ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Calcio-მიმოხილვა:”მე-10 ტური და კონკურენტთა ზეიმი”

სერია ა-ს მე-10 ტურმა ჩვენთვის საკმაოდ ცუდად ჩაიარა.. გარდა იმისა, რომ სრულიად უსახურ შეხვედრაში დავმარცხდით სტუმრად სასუოლოსთან, ფაქტიურად ყველა კონკურენტმა ვინც კი სატურნირო ცხრილის სათავეშია მოქცეული უდანაკარგოდ გაიარეს.. ერთადერთი ვისაც ფეხი დაუცდა იყო ლაციო, რომელზეც ვიწინასწარმეტყველეთ კიდევაც წინა “Calcio მიმოხილვაში”.. რომამ ყოველგვარი დაძაბვის გარეშე გაიმარჯვა, ისევე როგორც ნაპოლიმ და ფიორენტინამ.. მილანის კონკურენტობა კი თქვენთვის მომინდია.. უბრალოდ უნდა აღინიშნოს, რომ მეორე მატჩში ზედიზედ იმარჯვეს რაც იუვენტუსისთვის მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით აუხდენელი ოცნებაა.. კარგით მოდით ეტაპობრივად მივუყვეთ რომას, ნაპოლის, ლაციოს და ფიორენტინას მატჩებს:

დავიწყოთ დედაქალაქელებით.. ჯერჯერობით გარსიას გუნდი კარგ ტალღაზე იმყოფება, რასაც უდინეზესთან ფეერიულად ჩატარებული პირველი ნახევარიც მოწმობს. ბურთის ტოტალური ფლობა, გააზრებული კომბინაციები, დაწყობილი დაცვა.. ერთი სიტყვით ამ მატჩში გარსიამ ნამდვილად გაართვა დასახულ ამოცანას თავი.. პირველი განსაკუთრებით ეფექტური გამოდგა, სადაც სწრაფი კომბინაციით რომელიც 10 ზუსტ გადაცემას მოიცავდა გოლი მირალემ პიანიჩმა გაიტანა. ვინ გაუკეთა საგოლე გადაცემა? მაიკონმა.. რომელიც ამ შეხვედრაში ფრიად პროდუქტიული იყო.. ოდნავ მოგვიანებით სწორედ ბრაზილიელმა გახადა 2-0 რითაც მატჩის მე-10 წუთზევე გადაწყვიტა სამი ქულის ბედი.

შესაბამისად რომაელები ჯერჯერობით დამსახურებულად იკავებენ პირველ პოზიციას, დააგროვეს რა 23 ქულა.. სხვათაშორის მომდევნო მატჩი ასეთი იოლი არ ელით, რადგან მილანში მანჩინის ნერიაძურისთან მოუწევთ ანგარიშის გარკვევა.. მასზე შემდგომ მიმოხილვაში ვისაუბროთ და უბრალოდ ავღნიშნოთ მთავარი.. იუვენტუსთან +11 ქულა აქვთ ბალანსი. იმყოფებიან კარგ სათამაშო ტონუსში და იოლად ქულებს არ დაკარგავენ.. საქმე იმაშია ღირს კი ეხლა ლიდერის ქულების ყურება? თუ მეტად მესამე ადგილს უნდა ვუცქიროთ? მაგრამ ვგონებ არც იქ გვაქვს უკეთ საქმე, რადგან კონკურენცია ძალზედ მაღალია ნებისმიერი ევროპული საგზურისთვის..

ნაპოლისთან დაკავშირებითაც არ შევმცდარვართ.. 2-0.. და არ იფიქროთ, თითქოს პირველი გოლის შემდეგ პალერმომ ან გაიბრძოლა ან მომენტები შექმნა და მთელი გუნდით გადასულმა მეორე გოლი კონტრ შეტევისას გაუშვა.. არამც და არამც.. სრული ბატონ პატრონი იყო სარის გუნდი.. ფორმალურადაც მასპინძელი იყო და თამაშიდაც მხოლოდ ის აჩვენებდა ფეხბურთს.. აგრესიულს, დინამიურს, სწრაფი კომბინაციებით და ერთი-მეორეზე სახიფათო მომენტებით. რაღაც კუთხით სარის გუნდში მისვლამ ისეთივე ეფექტი გამოიღო ნაპოლისთვის, როგორც თავის დროზე ჩვენზე კონტეს მოსვლამ იმოქმედა.. ერთი მეორეს მიყოლებით გამოფხიზლდნენ ლიდერები.. ჰამშიკი, იგუაინი, ინსინიე.. იგუმ გოლების გატანა დაიწყო და შედეგად ნაპოლიმ ქულების დაგროვებაც და სატურნირო ცხრილში მაღლა სიარულიც.

ნამდვილად შეგეცოდებოდათ სიცილიელთა მეკარე, რომელიც კუთხიდან კუთხეში “დახტუნაობდა”.. 3 ძელი და 4 მოგერიება.. სასწაულებრივად გადაურჩა პალერმო განადგურებას. ტყუილად არ ავღნიშნეთ გუშინ, რომ ნაპოლი დღეისათვის ყველაზე გამართულ და ჭკვიანურ ფეხბურთს თამაშობს იტალიაში.. სარი ნაბიჯ ნაბიჯ, მაგრამ პროგრესულად მიდის სკუდეტოსკენ. ვნახოთ რა გამოვა მისი პროექტიდან, მაგრამ ნაპოლი საშიშია და მასთან ფრთხილად მოუწევთ ყოფნა..

პაულო სოუზა და მისი ფლორენციული გვარდია გამარჯვებებს დაუბრუნდა.. მცირე ჩავარდნის შემდეგ ექს ტურინელმა გამოფხიზლებისკენ მოუწოდა შეგირდებს, რომლებმაც გაჭირვებაში მყოფ ვერონას კიდევ ერთი ლურსმანი დაუჭედეს.. შედეგად შესაძლოა ვერონელებმა თავკაციც დაკარგონ უახლოეს პერიოდში, თუმცა ეს უკვე მათი გულისტკივილია.. აქ რაიმე ტოტალურ უპირატესობაზე საუბარი ზედმეტია.. გოლი ვერონელებმა მათდა სამწუხაროდ ავტგოლის შედეგად გაუშვეს, რომელიც რაფა მარკესის ანგარიშზეა.. შეტევაში წასულმა ვერონელებმა ჯუზეპე როსის მსხვერპლნი გახდნენ, რომელმაც საგოლე გადაცემა მიითვალა ანგარიშზე, ხოლო თავი კალინიჩმა გამოიჩინა.

მნიშვნელოვანი სამი ქულა, რომლის დამსახურებით სოუზას გუნდი მესამე პოზიციაზე გამაგრდა. მიუხედავად ამისა, რთულად პროგნოზირებადია რამდენად დიდხანს გასტანს მათი ყოფა ასე მაღლა. არანაირი პრეტენზია ფიორესთან, უბრალოდ რამდენიმე მატჩის ჩაგდებამ ცხადყო მათი პრობლემები და საინტერესოა ცხრილის შუაგულში მდებარე გუნდებთან როგორ დააგროვებს ქულებს.. სხვაგვარად მაღალ პოზიციაზე ფიქრი უტოპოა იქნება. უდაოდ სიმპატიური კოლექტივი ააწყო სოუზამ, მაგრამ რამდენი ხნით ეყოფათ ენერგია დიდი მიზნებისთვის?

ედი რეიას ერთგვარი რევანში ლოტიტოს და მის გუნდს.. მატჩი რომელიც ყველაზე რთულად მოვნათლედ იმ კლუბებიდან, რომლებიც ზედა საფეხურს იკავებენ.. მართალია ლაციალე დაწინაურდა, მაგრამ ბერგამოელებმა ეტაპობრივად დაიწყეს საქმის კეთება და დასახულ მიზანს მაინც მიაღწიეს. პირველი ნახევრის დათმობის შემდეგ რეიამ სწორი ტაქტიკური გადაადგილებები განახორციელა, რამაც ჯერ ბასტას ავტოგოლი გამოიწვია, ხოლო მატჩის მიწურულს ალეხანდრო გომესმა წერტილი დაუსვა ლაციოს მესამე პოზიციას.. ჯერჯერობით მაინც რადგან მომდევნო ტურში არაპროგნოზირებადი მილანი ესტუმრება.. ისე დიდად სტაბილური არც ლაციოა, რომელიც მსგავსად ფიორესი ჯერჯერობით ფრედ არ ასრულებს მატჩებს.. ან იგებს ან მარცხდება.. ერთი უკიდურესობიდან მეორეში ადვილად გადადის.

რა უნდა ითქვას ლაციოზე? მოჯიმ თქვა რამდენიმე ტურის წინ რომ მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მარცხდებიან მაინც სატურნირო ცხრილის ზედა საფეხურზე იმყოფებიანო.. ვნახოთ რა იქნება მილანის შემდეგ, მაგრამ მათი სერიოზულ კონკურენტად განხილვა ჯერჯერობით მაინც ალბათ გადამეტებული იქნება.. თუმცა, ლაციო ლიდერებთან შეხვედრაში დარწმუნებული ვარ ბოლომდე იბრძოლებს და ბევრს დააკარგვინებს ქულებს.. მათი მინუსი ჯერჯერობით საშუალოზე ან მეტად დაბალი დონის გუნდებთან ქულების განიავებაა..

ასე გამოიყურებოდა მე-10 ტური.. იუვემ იმედები გაგვიცრუა, ხოლო ლიდერებმა.. თქვენ თვითონაც ნახეთ.. მომდევნო Calcio მიმოხილვას შაბათს შემოგთავაზებთ, რომელიც მე-11 ტურის მატჩებს მიეძღვნება და კერძოდ ლიდერების მატჩებს..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
osvaldo ardiles
8 years ago

ტორიჩელის და ჰამშიკის ინტერვიუები ვნახე, იუვეს ჩამოწერა არ შეიძლება ჩემპიონობიდანო. კაი ჰამშიკი მოწინააღმდეგეა და დაგვცინის, ეს ტორიჩელი რამ გადარია? :lool: :lool:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Iუვეს მეილზე მივწერე ვემუდარე რო კაპელო დააბრუნონ და ვნახოთ :chuvak: :forza:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Dინჯია რეალში ბენზო რო არ იყოს რონალდო მაგდენ გოლს ვერ გაიტანდა საფრ@ნგეთში კიდე ეგაa ლიდერი და კარგად ართმევს თავს ძან დინჯი და ექსტრა კლასის ფორვარდია ბენზემა :chuvak:

Di Francesco # 1
8 years ago

benზემაც მაღალი დონეა მარა მე მაგი ნაკრებში უფრო მომწონს, ლიდერის თვისებები იქ უფრო ჩანს, რეალში იმდენს ვერ იღებს მის თავზე და ცოტა აუფერულებს მის თამაშს მისი ხასიათი, მეტად მებრზოლი უნდა იყოს

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Iგუ მაგარია მარა მე ბენზემა მინდა იუვეში :chuvak: მანძუკა ვერ მოერგო იტალიურ ფეხბურთ ბერარდი მორატა დიბალა გაისად :chuvak: :forza:

Di Francesco # 1
8 years ago

მანჯუკა + ძაძა + დიბალა + მორატა + კვადრადო = 7 გოლი
იგუაინი + 8 გოლი
კიდე დაცინეთ ნამდვილ ვარსკვლავებს და მანჯუკა საუკეთესოდ სერაცხეთ :lool: იგუაინი რო იყოს იუვეში ლევანდოვსკი კიარა მაგი იქნებოდა საუკეთესო ფორვარდი ევროპაში

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Cempionoba gamoiricxa axla ligaზეც თუ ვერ გამოვალთ კარგად მალე რუსეთი აგვახევს კიდე 1 ადგილს დღეს ზენიტს იუვეს მერე იტალიაში რო იყოს ყველას გაღუნავდა ისეთი სასტავი ყავს ნუ შეილება ჩვენზე უკეთესიც ცეესკაც 98% იტალიურ გუნდებს ერთი ამოსუნთქვით გაიფენს :blin:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x