ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”მარცხი ერთმა საჯარიმო დარტყმამ გამოიწვია”

SportMediaSet-ის ინფორმაციით, გუშინ მატჩის დასრულებისთანავე შედგა შეხვედრა იუვეს პირველ პირებსა და მასიმილიანო ალეგრის შორის. ბიანკონერიმ მორიგი მარცხი განიცადა, რომელიც 10 ტურში რიგით მეოთხე გამოდგა.. თან იმ ფონზე, როდესაც სატურნირო ცხრილში ზედა საფეხურზე მყოფებიდან უკლებლივ ყველამ იხეირა გარდა ლაციოსი.. საჭიროა დეტალური ანალიზის გაკეთება და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა სიტუაციის გამოსასწორებლად:

“სამწუხაროდ ნეგატიური პერიოდი გვიდგას.. კონკრეტულად სასუოლოსთან მატჩში კი ვერაფრით მოვახერხეთ იმ საფეხბურთო აგრესიის გამოვლინება, რომლის დახმარებითაც ბიანკონერი გასულ წლებში ტიტულს ტიტულზე იგებდა.. მიზეზი? მოედანზე საკმაო რაოდენობის ახალგაზრდა ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, რომლებიც პირველ ნახევარში ხშირად უხეშობდნენ. თუმცა, არ მსურს ამ ფაქტით თავის გამართლება. ის თუ როგორ ვმოქმედებდით პირველი 45 წუთის მანძილზე მხოლოდ გაბრაზებას იწვევს.

მარკიზიო? ახალგაზრდებით ასპარეზობა გამოცდილებას გართმევს, ეს კი შეცდომების დაშვების ტოლფასი ხდება. კლაუდიოს და სამის ზედმეტი წარდგენა არ ესაჭიროებათ, მაგრამ მათი არ ყოფნა გასასამართლებელი საბუთი არ არის. ლემინას მოედანზე ყოფნა დაცვის დახმარების თვალსაზრისით იყო ეფექტური და მითუმეტეს ასეთ მაღალ სათამაშო ტემპში.

კლაუდიო ზუსტად მატჩის დღეს “გაცივდა”, ხოლო სამის დასვენების საშუალება მივეცით. ასეთი სახის პირველი ტაიმი ბიჭებს განვითარებისთვის ესაჭიროებათ.. შეხვედრა ერთი კონკრეტული საჯარიმო დარტყმის გამო დავთმეთ. ხოლო საკუთარ ეპიზოდებში მეტი სიდინჯე და ცივი გონებით გვმართებდა მოქმედება.

საკამათო ეპიზოდები? არ მსურს ჯერვასონის გადაწყვეტილებებზე საუბარი.. თუმცა, არ დანიშნული პენალტი, დიბალაზე უხეშად თამაში აშკარად მეტ დაკვირვებას საჭიროებდა. მსგავს სიტუაციებში ღიმილი რთულია, რადგან სრულებით სხვა საღამოს ველოდით. ორი დღე გვაქვს რათა სათანადო დონეზე მოვემზადოთ ტურინული დერბისთვის”.

ძალზედ გაცხარებული ჩანდა სასუოლოსთან მარცხის შემდეგ ტურინელთა კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი – რომელსაც მსაჯის მოქმედებებზე მეტად თანაგუნდელების მოქმედებებმა გააღიზიანა:

“დაუშვებელია მსგავსი თამაში, როგორც ამას პირველ ნახევარში ვაკეთებდით.. მას შემდეგ რაც ტრავმირებული მოთამაშეები დაგვიბრუნდნენ და თითქოს სიტუაციაც უკეთესობისკენ მიდიოდა, ავიღეთ და ყველაფერი წყალში გადავყარეთ.. ასეთი მნიშვნელობის დაპირისპირებაში მსგავსი უუნარობა და გულგრილობა დაუშვებელია.. შესაძლოა რაიმე პროვინციული გუნდის წევრი, რომ ვყოფილიყავი კმაყოფილი ვიტყოდი თუ რაოდენ კარგია როდესაც 10 კაცით მეტოქეს მის კართან მიაჯაჭვებ.. მაგრამ ვიღაცისთვის საუბედუროდ საქმე იუვენტუსს ეხება”..

“მსაჯი? არანაირი პრეტენზია არ მაქვს და მატჩის დასრულების შემდეგ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადე.. მეტად სასირცხვილო იმის ყურება იყო, როგორ აპროტესტებდნენ თითოეულ გადაწყვეტილებას იუვეს მაისურში გამოწყობილი მოთამაშეები იმის ნაცვლად, რომ ჯეროვნად მოეკიდათ საქმისთვის ხელი. გული მტკივა, როდესაც ასეთ დღეში მყოფს ვუყურებ თანაგუნდელებს, რომლებიც გულგრილად მოქმედებენ. იმედი მაქვს უმოკლეს პერიოდში გაათვითცნობიერებენ რას ნიშნავს იუვენტუსის მაისური, რა ძალა და პასუხისმგებლობა აკისრია მას. გუნდი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა მსაჯთან უშედეგო კამათზე”..

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
la bella signora
8 years ago

დაუშვად წავიდა ალეგრი , მერე მერე უფრო არ აირევა გუნდი ? ვინ მოვა ისეთი ვინც უცებ ააწყობს გუნდს და ზედიზედ ორ მატჩს მოაგებიებს ? იყო ის პერიოდი იუვეში დელ პიერო თამაშობდა და საშინელ სიტუაციაში ვიყავით , თქვენი არ ვიცი მე მაგრამ ყველაფერი წინააა , არაუშავს , მერე რამოხდა გავახაროთ სხვებიც … სეზონი სანამ არ დასურლდება მანადმე მექნება იმედი, რომ სკუდეტოს მოვიგებთ .. :forza: იუვეს პესიმისტი გულშემატკივრები არ ჭირდება.. !!!

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Eვრამ რაც ითამაშა იმის ნახევარი ითამაშოს ჯერ ძაპაკოსტამ ეგეთი ლოგიკით ბუსკეცი მოვიყვანოთ ეგეც მოპარული ჟეშტივით ათრევს მარკიზიოს :lool:

8 years ago

რა ხელმძღვანელობა და რა ტრანსფერები? 10იანზე არ გვქონდა წელს სატრანსფერო პოლიტიკა, მაგრამ იმ დონის სასტავი გვყავს რომ სასუოლოს მომენტი შევუქმნათ. ხედირას და მორატას რომ სკამზე დასვამ და ლემინას და მანჯუკას ათამაშებ რა შუაშია ტრანსფერები? ლემინამ თავის საქმე გააკეთა, როცა ყველა ტრამვირებული იყო. მაგრამ თუ ალეგრი ძირითადის ფეხბურთელად მოიაზრებს, მაშინ პერიოდულად უნდა მიცეს სათამაშო დრო და შეცვლაზე მაინც შემოუშვას. ლემინა, სტურარო და სანდრო დააჟანგა სკამზე და მერე ერთ თამაშში შემოყარა ყველა. იასნა აიჭრა გუნდიც და ფეხბურთელებიც. თან ეტყობა გუნდს რომ თამაში დალაგებული არ აქვს, ვარჯიშებზე რას აკეთებს ალეგრი ვერ გავიგე. კუთხურები მაინც დაამუშაოს, ამდენი ჩავაწოდეთ და ერთიც არ ყოფილა სახიფათო. მოკლედ,… Read more »

Di Francesco # 1
8 years ago

არა ბუფონი არ გაიქცევა, ისინი იმიტო გაიქცნენ რო ისიინიც სხვაგან იყვნენ და ალეგრიც, ანუ 2 მხარე შეხვდა ერთმანეთს ნეიტრალურ ტერიტორიაზე და ერთი გაერიდა
ბუფონი ვერ გაერიდება, მის სახლშია სად უნდა გაიქცეს? :chuvak:
ისე შენ გკითხავ, გუშინ მოედანზე პოგბას, დიბალას, მანჯუკას, ლემინას და კვადრადოს მაგივრად, რო ყოფილიყვნენ დე ჩელიე, მარონე, ჯოვინკო, ძაძა და ჯაკერინი, ბუფონი შენი აზრით გააკრიტიკებდა თანაგუნდელებს?
თუ ობიექტური ხარ იტყვი რო არა, და რატო არა? მოიგებდნენ? შეიძლება უფრო დიდი ანგარიშით წაეგოთ მარა ბუფონი დაინახავდა რო ამ ხალხმა თავი დადეს მოედანზე, არ გამოუვიდათ სხვა საქმეა, მთავარია პასუხისმგებლობის გრძნობა და მაქსიმალურის გაღება იმ საქმისთვის რას საქმის კეთებასაც იუვეს მაისურის ტარება გავალებს

Avtojuve
8 years ago

Milanis mwvrtneli ro iyo zalian didxans aketebto aset uazro komentarebs marcxis shemdeg exla zustad isetive komentarebs vkitxulob:)) es yvelaperi ari gundis xelzmgvanelobis pirvel rigshi. Lemminas nervebs unda uyurot chven ro ar gaagdon burti ro gadaagdo shors yviteli ekutvnoda meore mag dros,an kide ra ver sheigno am keilinim ro juveshi daberda. Samwuxarod darcha is xe rac iyo da ara juventuno rogorc aq gaizaxian, rameebi unda daagalato gundi? Daakvirdit rac Barcali gadmovida Mcveli shemiyvarda yvelapershi jobia keilinis,keilini mxeci ki ara nanaxi pexburtelia

8 years ago

გეუბნებით, ტევესი, პირლო და ვიდალი მიხვდა რა ქლიბიცაა და გაიქცნენ…
ბუფონმა შეიძლება კარიერა დაასრულოს ამის გამო…
გაუშვან უნდა უეჭველი, არაა ალეგრი გუნდის ამწყობი… გუნდის ამწყპობი კიარა სეზონს ვკარგავთ, ლიგაზე ვერ მოვხხდებით ასე, ზედიზედ გუნდს ორ თამაშს ვერ აგებინებს, იმიტომ რომ ზედიზედ ორჯერ არავის უთამაშია…

8 years ago

“მას შემდეგ რაც ტრავმირებული მოთამაშეები დაგვიბრუნდნენ და თითქოს სიტუაციაც უკეთესობისკენ მიდიოდა, ავიღეთ და ყველაფერი წყალში გადავყარეთ..”
“მაგრამ ვიღაცისთვის საუბედუროდ საქმე იუვენტუსს ეხება”..

ფაქიურად ალეგრის მიასხამ ამ ორი წინადადებით, და არც დანარჩენებს დააკლო

vakhtangi
8 years ago

აი დზმებო და მეგობრებო…ვინც იდზახდით ალეგრიზგნ რაგინდათ და ვისაც ეს ტრანსფერები მოწონდათ ან ამ ტრანსფერებიდან რომელიმე…აგერ თქვენ თვითონ დარწმიუნდით რომ დღევანდელი იუვე დასატრია და თუ არ Mოშორდა ამ გუნდს ალეგრი,მანძუკიჩი,ჰერნანდეში,კუადრადო,ლემინა და ევრა, ეს გუნდი გასასვენებლი იქნება მაშინ …და ლიგაზე გასვლა გვექნება სანატრებელი არამცთუ მოგება…

8 years ago

ტიპი რა უნამუსოა, ერთმა ჯარიმამო ))))))))) გუნდს შეტევა არ GაუკეთEბია ნორმალური და Vის ანრალრბს :/ ეხლა ტორინოსთან 1-0 ზე ითამაშებენ Aნ რაგაცას მოიგონებს Vერ მოიგებს და Mერე იტყვის ლიგისტვის Vისვენებდიტო ))))))

ელგუჯა ობოლაძე

ალეგრი მაგარი რო უბერავს ეს ფაქტია, რა დროს ვინეს დასვენებაა??? ახლა ჭირდება გუნდს ამოქაჩვა და ეს იძახის დავასვენეო!!! რა სასტავი დააყენა გავგიჟდი!!! ჯერ ისედაც არ წყვიტავს ვინმე ვარსკვლავებს დღესდღეობით, მარა მაინც. მეორე საკითხია ის, რომ როდესაც გუნდის ბირთვი მიდის, ფაქტიურად ნახევარი გუნდი( ვიდალი, პირლო, ტევესი) რაიმე რეალური შეცვლა ხო უნდა გააკეთო ხელმძღვანელობამაც?! ნედვედი მაინც არ ეუბნება მაგ გამოერთადგილებულებს რო ნახევარდაცვა ფაქტიურად არა გვყავს? ნაღდად არ მეგონა თუკი მესამე ადგილი სანატრებელი შეგვექნებოდა, თუნდაც ამ სასტავით!!! 10 თამაში და 4 წაგება!!!! მარკიზიო გაცივდაო!! გაცივდა და დავასვენე კი არადა საოპერაციოდან უნდა გამოიყვანო ასეთ სიტუაციაში ფეხბურთელი!!! ალეგრის კიდია, წავა და სხვაგან იმწვრთნელებს, იუვე კიდე… Read more »

8 years ago

არ მიყვარს წარუმატებლობის ერთ კაცზე გადაბრალება, მაგრამ ეს წაგება მთლიანად ალეგრის სინდისზეა. სასუოლო საკმაოდ კარგი გუნდია და მეორე სასტავით არ უნდა ეთამაშო, განსაკუთრებით მაშინ როცა ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს. ასეთ სიტუაციაში დაასვენო კი არა სიცხიანიც უნდა ათამაშო თუ საჭიროა. ლემინა, სტურარო, პოგბა რომ გყავს ერთად, უკვე ნათელუა რომ გუნდური თამაში განწირულია. ძალიან არასწორი ტაქტიკა აირჩია და ცუდია თუ თვითონ ვერ ხვდება რომ 3 ქულა გაანიავა თავისი ექსპერიმენტების გამო.

Di Francesco # 1
8 years ago

ალეგრი ამ თამაშით ტორინო ჰანდიკაპით მოგიგებს, იმათ უკეთესი გუნდი ყავს რეალურად რო შეხედო

მეკარე მაგარ ფორმაშია პადელი კონტე ნაკრებში იძახებს

დაცვაში მორეტი მაგარი მცველია, გლიკი თავისთავად, ფლანგებზე ძაპაკოსტა პერესი ერთერთი საუკეთესოები არიან თუ საუკეთესოები არა იტალიაში

ნახევარდაცვა ბენასი ბაზელი იტალიის მომავალია

წინ კიდე კვალი ლოპესი ბელოტი ესაა გუნდი, იტალიელებზე და ნიჭიერ ახალგაზრდებზე ორიენტირებული, ძაპაკოსტა ევრას მოპარული ჟეშტივით ათრევს და დაანახებს ხალხს რო ძან დიდი მცველი იზრდება

jek17
8 years ago

მარკიზიო დაგაკლდა კიდე შენი ნებით ხედირასაც ასვენებ,ან მორატა დიბალას ერთად რატო არ ათამაშებ,ან ამ 3-5-2 რა დაგვღალე,ხო ხედავ არ გამოგდის ეგ ტაქტიკა,ან ეს ბრუციანი და მისთანები ხო ხედავთ რო უუნაროები არიან.თუ ფეხბურთელს მეორე მყიდველი გამოუჩნდა იუვეს გარდა თუნდაც ვესტჰემი ილიკო ბრუციანი ვეღარ ქაჩავს და ყველა ჯობნი სყიდვაში.ხელმძღვანელობაა კიდე მაგრად უჭერს ფულს და ამ არენდებით და გადაგდებული ფეხბურთელებით ვერ მოიგებ ვერაფერს.ესენი ჩვენ რო გვესმის დავიჯერო მაგათ არ ესმით?მარა საქმე იმაშია რო გუნდი არ უყვართ გუნდი,მარტო ფულზე ფიქრობენ

Di Francesco # 1
8 years ago

ეს ჯერ არაა წამსვლელი, წასვლამდე რამოდენიმე ეტაპს გადის ტრეინერი და წასვლის წინა ეტაპია ტრეინერი საკუთარ სეცდომებზე რო იწყებს ალაპრაკს, თუმცა ალეგრის ჯერ მაქამდე ბევრი უკლია

giorgi nefaridz
8 years ago

დაგეყენებინა ხედირა და იქნებოდა დინჯად

giorgi nefaridz
8 years ago

დინჯათ იქცევა გამოცდილი ფეხბურთელი შე შიბლააააააააააააააააააა, 22 წლის ფეხბურთელს რა სიდინჯე უნდა მოთხოვო, ვინ დაააყენე მერე ეგ ახალგაზრდები ?????????????????????

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x