ფეხბურთელების შეფასებები
გთავაზობთ ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელების შეფასებებს, რომელიც გავლენიანმა მილანურმა გამომცემლობა La Gazzetta dello Sport-მა გამოაქვეყნა ატალანტასთან გამართული მატჩის შემდეგ:
ბუფონი – შეფასების გარეშე – არცერთი დარტყმა მისი კარის მიმართულებით.
პადოინი – 6 – ლიხტშტაინერის, კასერესის და ბარძალის არ ყოფნაში მას მოუწია “ლატერალეს” ფუნქციის შესრულება. რამდენიმეჯერ ხელიდან დაუსხლტა მორალესი..
ბონუჩი – 6.5 – პერიოდილად ცდებოდა, მაგრამ უმალვე ასწორებდა ხარვეზს.
კიელინი – 6.5 – არანაირი უხეშობა და უფრო მეტი.. ცდილობდა შეტევაშიც დახმარებოდა თანაგუნდელებს. ატალანტას ერთ ხეირიან შეტევას სწორედ იგი აღუდგა წინ.
ევრა – 6.5 – აქტიურად იღებს მონაწილეობას ოთხ საგოლე იერიშში.
ხედირა – 6.5 – არანაირ დისკომფორტს არ განიცდის.. უფრო მეტიც პრაქტიკულად და მარტივად იღებს გადაწყვეტილებებს. მას ეხლა უბრალოდ მეტი სათამაშო დრო ესაჭიროება.
სტურარო – შეფასების გარეშე
მარკიზიო – 6.5 – თავგანწირულ წინააღმდეგობას არ შესკდომია და შესაბამისად 134 ზუსტი გადაცემაც განახორციელა.
პოგბა – 6.5 – ქულები დააკლდა მხოლოდ იმიტომ რომ პენალტი ვერ გამოიყენა. მაგრამ სხვა შემთხვევაში აქტიურია შეტევაში.. არიგებს საგოლე გადაცემებს და არ იჩერებს ბურთს დიდხანს. მთლიანად გუნდზე თამაშობს.
პერეირა – 6 – ტრეკუარტისტა თუ ვინგერი.. საერთოდ ცუდი იდეა არ იყო, მაგრამ თავისივე დაწყებულ კონტრ იერიშის დროს იღებს მძიმე ტრავმას.. შედეგად 40 დღე ფეხბურთის გარეშე.
ასამოა – 6.5 – ძირძველ მარცხენა შუახაზელის პოზიციას უბრუნდება და მხოლოდ სამ გადაცემაში უშვებს შეცდომას.
მანჯუკიჩი – 6 – პირველი გოლი სერია ა-ში.. მანამდე კი საშინელი პირველი ნახევარი, რომელიც უამრავ დაკარგულ ბურთში ისახება.
მორატა – 6 – ხორვატის ნაცვლად მატჩის მიწურულს ჩაერთო შეხვედრაში.. სპრინტერული აჩქარება და დარტყმა მეტოქის კარის მიმართულებით.. სამწუხაროდ პორტიელომ არ მისცა ანგარიშის გაზრდის საშუალება.
დიბალა – 7.5 (მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი) – სტატისტიკა ამართლებს საუკეთესოს წოდებას. 20 ჯერ ბურთის დაკარგვა კი განპირობებულია რისკის სულისკვეთებით.
ალეგრი – 6.5 – მიმართავს როტაციას, რომელიც გამოწვეულია უფრო მეტად ლოგიკური ზეწოლისგან.. კუადრადო სკამზე, ხოლო დიბალა სასტარტოში. გადაწყვეტილებამ ბოლომდე გაუმართლა!