ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი:”იუვეს მაისური მსგავს მიდგომას არ იმსახურებს”

ძალზედ გაცხარებული ჩანდა სასუოლოსთან მარცხის შემდეგ ტურინელთა კაპიტანი, რომელსაც მსაჯის მოქმედებებზე მეტად თანაგუნდელების მოქმედებებმა გააღიზიანა:

“დაუშვებელია მსგავსი თამაში, როგორც ამას პირველ ნახევარში ვაკეთებდით.. მას შემდეგ რაც ტრავმირებული მოთამაშეები დაგვიბრუნდნენ და თითქოს სიტუაციაც უკეთესობისკენ მიდიოდა, ავიღეთ და ყველაფერი წყალში გადავყარეთ.. ასეთი მნიშვნელობის დაპირისპირებაში მსგავსი უუნარობა და გულგრილობა დაუშვებელია.. შესაძლოა რაიმე პროვინციული გუნდის წევრი, რომ ვყოფილიყავი კმაყოფილი ვიტყოდი თუ რაოდენ კარგია როდესაც 10 კაცით მეტოქეს მის კართან მიაჯაჭვებ.. მაგრამ ვიღაცისთვის საუბედუროდ საქმე იუვენტუსს ეხება”..

“მსაჯი? არანაირი პრეტენზია არ მაქვს და მატჩის დასრულების შემდეგ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადე.. მეტად სასირცხვილო იმის ყურება იყო, როგორ აპროტესტებდნენ თითოეულ გადაწყვეტილებას იუვეს მაისურში გამოწყობილი მოთამაშეები იმის ნაცვლად, რომ ჯეროვნად მოეკიდათ საქმისთვის ხელი. გული მტკივა, როდესაც ასეთ დღეში მყოფს ვუყურებ თანაგუნდელებს, რომლებიც გულგრილად მოქმედებენ. იმედი მაქვს უმოკლეს პერიოდში გაათვითცნობიერებენ რას ნიშნავს იუვენტუსის მაისური, რა ძალა და პასუხისმგებლობა აკისრია მას. გუნდი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა მსაჯთან უშედეგო კამათზე”..

წყარო: TuttoJuve

42 thoughts on “ბუფონი:”იუვეს მაისური მსგავს მიდგომას არ იმსახურებს”

  1. მარკიზიო ცუდად იყო, ხედირა კი დავასვენეო…პოგბა შარშანდელთ შედარებით იმიტომ ჩანს რომ პოგბა-პირლო არ არიან მოედანზე, თორემ რიგ მატჩებში იმდენ ბურთს კარგავს რომ არ ეპატიება..თუმცა ეც ყბველაფერი დროებითია და დალაგდებიან ბბიჭები და გუნდიც…

  2. როგორ შეიძლება ჩვენ ცუდად ვიყოთ განწყობილი იუვეს მიმართ , ან არ გვქონდეს იმედი რომ მაქსიმუმს დადებენ ? როგორ შეიძლება არ ვიყოთ დარწმუნებულები იმ ხალხში ვინც გვიყვარს ( ახალიი ფეხბურთელები თუ არა ვინც ძველი დარჩა ) ახლა ვიდეოებს ვუყურებდი სადაც ელემენტარული დაფეთებული პადოინიც კი ცდილობდა შეენარჩუნებია ბურთი რომ მოინდომოს გოლასაც გაიტანს ;დ , ხო მართალია არ გვყავს ტევეზი , არც პირლო არც ვიდალი ( ვიდალის ნაკლებობას არ განვიცდი რატომღაც ) ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს , რომლებიც მჯერა რომ საუკეთესო ფეხბურთელები გახდება დიბალა , პოგბა , მორატა ..დადგება დღე როდესაც ჩვენ ვიამაყებთ ჩვენი ბიჭებით .. გული მიგრძნობს მალევე ვიამეყებთ და ვიტყვით ,, ეს ის გუნდია მე-10 ტურში 12 ქულა რომ ქონდა და ახლა ზედიზედ 5 სკუდეტო მოიგეს ” ნუ ვიქნებით პესიმისტურად განწყობილები , თქვენ შეიძლება იუვეს მოგებაზე დებთ და რომ აგებს ნერვები გეშლებათ მაგრამ მარტივად ყველაფერი შეუძლია იუვეს , ერთ დღეს სერია A -ში 1 ადგილი ეკავოვს და მეორე წუთს 12 ადგილზე იყოს … არაფერი არ არის გამორიცხული .. იუვენტუსი ბევრად მეტია ვიდრე ფეხბურთის კლუბი … :forza: :forza:

  3. ki alegrim miqara magrad wuxel
    kai markeze gamoiricxa kibatono magram ratom cingliani lemina? klasit?gamocdilebit? burtis ganawilebit tu riti jobia hernaness??????? tu karisken dartymit? eg erti. . .

    meore is ro rato asveneb xediras ar eyo rac daisvena mag kacma ? exla unda shevides formashi da ar atamasheb,tan imdros roca markizio aragyavs

    mesame is ro gaitanet moashoret es mdzori mandzukichi raa. . . morata-dybalati unda daewko da pirveli zamena zaza yofiliyo

    sruli idiotizmi!!!!!!!!!!
    wuxel oficialurad davemshvidobet skudetos da mgoni sameulsac (imedia vcdebi)
    alegri wadi ra ga a a a a . vi!!!!!!!

  4. ფეხბირთი ვისაც 1 უთამაშია ის მიხვდება რა არის გუნდი და რა არის გამარჯვების განმაპირობებელი, აქ სალაპარაკო მიეცათ და გადაუარეს პოგბას არადა შარშანდელისგან განსხვავებით წელს უფრო გუნდურად თამAშობს, თან ეტყობა უფრო უკნიდანაც, ყველაზე ხშირად დაცვა არის ხელშეუხებელი იშვიათად რომ იქ ცვლილება მოხდეს ასევეა ნახევარდაცვაც ისინი თვალდახუჭული უნდა უგებდნენ ერთმანეთს, ეს ქინძი კი ხან ლემინას ათამაშებს ხან პადოინს ხან სტურაროს, მიდი რა მოხოდე გუნდი ჯერ შეუწყონ პოგბამ მარკეზემ და ხედირამ ერთმანეთს და მერე მიმართე როტაციებს, გამოგყავს თან ისეთი ფორვარდი რომელიც ნახევარდაცვაზეა დამოკიდებული, ნახევარდაცვა ამ დროს 1 პასს ვერ აკეთებს, ჯობია 4-3-1-2 საუბრუნდეს ისევ და პოგვა აწიოს გამთამაშებლად

  5. რატო უნდა დაურტყას იმ კუთხეში? 2 მეტრიანი მანჯუკა და პოგბა ედგა წინ, მარა ბურტი ლემურას გადაატარა სანსონემ, ბუფონის სეცდომა მაგი იყო ლემურა რო დააყენა კედელში, ისეთ ნახტომ ფეხბურთელი არუნდა აკეთებდეს, ფეხებ მოკეცილი ახტა 20 სანტიმეტრზე, პოგბას მხარეს რო ა~წასულიყო ბურთი უეჭველი თავს გაარტყამდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.