ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი:”იუვეს მაისური მსგავს მიდგომას არ იმსახურებს”

ძალზედ გაცხარებული ჩანდა სასუოლოსთან მარცხის შემდეგ ტურინელთა კაპიტანი, რომელსაც მსაჯის მოქმედებებზე მეტად თანაგუნდელების მოქმედებებმა გააღიზიანა:

“დაუშვებელია მსგავსი თამაში, როგორც ამას პირველ ნახევარში ვაკეთებდით.. მას შემდეგ რაც ტრავმირებული მოთამაშეები დაგვიბრუნდნენ და თითქოს სიტუაციაც უკეთესობისკენ მიდიოდა, ავიღეთ და ყველაფერი წყალში გადავყარეთ.. ასეთი მნიშვნელობის დაპირისპირებაში მსგავსი უუნარობა და გულგრილობა დაუშვებელია.. შესაძლოა რაიმე პროვინციული გუნდის წევრი, რომ ვყოფილიყავი კმაყოფილი ვიტყოდი თუ რაოდენ კარგია როდესაც 10 კაცით მეტოქეს მის კართან მიაჯაჭვებ.. მაგრამ ვიღაცისთვის საუბედუროდ საქმე იუვენტუსს ეხება”..

“მსაჯი? არანაირი პრეტენზია არ მაქვს და მატჩის დასრულების შემდეგ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადე.. მეტად სასირცხვილო იმის ყურება იყო, როგორ აპროტესტებდნენ თითოეულ გადაწყვეტილებას იუვეს მაისურში გამოწყობილი მოთამაშეები იმის ნაცვლად, რომ ჯეროვნად მოეკიდათ საქმისთვის ხელი. გული მტკივა, როდესაც ასეთ დღეში მყოფს ვუყურებ თანაგუნდელებს, რომლებიც გულგრილად მოქმედებენ. იმედი მაქვს უმოკლეს პერიოდში გაათვითცნობიერებენ რას ნიშნავს იუვენტუსის მაისური, რა ძალა და პასუხისმგებლობა აკისრია მას. გუნდი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა მსაჯთან უშედეგო კამათზე”..

წყარო: TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

42 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza: :forza:

nino gvimradze
8 years ago

მარკიზიო ცუდად იყო, ხედირა კი დავასვენეო…პოგბა შარშანდელთ შედარებით იმიტომ ჩანს რომ პოგბა-პირლო არ არიან მოედანზე, თორემ რიგ მატჩებში იმდენ ბურთს კარგავს რომ არ ეპატიება..თუმცა ეც ყბველაფერი დროებითია და დალაგდებიან ბბიჭები და გუნდიც…

la bella signora
8 years ago

როგორ შეიძლება ჩვენ ცუდად ვიყოთ განწყობილი იუვეს მიმართ , ან არ გვქონდეს იმედი რომ მაქსიმუმს დადებენ ? როგორ შეიძლება არ ვიყოთ დარწმუნებულები იმ ხალხში ვინც გვიყვარს ( ახალიი ფეხბურთელები თუ არა ვინც ძველი დარჩა ) ახლა ვიდეოებს ვუყურებდი სადაც ელემენტარული დაფეთებული პადოინიც კი ცდილობდა შეენარჩუნებია ბურთი რომ მოინდომოს გოლასაც გაიტანს ;დ , ხო მართალია არ გვყავს ტევეზი , არც პირლო არც ვიდალი ( ვიდალის ნაკლებობას არ განვიცდი რატომღაც ) ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს , რომლებიც მჯერა რომ საუკეთესო ფეხბურთელები გახდება დიბალა , პოგბა , მორატა ..დადგება დღე როდესაც ჩვენ ვიამაყებთ ჩვენი ბიჭებით .. გული მიგრძნობს მალევე ვიამეყებთ და ვიტყვით ,, ეს… Read more »

juveboy-leo
8 years ago

bijo es vin moatries rashi gadayares 20 milioni
lorente tuar jobda magas. . . nando magal burts mainc igebda da pass idzleoda
es gvami moacilon ra droze magis ert moments sad velodot
morata da zaza cvalos xolme aravitari manjukichi

juveboy-leo
8 years ago

ki alegrim miqara magrad wuxel
kai markeze gamoiricxa kibatono magram ratom cingliani lemina? klasit?gamocdilebit? burtis ganawilebit tu riti jobia hernaness??????? tu karisken dartymit? eg erti. . .

meore is ro rato asveneb xediras ar eyo rac daisvena mag kacma ? exla unda shevides formashi da ar atamasheb,tan imdros roca markizio aragyavs

mesame is ro gaitanet moashoret es mdzori mandzukichi raa. . . morata-dybalati unda daewko da pirveli zamena zaza yofiliyo

sruli idiotizmi!!!!!!!!!!
wuxel oficialurad davemshvidobet skudetos da mgoni sameulsac (imedia vcdebi)
alegri wadi ra ga a a a a . vi!!!!!!!

giorgi nefaridz
8 years ago

ფეხბირთი ვისაც 1 უთამაშია ის მიხვდება რა არის გუნდი და რა არის გამარჯვების განმაპირობებელი, აქ სალაპარაკო მიეცათ და გადაუარეს პოგბას არადა შარშანდელისგან განსხვავებით წელს უფრო გუნდურად თამAშობს, თან ეტყობა უფრო უკნიდანაც, ყველაზე ხშირად დაცვა არის ხელშეუხებელი იშვიათად რომ იქ ცვლილება მოხდეს ასევეა ნახევარდაცვაც ისინი თვალდახუჭული უნდა უგებდნენ ერთმანეთს, ეს ქინძი კი ხან ლემინას ათამაშებს ხან პადოინს ხან სტურაროს, მიდი რა მოხოდე გუნდი ჯერ შეუწყონ პოგბამ მარკეზემ და ხედირამ ერთმანეთს და მერე მიმართე როტაციებს, გამოგყავს თან ისეთი ფორვარდი რომელიც ნახევარდაცვაზეა დამოკიდებული, ნახევარდაცვა ამ დროს 1 პასს ვერ აკეთებს, ჯობია 4-3-1-2 საუბრუნდეს ისევ და პოგვა აწიოს გამთამაშებლად

juveboy-leo
8 years ago

a xo kaso tu formashi iqna didi albatobit eg itamashebs

Di Francesco # 1
8 years ago

4 მცველზე უნდა გადავიდეთ და ფლანგზე კასერესი

juveboy-leo
8 years ago

arada sasuolo tamashidan gamtani ariyo ra avir daviriet jorjos gawitlebis shemdeg mitumetes

vitom ruganis miecema shansi shabats?. . mara aramgonia bardzali-bonuchi iqneba albat da kraize pado-evra

Di Francesco # 1
8 years ago

რატო უნდა დაურტყას იმ კუთხეში? 2 მეტრიანი მანჯუკა და პოგბა ედგა წინ, მარა ბურტი ლემურას გადაატარა სანსონემ, ბუფონის სეცდომა მაგი იყო ლემურა რო დააყენა კედელში, ისეთ ნახტომ ფეხბურთელი არუნდა აკეთებდეს, ფეხებ მოკეცილი ახტა 20 სანტიმეტრზე, პოგბას მხარეს რო ა~წასულიყო ბურთი უეჭველი თავს გაარტყამდა

| Newsphere by AF themes.
42
0
Would love your thoughts, please comment.x