ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ევრა:”კეთილი ინებეთ და იუვეს მაისურს პატივი ეცით”

“გუშინდელი იუვე საკუთარ თავს არ ჰგავდა.. ითამაშო ისე როგორც ატალანტასთან,ხოლო შემდეგ ადგე და მსგავსი პირველი ტაიმი გამართო სასუოლოსთან.. არც კი ვიცი რა უნდა დავარქვა ამ ყოველივეს. ფეხბურთელებმა პატივი უნდა სცენ შავ-თეთრ მაისურს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს არიან რიგი მოთამაშეები, რომელთაც არ გაუთვითცნობიერებიათ ეს ფაქტი, რაც ძალზედ საწყენია. სიმართლე გითხრათ ნაკლებად მსურდა ამ საკითხზე მათთან საუბარი, რადგან იმედს გამოვთქვამდი ეს არც იქნებოდა საჭირო, მაგრამ როგორც ჩანს ვითარება მოქმედებას მოითხოვს და ხელმძღვანელობას გააზრებული აქვს ფაქტი. მათი სურვილი ჩვენსას ემთხვევა.. დროა ყველას გავაგებინოთ რას ნიშნავს იუვენტუსი და პასუხისმგებლობა კლუბის მიმართ. არ მიყვარს ისეთი გუნდები, რომლებიც ერთ თამაშს მაღალ დონეზე ატარებენ და შემდეგ ყველაფერს ქარს ატანენ.. ეს არასერიოზული მიდგომაა, რასთანაც მე საქმე არ მაქვს. შაბათს მერწმუნეთ საქმისადმი მიდგომის მხრივ განსხვავებულ სურათს იხილავთ. სხვათაშორის ტორინოსთან მატჩი არცთუ კარგად მახსოვს.. 50 დღიანი პაუზის შემდეგ გავედი მინდორზე და ბრუნო პერესის სპრინტი ეხლაც თვალწინ მიდგას.. ვიმედოვნებ მსგავს სურათს ადგილი აღარ ექნება”– განაცხადა პატრივს ევრამ.

წყარო: football-italia

12 thoughts on “ევრა:”კეთილი ინებეთ და იუვეს მაისურს პატივი ეცით”

  1. სანდრო მაგარი მცველია და მაგრადაც ითამაშა

    დაცვაში უშეცდომო იყო და შეტევებში საკაიფოდ ერთვებოდა, ხალხსაც ატყუებდა თავისუფლას

  2. Eრნანეში არ უნდა ეყიდათ ინტერისტა მერე ამდენი ბავშვი ერთად მოედანზე არ უნდა გამოეყვანა ევრა და ბუფონი დარწმუნებული ვარ ამ მესიჯს მასიმილიანოს უგზავნიან დონ ფაბიო კაპელო გთხოვთ უმორჩილესად რო დაბრუნდეთ კლუბში :loool: :forza: :juvee:

  3. აი ძმაო მორატას ვინც დააკვირდა ტიპი შემოვიდა და გამოაცოცხლა ყველაფერი არც გაცჰერებულა დაქროდა ტიპი თან რა ჯილკით დარბოდა ბრავო მას რაა

  4. რამდენიმეს თავში წამორტყმა არ აწყენს გუნდში, მაგრამ .. აი გუშინდელ შეხვედრაში ჰერნა რატომ არ დააყენა სასტარტოდან?

  5. სანდრო იყო ერთადერთი ნათელი წერტილი, შესანიშნავად ითამაა, პრობლემების გარეშე ატყუებდა მოწინააღმდეგეს, დაანებეთ თავი.

  6. Gushin ise me visshic davinaxe martla brdzola da jini eg iyo sandro tipi ar gacherebula ramdeni irbina martla dzaan momawona tavi shetevashic raime saxipato tu sheiqmna ara cuadrados aramed sandros flangidan xdeboda :forza: evras wasvlis mere marcxena flangi saimedo xelshi iqneba

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.