმ მცირე რაოდენობის ვარსვკვლავთა რიცხვში შედიოდა, რომლებმაც ლომის წილი დაიდეს იუვეს დაბრუნებაში.. კალჩიოპოლის სკანდალს არამარტო იმიჯი და ფინანსები, არამად ერთბაშად რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლაც მოჰყვა.. თუმცა, იყვნენ ისეთებიც რომლებიც დარჩნენ.. ეს მათთვის ღირსების საქმე იყო და ისინი ვალდებულად თვლიდნენ თავს დახმარებოდნენ მძიმე მდგომარეობაში მყოფ გუნდს.. გუნდს რომელმაც თავის დროზე არაფერი დაიშურა მათთვის:

“მტკივნეული იყო იმის ხილვა თუ რა ხდებოდა ჩვენს თავს.. ყოველ წამს ვიგებდით ამა თუ იმ მოთამაშის წასვლაზე, მაგრამ ჩვენთვის ეს წარმოუდგენელი ნაბიჯი იყო. წასვლა რა თქმა უნდა ნებისმიერ ევროპულ კლუბში თავისუფლად შეგვეძლო, მაგრამ იქნებოდა კი ჩვენი ქმედება სწორი და მისაბაძი? თავს ვალდებულად ვთვლიდი დახვმარებოდი კლუბს, რომელმაც ყველაფერი მომცა.. გადაწყვეტილება გულის კარნახით მივიღე და სხვასაც იმავეს ვურჩევ.. არ შეიძლება მუდმივად კალკულატორს მისჩერებოდე და თანხებს ითვლიდე.. დგება დრო, როდესაც ეს არ განიჭებს სიამოვნებას. არ არის გამორიცხული ეპიზოდში შეცდე, მაგრამ გულით მიღებული გადაწყვეტილების ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარ თავთან ყოველთვის მართალი იქნები.. შესაძლოა ცხოვრებაში გადადგმულმა მსგავსმა ნაბიჯებმა, ამიტომაც მომიყვანა ეხლა იმ თანამდებობაზე, რომელიც რამდენიმე დღის უკან დავიკავე..

ჩემს სანაცვლოდ გადახდილი მილიონები? მოჯი იშვიათად ხარჯავდა მსგავს თანხებს, მაგრამ ალბათ ჩემში მან შრომისმოყვარულობა დაინახა. არასოდეს მომბეზრებია საკუთარ თავზე მუშაობა.. საერთოდაც მიმაჩნია, რომ ნიჭის 10 %-ი მქონდა, ხოლო დანარჩენს მუხლჩაუხრელი შრომით მივაღწიე და სხვასაც იმავეს ვუჩევ.. ოცნებისთვის ბრძოლა და შრომაა საჭირო, რადგან სხვანაირად ნიჭს გასაქანს ვერ მისცემ.

ვარ თუ არა ემოციური? ნუთუ იტალიაში სხვაგვარად წარმოგიდგენიათ ყოფნა? ყოველთვის.. ვიყავი და ვიქნები.. მითუმეტეს ეხლა როდესაც ვეღარ ვახერხებ მინდორზე პარტნიორების გვერდით ყოფნას. კოშმარი იყო 2003 წელს ტრიბუნაზე ყოფნა.. უყურებ საკუთარ გუნდს, რომელიც გიყვარს და ვერაფრით ეხმარები.. წარმოგიდგენიათ ჩემი თავი ბერლინში? ანალოგიურად ვიჯექი, ვუყურებდი და ვერაფრით ვახერხებდი მათ დახმარებას. ასეთ კოშმარს არავის ვუსურვებ და განსაკუთრებით პროფესიონალ სპორტსმენს.

ვაპირებ თუ არა მომავალში მწვრთნელობას? ეს იმდენად რთული საქმეა, რომ აჩქარებად არ ღირს. დღევანდელი სამწვრთნელო სამყარო იმ დონეზე განვითარდა, რომ უმჯობესია ჯერ ძირეულად შეისწავლო ყოველივე და უკვე ამის შემდეგ ჩაერთო ბრძოლაში.. მითუმეტეს იტალიაში ტაქტიკური მცნება რაღაც გასაოცარ დონეზეა აყვანილი.

სხვათაშორის ტურინში ხელმძღვანელობამ კარიერის დასრულებისთანავე შემომთავაზა თანამდებობა.. პასუხი არ ვიჩქარე და მხოლოდ მაშინ დავთანხმდი, როდესაც შევიტყვე ანდრეა ანიელის დაბრუნების შესახებ.. მისი იუვეში მოსვლა პრეზიდენტის თანამდებობაზე იყო ზარი პოზიტიური ძვრისკენ.. იუვეს წარმატება, ხომ დიდწილად ანიელის გვართან ასოცირდება და ვფიქრობ, შეცდომა არ დამიშვია როდესაც ანდრეასთან ერთად დავიწყე ახალი იუვეს შენება. ოთხი სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგის ფინალი.. რას იტყვით? არცთუ ისე ცუდი შედეგია”.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lexo doreuli
8 years ago

:forza:

vakhtangi
8 years ago

pavel kaci xar magram aba gunds ushvelee xla kai?tore mag shens skudetoebs romlis fasic 1 tetria da amdenxanshi ertxel finali araferiaa …juve aris grandi romelic unda azanzarebdes mtel msoflios…

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Bოლო პერიოდის იუვეში ჩემი ერთპიროვნული ფავორიტი ხარ პავლიკ :forza:

gocha gabunia
8 years ago

კაციხარ

la bella signora
8 years ago

პავეელ <3 მე შენ მმიყვარხარ რადგან შენ ჩემი იუვე გიყვარს !!! :forza: :forza:

vakhtang karchava
8 years ago

5 სკუდეტო? )) მიდი მიაწექით)) მაგარი კაცია პავლე,ხასიათით და დიდი სიყვარულით იუვეს ნამდვილი სახეა :juvee:

8 years ago

პაშა მაგარი კაცია!!!

იტალიელი რომ იყოს, 1 გულშემატკივრით მეტი ეყოლებოდა :))))))

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x