ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

ტრადიციულ წინასმაატჩო პრესსკონფერენციაზე მაქს ალეგრიმ ფეხბურთელებს მუხლჩაუხრელი მუშაობისკენ მოუწოდა, თუმცა მთავარია:“ყველაფერი გავიღოთ გამარჯვებისთვის. ნუ დაგვავიწყდება, რომ სასუოლოს შემდეგ დერბი გველის.. ემპოლისთან დაპირისპირებამდე ეს არის ოთხიდან ერთი შეხვედრა.. ამ მოკლე ხანში უნდა გადაწყდეს ლიგის კვალიფიკაციის საკითხი და პლიუს ვეცადოთ კონკურენტებთან ქულათა სხვაობის შემცირებას”..

“არაფრის დიდებით არ შეიძლება შიდა ასპარეზზე მოტივაციის შემცირება.. მძიმე გამოცდა გველის, მაგრამ თუ გამარჯვებების სერია არ გადავაბით ასე ქულებს ვერ შევამცირებთ.

ფაქტია, რომ გუნდი პროგრესირებს მატჩის ხელმძღვანელობის კუთხით. ვიპოვნეთ სწორი რიტმი რისი დამსახურებითაც უკანასკნელ შეხვედრებში კარს მშრალად ვინახავთ.. ვუმატებთ როცა ამას საჭიროება მოითხოვს და თამაშის ტემს ვაგდებთ, როცა მოგვესურვება.

სხვათაშორის ევროპაში ერთადერთი ჩემპიონატი, სადაც ინტრიგა მთლიანად არის გამქრალი არის გერმანული პირველობა.. აპენინებზე კი მსგავსი გათამაშება უდაოდ სასიკეთოდ წაადგება იტალიურ ფეხბურთს განვითარების კუთხით.

მარკიზიო და ხედირა? გუნდის შედეგი გაუმჯობესდა არამარტო შუახაზის ტრიოს დამსახურებით.. არამედ საერთო ფიზიკური კონდიციების ამაღლებით. საბედნიეროდ სანაკრებო პაუზა დადებითი კუთხით წაგვადგა.. მარკიზიო ფორმა დაიბრუნა და პროგრესულად დარბის, ხოლო ხედირა.. ისედაც ვიცოდით რაოდენ დიდი კალიბრის არის, მაგრამ ორივე მათგანისგან კიდევ უფრო მეტს უნდა ველოდოთ.

საბედნიეროდ ჩემს განკარგულებაში მთელი შემადგენლობაა. რაც შეხება პერეირას მესმოდა იმ რისკების რაც მის სასტარტო შემადგენლობასი გამწესებას ერთვოდა.. ბოლო ხანებში მას საკმაო მანძილის დაფარვა მოუხდა. ასამოა დიდი ხნის მანძილზე არ ჰქონდა ნათამაშები და პირველსავე წამებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ერთ ეპიზოდში შეჯახებისას კუნთი დაიზიანა. პოზიტიურია კასერესის დაბრუნება, რომელმაც პირველი ვარჯიში გამართა.

სიმართლე გითხრათ ბოლომდე კმაყოფილი ვარ შემადგენლობით რაც გამაჩნია.. უბრალოდ ჩემპიონატი უცნაურად დაიწყო რაც ტრავმების ეპიდემიით იყო გამოწვეული. თუმცა, ეხლა სწორ გზაზე ვიმყოფებით.

სასუოლო? მშვენივრად ვიცით თუ რა სტილში ასპარეზობენ. მათ 15 ქულა აქვთ და საქმე გვექნება უსაზღვროდ ტექნიკურ და ორგანიზებულ კოლექტივთან. მოგვიწევს ინტენსიურ და სწორი ფეხბურთის დემონსტრირება.

შემადგენლობა? გამომდინარე იქიდან, რომ კვირას ბუფონი ისვენებდა ( იცინის ) ალბათ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.. შესაძლოა ბარძალიც პირველივე წუთებიდან ვიხილოთ..

მწვრთნელს ფულს შედეგებიდან გამომდინარე უხდიან. ითამაშებს ესა თუ ის ფეხბურთელი მნიშვნელოვანი არ არის. პასუხს უშუალოდ შედეგიდან გამომდინარე ვაგებ. დიბალა? მას ისევე გამოვიყენებ, როგორც დანარჩენ მოთამაშეებს. ანალოგიურ მდგომარეობაშია კუადრადოც.. რომელსაც თუ ყოველ მატჩში 90 წუთი ვარბენინებთ სეზონის ბოლოს სასწრაფო დახმარების მანქანით გვეყოლება წასაყვანი”.

წყარო: Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
la bella signora
8 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

irakli morchadze
8 years ago

ძაძა დღეს გოლს კი არა მოკლავს ვიღაცას სტადიონზე :D

ან რაღაცას მოკლავს ჰაერში :D

lasha dolidze
8 years ago

გაუმარჯოს იუვენტინოებო!!! ძაძას გოლს კაი კუში ექნება,რაგაც მგონია რო შეაგდებს დღეს :modee:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x