ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კარნევალი:”იუვე დაინტერესებულია ბერარდით, თუმცა..”

დომენიკო ბერარდი ის პერსონაა, რომლითაც დაინტერესებული არის სრულიად იტალიური ფეხბურთი.. მასსზე ძალზედ დიდი იმედებს ამყარებენ და ბუნებრივია ასეთ ფეხბურთელს არც იუვენტუსი დატოვებდა უყურადღებოდ, რომელსაც ტრანსფერის უპირატესობაც კი გააჩნია. დადიოდა ხმები, რომ ჯუზეპე მაროტა იანვარშივე ეცდებოდა მის დამატებას, რაც კატეგორიულად უარყო სასუოლოს დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ:

“მაროტასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.. მასთან ერთად ხშირად ვსადილობ, რომელსაც პერიოდულად ხან თავად ვიხდი, ხანაც ბეპე.. ჩვენ იმდენად კარგი მეგობრები ვართ, რომ ყოველი შეხვედრა ფეხბურთზე ლაპარაკით არ შემოიფარგლება. თუმცა, ბერარიდსთან დაკავშირებით მსურს დაგარწმუნოთ, რომ იანვარში იგი არსად არ წავა.. იმავე პერიოდში ძაძას გაშვებაზეც უარი ვთქვით, რადგან ეს არ არის ჩვენი სტილი.

დიახ, იუვე დაინტერესებულია და გარკვეულ უპირატესობასაც ფლობს, მაგრამ ბერარდის ხილვა საკუთარ რიგებში სხვებსაც სურთ.. ბრაიდა? ის ხშირად გვსტუმრობს და სიმათლე გითხრათ ძალზედ საამაყოა, როდესაც ბარსას წარმომადგენელი შენს მოთამაშეებს აკვირდება. ტრიო მორატასთან და დიბალასთან ერთად? ეს ალბათ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული და ფანტასტიკური სამეული იქნებოდა. ვრსალკო? ზაფხულში გვქონდა გარკვეული წინადადებები, მაგრამ ხორვატი კლუბის გეგმებში შედის და შესაბამისად მის გაშვებას არ ვაპირებთ”

 

წყარო: football-italia

3 thoughts on “კარნევალი:”იუვე დაინტერესებულია ბერარდით, თუმცა..”

  1. კიდე მაროტას ახდევინევ ვახშმის ფულს მაგის დ.ე.დ.ა ვატირე? ძაძაში ამხელა ფული გაჩუქათ? :lool:

    ისე, ზოგადად სასუოლოს დიდი პატივისცემა ჩემგან, ყველაზე უფრო იტალიური საქმის მკეტებელი გუნდია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.