ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Corsport:”ჯერვასონის კოშმარული მსაჯობა”

ტურინელთა უსახური მატჩი გასაგებია, თუმცა აპენინელი ჟურნალისტები მარტო ალეგრის გუნდის კრიტიკით როდი არიან დაკავებულნი.. ცალკე აღნიშვნის ღირსია ანდრეა ჯერვასონის გუშინდელი მოქმედებები.. საგულისხმოა, რომ მატჩის პირველ 40 წუთში იტალიელი არბიტრის მხრიდან საერთო ჯამში ნაჩვენები იყო ხუთი ყვითელი ბარათი, ხოლო აქედან ორი ჯორჯო კიელინის, რომელიც ავტომატურად წითელში გადაიზარდა.. ჟურნალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტებზე, სადაც მთავარმა არბიტრმა რატომღაც თვალები დახუჭა დომენიკო ბერარდის მოქმედებებზე.. ეპიზოდში როდესაც იტალიელ ფორვარდს ყვითელი ბარათი უკვე მიღებული ჰქონდა და მსაჯის სასტვენის მიუხედავად მაინც დაარტყა ბუფონის კარის მიმართულებით. საჯარიმოში წესების დაცვით შეჩერებული ხუან კუადრადო, რომელზეც წესით პელუზო უნდა დაჯარიმებულიყო.. ცალკე აღნიშვნის ღირსია სრულიად უხამსი საქციელი დიბალაზე, რომლის ავტორი სასუოლოს მცველი აჩერბი იყო.. მსაჯმა არათუ გააფრთხილა არამედ საერთოდ ვერ დაინახა ამ ეპიზოდში წესების მცირედი დარღვევაც კი.. მატჩის პირველივე წუთებზე კი ასევე დახუჭა თვალები მაშინ, როდესაც სასუოლოს საჯარიმოში წესების დარღვევით ითამაშეს სტეფანო სტურაროზე.. ეს იყო ანდრეა ჯერვასონის ყველაზე უსახური მსაჯობა, რომელსაც კრიტიკის ქარ-ცეცხლი ხვდა წილად მასმედიის წარმომადგენლებისგან.

წყარო: Corsport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

22 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
8 years ago

კონტემ პირველ წელს ბევრი ფეხბურთელი გამოიყენა

ბუფონი – ბარძალი ბონუჩი კიელინი დე ჩელიე ლიხშტაინერი კასერესი – მარკიზიო პირლო ჯაკერინი ესტიგარიბია ვიდალი პეპე – მირკო კვალი ბორიელო დელ პიერო მატრი

ამათმა უმეტესობამ 25 თამაშამდე ითამაშეს, 1-2მა 14-15 თამასი და კიდე იყვნენ 7-8 თამაშიანი პაციენცები და კრასიჩები

17-18 კაცს სტაბილურად იყენებდა კონტე

8 years ago

ხო იყენებდა მარა შეთავსებით, და არა ასე ერთბაშად, ერთ თამაში ერთი ნახევარდაცვა და მეორეში სხვა ნახევარდაცვა…
ეს მთლიანად ცვლის სასტავებს…
ატალანტას სასტავიდან ყავდა მცველების გარდა, ყავდა მარტო დიბალა პოგბა, დანარჩენი სხვა იყო

Di Francesco # 1
8 years ago
Reply to 

ხო არც მე ველოდი ხედირას თუ არ დააყენებდა, კი გამიხარდა სტურარო მარა ხედირა უნდა ყოფილიყო

Di Francesco # 1
8 years ago

pintu-ricchio
ხო დროსაც გააჩნია როდის შეასვენებ ძირითადის ხალხს, მარა იუვეს დონის გუნდმა სასუოლოს ბიონდინებს ზამენის ნახევარდაცვითაც უნდა მოუგოს
მე არ მჯერა რო იუვემ გუშინ მეორე სასტავის გამო წააგო, პირველი სასტავიც წააგდებდა გუშინ, შემადგენლობაში არაა პრობლემა, კონტე სასუოლოს ჯაკერინებით და პაციენცებით უგებდა, იმიტორო გუნდი იყო
დღეს გუნდი არაა და ინდივიდუალურად ჩვენი ლემურების არავის არ ეშინია, იქეთ შეგვაშინებენ ბერარდით და სანსონეთი, ვისზე ნაკლებები არიან?

8 years ago

კონტე პირველ წელს არავის ასვენებდა და გამოკვეთა ძირითადი ბირთვი და მერე უკვე ქონდა ლავირების საშუალება, ოღონდ მაგას აკეთებდა მაშინ, როცა 100% იცოდა რომ მეორე შემადგენლობა ეყოფოდა კონკრეტულად ამა თუ იმ გუნდს… და ამას ჯერ არ ყავს საერთიოდ გუნდი.. გუშინ ალეგრიმ წააგი სწორედ მეორე სასტავის გამო, ეტამაშა ხედირას ლემინას მაგივრად, არც ის ჯარიმა დაინიშნებოდა, ნახევარდაცვასაც დაალაგებდა და სტურაროსაც მეტად გამოადგებოდა… იმდენსაც ვერ ხვდება ეს კაცი რომ ხედირასთან ან მარკიზიოსთან ერტად უნდა ათამაშოს სტურარო, ან ლემინა რომ ისწავლონ და დაინახონ. ერთამენთითსგან მაგთმა რა უნდა ისწავლონ? მოკლედ გუშინ რომ სასტავში ყოფილიყო ტავიდანვე ხედირა ლემინას ან თუნდაც სტურაროს მაგივრად და მორატა მანძუკას მაგივრად, მოიგებდნენ…… Read more »

8 years ago

მამას ეუბნება შვილი, მამა 1000$ მჭირდება, დასასვენებლად მივდივარო…
მამა პასუხობს, 1000$ კიდე დაგიმატებ, მითხარი ოღონდ რამ დაგღალაო… :lool:
ისეა ამათი საქმე, რამ დაღალა ერთი ალეგრის ფეხებურთელები, რომ ასვენებს ეს ჩვენისა :lool:

8 years ago

იუვე იქნება სეზონის ბოლოს შემადგენლობით ყველაზე უფრო დასვენებული ფეხბურთელებიტ დაკომპელქტებული მე-7 ადგილოსანი გუნდი… ზატო დასვენებული იქნებიან… აბა რაა… მიდი ალეგრი, შენ იცი აბა…
ვატყობ სეზონის ბოლოს ალეგრი უკვე დასვენებული თავად იქნება

Di Francesco # 1
8 years ago

რამდენი კაი იტალიელი დაბორიალობს სერია ა_ში და ესენი ლემურებს და პინგვინებს დაზდევენ პირველ რგიში ნეტო გაუშვან და ნორმალური მეორე მეაკრე მოუყვანონ ბუფონს, რა დროს ნეტოს სკამზე ჯდომაა ახლა აქ საუკეთესო პერიოდი დარმიანი ერთერთი საუკეთესოა ევროპაში და ესენი გამარჯობას არ ეუბნებოდნენ გზაში რო ხვდებოდათ, თუმცა ძაპაკოსტას თუ მოიყვანენ დარმიანის გაშვება არ იქნება დიდი დანაშაული ინსინიეზე რო ვერ იჩალიჩებ კიდე ამხელა კლუბი უთავმოყვარეო უნდა იყო, კი რტულად წამოსაყვანია ნაპოლიდან მარა იუვეს აქვს იმის შესაძლებლობა რო ინსინიე მოხიბლოს, თან არ მგონია მაგ დონის მოთამაშეს არ უნდოდეს გრანდში თამაში ბერარდის მემგონი წელს გვაღირსებენ, + ბენაზია ამომავალი ვასკვლავი იტალაიში, მიუხედავად იმისა რო ინტერის კაცია იუვეს… Read more »

8 years ago

აზრი არ აქვს მაგ ყველაფერს, თუ ალეგრის დატოვებენ… ყავს ახალგაზრდებიცდ და ნიჭიერებიც და უზის სკამზე…
ხომ შეიძლება რომ ერთად ატამაშიოს მაროტა და დიბალა, მარა არაა, სკამზე უზის, აი ვის დაუსვენა ხედირა წუხელ, რა შუაში იყო ლემინას ტამაში, როცა ტიპი წინა 5 ტური განაცხადშიც არ ყავდა მგონი…
ასე რომ ალეგრის გინდა ინსინიე მოუყვანე და გინდა მესი, დატოვებს მაინც სკამზე და იტყვის ვასვენებო :lool:

Di Francesco # 1
8 years ago
Reply to 

ერთი თამაშიდან გამომდინარე არ ვაფასებ ალეგრის, გუშინ გარისკა მეორე სასტავით ითამაშა, რო მოგვეგო პირიქით ვიტყოდით რა კაია ყველას რო აძლევს სანსთქვა. ვინც მოვა ალეგრის შემცვლელად იმანას~ც უნდა დააყენოს ხშირად მეორე სასტავის ხალხი, სულ ერთი თერთმეტეულით თამაშიც არაა სწორი, უბრალოდ რაღაცა მონახაზი უნდა ქონდეს გუნდს რომელშიც მარტივად ჩაჯდება სკამის კაცი, ალეგრის გუნდი არააქ ჩამოყალიბებული და კონტეს დანატოვარი გუნდურობაც მთლიანად იკარგება როცა ამდენ ლემურებს შეუშვებ გუნდში, ძველი ხალხი ინდივიდუალურად კიდე სახეს უნარჩუნებს გუნდს და ახლები რო შემოდიან ვაფშე არეულები არიან, გუნდის ნაწილი ვერ ხდებიან, იმიტორო გუნდი არაა საერთოდ იუვე. სიკენ მიდის იუვე და რა გზით ვითარდება ალეგრის რო კითხო არ იცის. შემტევი… Read more »

8 years ago

რას ამბობ, რას? მეორე სასტავი უნდა ათამაშო მაშინ როცა პირველი გყავს უკვე, მარა ამას არცერთი ყავს ჯერ… და უნდა დაასვენო ხალხი მაშინ როცა პირველზე ხარ და დასვენების უფლება გაქვს და ამის შესაძლებლობას გაძლევს სატურნიორო ცხრილი, თორე ეგრე არ გამოვდინენ საერთოდ ტურნირზე და სულ დასვენებულები იქნებიან

8 years ago

კი ბასტონო, მსაჯმა ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ გუნდი არ თამაშობს ამ კაცის ხელში, და სალაპარაკო არ უნდა იყოს მსაჯი როცა იუვე და სასუოლო თამაშობს…
შეხვდეს აბა რეალი ბავარია ბარსა სასუოლოს და თუ გინდა სასუოლოელი ამსაჯე, ვინ მოიგებს… ასე რომ ეს ეხლა არის თავის გამართლება და მეტი არაფერი…
სამწუხაროდ სწორედ ეგაა, რომ ალეგრის ეგონა რომ სასუაოლოს ცალი ფეხიტ და ნახევარი გუნდით მოუგებდა, ხოდა გამოიღო ამიტომაც…
არა რა, ვის უსვენებს ამ ხალხს ვერ ვხდები მართლა…

8 years ago
Reply to 

არ უმსაჯიათ კატასტოფულად ტურნში უდინეზესტან, ფროსინონესთან, კიევოსთან და ა.შ. მარა შედეგი მაინც ვერაფერი,.. ასე რომ პრობლემას მსაჯში ნუ კი ეძებენ ეხლა, რეალური პრობლემა დაინახონ. რა ტქმა უნდა ცუდი სატრანსფერო პოლიტიკია გატარდა ამ ზაფხულს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ შემადგენლობით რაც დღეს ყავს იუვე, გაციელბით წინ უნდა იყოს… ესეიგი რა არის პრობლემა? მწვრთნელი… სხვა გამოსავალი არაა, აბა რა უნდა ქნან? ყველა ამ ფეხბურთელს ვერ გაყიდიან ერთად და მერე სხვას ვერ იყიდიან ერთად, ამიტომ მიცენ შანსი სხვა მწვრთნელს… ალეგრიზე შანსის მიცემას აზრი არ აქვს… ამას იუვე გონია კატანია და უხარია 10 კაცით ბურთს ვაკონტროლებდითო… კიელინის რაც შეეხება, კიელინისთვის პირდაპირ წითელი არავის მიუცია და… Read more »

juveboy-leo
8 years ago

naxe ra imena valsi ecekva acherbi dybalas da msajis reaqcia nuli!!!!!! :chuvak:

8 years ago

მსაჯი ძაან ქაჯი იყო. არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებდა. ეგრე სერია ც-ში არ მსაჯობენ ალბათ. თუმცა წაგება დაიმსახურა იუვემ და განსაკუთრებით ალეგრიმ. კიელინი გასაგდები იყო. კუჭი აუშალა ბერარდიმ და აიჯაგა ბოლოს. ლემინას გაგდებაც შეეძლო მსაჯს. ასე რომ მარტო მსაჯსაც ნუ დააბრალებენ.

juveboy-leo
8 years ago

pexburti win midis vitardeba,ixveweba magram msajoba ver miyveba ritmshi,msaji apuchebs da dags asvams dges pexburts samwuxarod. . .
an amxelaze wavida da ganvitarda teqnika da danergon raime axali ro agar wyvetdes moments erti cenzura msaji. . .ra gaxda nu. . .
ravici raa amazrzeni iyo ukve sudias qmedebebi wuxel

jek17
8 years ago

იმაზება ყველა და ყველაფერი ფეხბურთში და მითუმეტეს იტალიაში,მარკიზიოს და ხედირას არგამოჩენაც ძაან მაეჭვებს ესეთ პრინციპულ თამაშში,სასუოლოს წაგება არ აქ სახლში და ამათმა ხალხი დაუსვენეს.ბუფონმაც მსაჯის რა ბრალია,თქვენი ბრალიაო და ეს ყველაფერი რაღაც ჩაწყობილს გავს.დღეს ფეხბურთს ტოტალიზატორები თამაშობენ,ვის არ წაუგია მარა ტოტალიზატორებში მაგრად დაიგრუზა იუვე,ამ სეზონშო ორი ზედიზედ მოგება არ ქონდა და ყველა ფიქრობდა მოიგებსო,ამ ყველაფრის ფონზე დაგრუზეს და გატეხეს კიდეც

8 years ago

ჩემი აზრით დიდი გუნდი და იმ გუნდის გულშემატკივრები მსაჯზე არ უნდა ლაპარაკობდნენ, რაცარუნდა გააკეთოს მსაჯმა მაინც ვალდებული ხარ რომ სასუოლოს მოუგო თუნდაც 10 კაცით. გუშინ კი საშინელებები გააკეთა მარა გუნდის თამაში ვინმეს მოგეწონათ ? )))) 30 წუთზე გააგდეს კიელინი მაქამდე რასაკეთებდნენ ? ქაოსურად დარბოდნენ წინდაუკან, 2 პასი ვერ გააკეთა კვადრატამ დიბალასთან და მერე ვერც მორატასთან.
მარა მსაჯის ოჯახი :dance:

ელგუჯა ობოლაძე

ისე ყოველი მატჩის მერე ათასნაირი პრესკონფერენცია და ფეხბურთელების კომენტარები კეთდება. საინტერესოა ასეთი მსაჯობის მერე ჟურნალისტები როგორ არ ართმევენ კომენტარს მატჩის მსაჯს?!

jek17
8 years ago

მაგ მსაჯის ყველა ნათესავი და ახლობელი მოვიკითხე გუშინ და დღეს და ალბათ ორი კვირა კიდე მოკითხვაში ვიქნები

8 years ago

ტიპს სახე გაათალა ამ აჩერბიმ, როგორ არ მევასება ეს მცველი :(

| Newsphere by AF themes.
22
0
Would love your thoughts, please comment.x