ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტორიჩელი:”იუვე სუდეტოსთვის კიდევ გაიბრძოლებს”

ბიანკონერის გუშინდელ მარცხს კოლოსალური აჟიოტაჟი მოჰყვა.. უკვე ღიად საუბრობენ სეზონის ჩაგდებაზე, რომელიც ნამდვილად არ არის უსაფუძვლო ბრალდება.. რა უნდა დავარქვათ იმ ფაქტს, როდესაც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი 10 ტურის შემდეგ 12-ე პოზიციას იკავებს? თუმცა, მორენო ტორიჩელი მოთმინებისკენ მოუწოდებს საზოგადოებას და აცხადებს, რომ კლუბი მალე დაუბრუნდება გამარჯვებებს.. შესაძლოა გარდამტეხი სწორედ ტურინული დერბი გახდეს..

“ძალზედ რთულია კრიზისის გამომწვევ მიზეზზე საუბარი.. ნაკლებად მგონია ერთი კონკრეტული ვითარების დამსახურება იყოს. საქმე ერთბაშად რამდენიმე ფაქტორთან გვაქვს.. არ უნდა დავივიწყოთ ლიდერების წასვლა.. რომელ კლუბს არ გაუჭირდებოდა მაშინ როდესაც მას ტევესი, პირლო და ვიდალი დატოვებდნენ? ახალგაზრდა ფეხბურთელებს აქვთ პოტენციალი და დარწმუნებული ვარ საკუთარ სიტყვას იტყვიან, მაგრამ მათ დრო ესაჭიროებათ გამოცდილების დასაგროვებლად.

ალეგრი? მათ ვინც მის დათხოვნას ითხოვს რეალობას არის მოწყვეტილი. მაქს ყველაზე უკეთ მოეხსენება თუ როგორ უნდა დაძლიოს კრიზისი. მშვიდად ყოფნის საშუალება უნდა მივცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარება უმართავი იქნება და მერწმუნეთ მაშინ თავკაცის შეცვლა არაფერს უშველის. იუვეს რიგებში ძლიერი კოლექტივი ირიცხება, რომელსაც მცირე დრო დასჭირდება სიტუაციის დასასტაბილურებლად. ვფიქრობ, ისინი კიდევ გაიბრძოლებენ სკუდეტოსთვის”.

გუშინდელი მარცხის შემდეგ ტურინელებმა გადაწყვიტეს ბაზაზე დარჩენა ტორინოსთან შეხვედრამდე, რომელიც შაბათს საღამოს გაიმართება..

“ვფიქრობ, ეს კარგი გადაწყვეტილებაა რადგან გუნდს ერთად ყოფნის საშუალება მიეცემა.. ფეხბურთელები ერთმანეთს შეხედავენ და იპოვნიან დაკარგულ სულისკვეთებას, რომელიც ხელახლა დამუხტავს ბრძოლისკენ. ტორინოსთან მატჩი საჭირო დროს ტარდება. შესაძლოა იგი დაბრუნებისთვის გარდამტეხიც კი გახდეს”.

წყარო: Football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
8 years ago

შანსი არ ააქ წელს იუვეს სკუდეტოსი ჩემი აზრით სამეულშიც შესვლა გაგვიჭირდება წელს

juveboy-leo
8 years ago

exla vuyureb meore taims ganmeorebit da ra magrad shejdnen da ra gaxda 1 goli ra. . . es im fonze ro kaci gagvigdo sudiam
es kutxurebi xo katastrofa iyo ramdeni gaaniaves

juveboy-leo
8 years ago

ertxel 4-3-3 it itamashos da cuadrado metad awios flangze
shetevashi met sargebels moitans vidre sigrmidan,tan naxevardacva asetuise saimedoa am taqtikistvis
ase magalitad:
morata-zaza-cuadrado
pogba-markeze-khedo
sandro-kielo-bonu-kaso
. . . . . . . . . . jiji. . . . . . . . .

juveboy-leo
8 years ago
Reply to  juveboy-leo

nu dybalac sheileba ertertis alvaros an simones nacvlad

Di Francesco # 1
8 years ago

ალბათ იმას გულისხმობს სოფლეში წასული კაცი ყანიდან რო მოაბრუნა მაროტამ და ლიგის ფინალში რო დასვა. პირადი კრიზისი დაძლია :chuvak:

8 years ago

რის საფუძველზე ამბობს რომ მაქს ყველაზე კარგად მოეხსენება როგორ დაძლიოს კრიზისიო? როდის დაუძლევია ალეგრის კრიზისი? პირიქით, დაძლეულ კრიზისებს თავიდან აკრიზისებს, მილანში ვერ დაძლია და აწყობილი გუნდი დაეშალა… იუვეში ჯერ ვერაფერს ძლევს და გუნდის სახელს შლის და რა მოეხსენება ალეგრის?
რამდენი ვიღაც სულელი რაღაცას იტყვის, არაა საჭირო ყველაფრის დადება… სულელი იმიტომ რომ მორენო ტორიჩელი ვისაც გახსოვთ, არ იყო მთლად დალაგებული მინდორზეც :lool: და წიტელი ბარატების და ჩხუბის მამა იყო

8 years ago

ტორინოს ვერ მოუგებს, მერე იტყვის, დერბია და დერბიში ყველაფერი შეიძლება მოხდესო და ასე, უკვე 10 ტური განიავდა…
ზატო სეზონის ბოლოს გვეყოლება დასვენებული ხალხი და მე-7 ადგილი კარგ შემთხვევაში…

და მორენო ტორიჩელის ვეტყოდი, რომ თავდააა რეალობას მოწყვეტილი, როცა ალეგრის ამართლებს…
ალეგრის მოყვანა თავიდანვე შეცდომა იყო, არათუ ასეთ დროს დატოვება მისი გუნდში…

paata17
8 years ago

Mogeba mechveba torinostan.ufro fre mgonia, an cavagebt.sasuolos donis gundia da magas ra pontshi unda movugot. Fui bliad aseti gulgatexili seria b.shi tamashis dros ar viyvavi

Samtrediel90
8 years ago

დიბალა-მორატა
პოგბა
სტურარო-მარკიზა-ხედირა

ასე ითამაშოს ერთხელ ამ უპატრონომ რა იქნება
ან თუ არა მაშინ ერთი სასტავი დააყენოს და მიაწვეს იმას,ყოველ თამაშში 8 ფეხბურთელის გამოცვლა ვის გაუგია

juveboy-leo
8 years ago

gaibrdzolebs gaisad aba ras izams . . . :chuvak:
exla eseni zedized 5-6 matchis momgebebi ar arian da cherez adin/dva mogebit ra skudetozea laparaki. . .

Di Francesco # 1
8 years ago

kai ვენდოთ კიდე ერთხელ ალეგრის, ოღონდ ტოინოსთან მანჯუკა არ დამანახოს არც შეცვლაზე
მორატა – დიბალათი დაიწყოს თუ უნდა და კვადრადო სკამზე დასვას, ზამენიდან ძაძა შემოუშვას 60 წუთისკენ

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x