ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Calcio-მიმოხილვა..

დიდი ხანია მდევრის როლში აღარ ვყოფილვართ, თუმცა ვითარება იცვლება და დროა ჩვენც შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ. მაქს ალეგრის წინასამატჩო პრესკონფერენციის შემდეგ ნათელი ხდება, რომ იუვე გრძელ და რთულ მარათონში ებმევა.. ტურინელები ბოლო წამამდე იბრძოლებენ მეხუთე სკუდეტოსთვის და ადვილად არაფერს დათმობენ. ამიტომაც ყოველი ტურის წინ და მის შემდეგ ჩვენ ერთად მიმოვიხილავთ “კონკურენტების” შედეგებს.. ეს ის პერიოდია, როცა ერთბაშად რამდენიმე გუნდის შედეგს უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება. ერთია როცა საკუთარს მოიგებ, მაგრამ როდესაც ჩამორჩენა 5-6-7 და მეტი ქულაა უკვე მასაც უნდა დაუკვირდე ვინც პირველ პოზიციებზეა.. დავიწყოთ გუშინდელი შეხვედრიდან..

ინტერი.. ნერიაძურისტებს ერთი შეხედვით არცთუ რთული მატჩი ელოდათ ბოლონიაში, სადაც ადგილობრივი გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია, მაგრამ ვაი რომ თუ დროზე არ მიხედეს თავს სერია ბ-ში მოუწევთ გამოღვიძება..

უკანასკნელ შეხვედრებში მილანისტები მაინც და მაინც ვერ ბრწყინავდნენ.. საერთოდაც მოდით რეალობას შევხედოთ. მათი ასპარეზობა უამრავ კითხვის ნიშნებს ბადებს.. დაცვაში გუნდი თითქოს საიმედოა, მაგრამ ისიც ხშირ შემთხვევაში რიცხობრივი უპირატესობის და მელოს აგრესიული ქმედებების ფონზე.. შეტევაში გუნდი ძალზედ უფანტაზიოა და თუ იოვეტიჩიც აკლიათ მაშინ საერთოდ რას აკეთებენ და როგორ ვერავინ გაიგებს.. ერთადერთი ამოუცნობი გუარინი ხდება, ხოლმე მაგრამ მასაც პერიოდული გამონათებები აქვს.

დიახ, იკარდის გოლით დაწინაუდნენ, მაგრამ მელო რისი მელოა თავი არ გამოეჩინა და წითელი ბარათი არ მიეღო.. რიცხობრივ უმცირესობაი დარჩენილი მილანისტები შეტევაში იმდენად აღარ გადასულან, მაგრამ არც მეტოქე აღმოჩნდა რაიმეს მოქმედი.. თუმცა, 94 წუთზე დესტროს რომ უკეთ გამოეყენებინა შანსი დღეს უკვე მილანელთა კრიზისზე შეგვეძლებოდა საუბარი.. მაგრამ იღბალი ჰანდანოვიჩის მხარეს აღმოჩნდა, რომელმაც 100%-იანი მომენტი აუღო იტალიელ ფორვარდს და შედეგად საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა..

შედეგად ინტერსა და იუვეს შორის ამ ეტაპზე სხვაობა შეადგენს 9 ქულას, მაგრამ “ჩვენებს” საღამოს ელით სასუოლოსთან შეხვედრა..

დანარჩენები რაღას აკეთებენ? ლაციო, რომელიც თითქოს ნადგურდება პერიოდულად.. თითქოს ლიგაზეც დიდი სირცხვილი ჭამა.. არც მეტი არც ნაკლები აგროვებს 18 ქულას და მეოთხე პოზიციას.. თუმცა ისიც ბურთების ცუდი სტატისტიკით.. რადგან მესამე ადგილზე მყოფ ნაპოლის ზუსტად იმდენივე ქულა აქვს დაგროვებული, ხოლო რომას 20 ქულა.. ბერგამოში თამაში ადვილი არავისთვის იქნება, მიუხედავად ტურინელებთან სუსტად ჩატარებული მატჩისა.. სწორედ ამიტომაც ეცდებიან ისინი საკუთარი გულშემატივრების წინაშე რეაბილიტირებას. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი.. დღეისათვის ატალანტას თავკაცი გახლავთ ედი რეია, რომელიც მანამდე ლაციოში მუშაობდა..

ნაპოლიზე რა აზრის ხართ? ეს გუნდი ჯერჯერობით ყველაზე სტაბილურ შთაბეჭდილებას ტოვებს თამაშის ხარისხით.. ინსინიე იმყოფება ფანტასტიურ ფორმაში და ნეაპოლიტანელები ლოცულობენ ახალგაზრდა ფორვარდზე, რომ მან რაიმე სახის ტრავმა არ მიიღოს. თუმცა, მათი შემოქმედების თავი და თავი ემპოლის ექს თავკაცი ეუჟენიო სარია.. სხვათშორის “ნაგლ” ნაპოლის ასეთი მოკრძალებული და თავდაბალი მწვრთნელი დიდი ხანია უკვე აღარ ჰყოლია, რაც დამატებით კომპლიმენტებს საზოგადოებისგან. საქმესაც შეეტყო და ნაპოლიმ ლაპარაკის ნაცვლად ქულების მოგროვებას შეუდგა. და ვინ არის მათი მომდევნო მეტოქე? ვინ და ძამპარინის პალერმო.. დიახ, ფრანკო ვასკესი და კომპანია ნეაპოლში ეცდება ქულების დაბევებას, თუმცა.. სხვათაშორის სიცილიელებს ამ სეზონში სტუმრად უფრო მეტი ქულა აქვთ მოპოვებული და ამ კუთხით რომ შევხედოთ სატურნირო ცხრილს 7 პოზიციასაც მყარად იკავებენ.. თავის მხრივ ნეაპოლიტანელებს რაიმე ფსიქოლოგიური პრობლემა თუ არ შეექმნათ წესით და რიგით მორიგ სამ ქულას უნდა მოუყარონ თავი..

აი პაულო სოუზას ფიორენტინას კი აშკარად კრიზისი დაეწყო.. გუნდი, რომელიც საუკეთესო დაცვით იწონებდა თავს, ბოლო ხანებში როგორც უკანა ხაზში ასევე თავდასხმაშიც კრიზის განიცდის.. ამჯერად მათ სტუმრად ვერონას წინააღმდეგ უწევთ მატჩი.. გუნდთან რომელიც ტრავმების ეპიდემიას ებრძვის წინა ხაზში და საკუთარი ლიდერის ტონის გარეშე დარჩენილს უჭირს ქულების დაგროვება.. ქულები ორივე მათგანს ჰაერივით ესაჭიროება.. საკითხავი ის არის, თუ რომელი სურვილი გადაწონის? გადარჩენისთვის ბრძოლა თუ ლიდერების სიახლოვეს ყოფნა?

რომა.. ყველაზე არაპროგნოზირებადი.. ერთ დღეს შეიძლება იუვენტუსი დააჩოქოს და მერე ბატესგან ერთბაშად 3-4 ბურთი მიიღოს. მათი მეტოქე ამჯერად დინატალე და კომპანია იქნება.. გარსიას ამ მატჩში სალაჰის იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომელმაც გასულ დაპირისპირებაში სრულიად უაზროდ მიიღო წითელი ბარათი.. ბუნებრივია ასეთი სწრაფი და სხვადასხვა ტექნიკური არსენალის მქონე ფეხბურთელის არყოფნა პრობლემებს შეუქმნის გარსიას კრეატივის კუთხით, მაგრამ არ არის გამორიცხული სასტრატოში ფრანჩესკო ტოტი ვიხილოთ..

ერთი შეხედვით კონკურენტებს არცთუ იოლი მატჩები ელით.. ალბათ ყველაზე იოლ სიტუაციაში ნაპოლია, რომელიც ამ ეტაპზე მესამე პოზიციაზეა გამყარებული, მაგრამ მოგების შემთხვევაში ინტერს დაეწევა და 21 ქულას დააგროვებს..

დადგა ის დრო, როდესაც ერთბაშად რამდენიმე მატჩის შედეგს უნდა ვადევნოთ თვალყური, მაგრამ ტურინელებმა პირველ რიგში ჯობია საკუთარ მოგებათა სერიაზე იფიქრონ..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
soni 10
8 years ago

Dzaan magaria to es tema da tu shesadzlebelia da rtuli araa admin iqneb sxva turebshic dado ra kai iqneba

vakhtang karchava
8 years ago

კარგი ინიციატივაა… თითქოს ადვილი თამაშები ელის ლიდერებს,მაგრამ უსენსაციოდ არ ჩაივლის ეს ტური. ყველაზე სტაბილური ნაპოლია,თუმცა მათაც მოუწევთ ქულების დაკარგვა. მთავარია იუვემ მოგებების სერია დაიწყოს და ზამთრისთვის მაქსიმალურად მივუახლოვდეთ ლიდერს. მეორე წრიდან კი დაიწყება საჩემპიონო მარათონი იუვესა და ნაპოლის შორის,ფიორენტინა და რომა არასტაბილურობის ფონზე ალბათ ვერ შეძლებენ ბოლომდე ბრძოლას,ინტერი კი საჩემპიონო გუნდი არ არის წელს,უნდა მოგვეგო ის თამაში,წუხელაც ძალით აჩუქეს მოგება…დღეს რთული თამაში გვაქვს, სასუოლო კარგად შეკრული გუნდია ჭკვიანი მწვრთნელის ხელში,მაგრამ უნდა მოვუგოთ კლასისა და მოტივაციის ხარჯზე. :forza:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x