ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ბურთიც და მოედანიც ჩვენს ხელთაა”

ტურინის “იუვენტუსი” უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება, ხვალ ბიანკონერები “იუვენტუს სტედიუმზე” “ტორინოს” უმასპინძლებენ.მასიმილიანო ალეგრის განცხადებით, დელა მოლეში ფავორიტი არ არსებობს და სამ ქულას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება : “დერბიში ფავორიტი არ არსებობს, ბოლო ორი მატჩი ძალიან რთული გამოდგა და ხვალაც იგივეს ველი.ჩვეულებრივ ტორინოს ველი, ვენტურას ძლიერი გუნდი ჰყავს და არა მგონია, გამარჯვებისთვის რამე დაიშურონ.ვფიქრობ, სატურნირო თვალსაზრისით ჩვენთვის სამი ქულის მოპოვება მეტად ღირებული იქნება, ვიდრე მათთვის, არაფრის გვეშინია, მაქსიმალურად უნდა გამოვავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები.ჩვენი მიზანი ? – მაქსიმალურად მაღლა უნდა ავიწიოთ, არ შეიძლება ყოველი კარგი თამაშის შემდეგ ვიძახოთ რომ დავბრუნდით, ჩემპიონთა ლიგაზეც სერიოზული დაპირისპირებები გველის, არ დაგვავიწყდეს არც კოპა იტალია.რაც შეეხება ტაქტიკურ მონახაზს, რამდენიმე დეტალი ჯერ კიდევ გადასაწყვეტი მაქვს, მარკიზიო თავს კარგად გრძნობს და იგი ითამაშებს, იგივე შემიძლია ვთქვა კასერესზეც, მარტინი დაბრუნდა.”

“გუნდში ის დროა, როცა გამოცდილმა მოთამაშეებმა საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, ეს უპირველეს ყოვლისა ბუფონს და ევრას ეხება, მათ უკვე გააკეთეს ისეთი განცხადებები, რომელიც პოზიტივისკენ მიმართავს გუნდურ ატმოსფეროს.სასოულოსთან დაცვაში ცუდად არ გვითამაშია, პირველ ტაიმში უსუსურები ვიყავით შეტევაში, მეორე ნახევარში ვუტევდით, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში კვლავაც პრობლემებია.რუგანი ? – მისი აგენტის სიტყვებს გავეცანი, ხაზგასმით ვიტყვი, რომ გუნდის მიზანი დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღწევაა, ახალწვეულები თამაშობენ და ნელ-ნელა მათი სათამაშო დრო მოიმატებს კიდეც, მანჯუკიჩმა ზედიზედ ორ თამაშში მიიღო მონაწილეობა, ხედირამ ხუთი შეხვედრა მიყოლებით ჩაატარა.ვფიქრობ, რამდენიმე ქულით მეტს ვიმსახურებდით, თუმცა რაც უკვე ფაქტია არ შეიცვლება, ხვალ ბურთიც და მოედანიც ჩვენს განკარგულებაში იქნება.კრიტიკა გამართლებულია, ჯერ მხოლოდ 12 ქულა გვაქვს, უნდა მოვუმატოთ.”

წყარო : ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
8 years ago

მოგვიგებდეს ეს ტორინო ერთი 3-0 და დაასვენებენ ამასაც და დავისვენებთ ჩვენც

la bella signora
8 years ago

დღეს ვიგებთ !!! დარწმუნებული ვარ რომ დღეს მოვიგებთ და დღევანდელი დღის შემდეგ წაუგებელი სერია გვექნება!! ასე რომ ფორცა იუვეე https://www.youtube.com/watch?v=j2etPUmHUbs :forza: :forza: :forza: :forza:

giorgi kvinikadze
8 years ago

ვინ ალეგრის არ ადანაშაულებთ აბა მე დავტოვე ხედირა და მორატა სკამზე????მომინდომა ფეხბურთელების დასვენება გეგონება დიდი ჰანდიკაპით ვლიდერობთ და ლიგის ფინალისთვის ვემზადებით რა დროს დასვენებაა სამეულისთვის ვიბრძვით…..გეთანხმებით რო ფარჩაკი ტრანსფერები გაკეთდა მარა ასეთი გარჩაკიც არა რო სამეული სანათრელი გვკონფეს ამ ჩაქიმულ სერია აში…..დროზე უნდა გააჯმევინონ ამ სიქიმს სანამ სამეულის შანსი კიდევ არის….მეზიზგება უკვე ამის თავის მართლებები….

lexo doreuli
8 years ago

თუ უნდათ რომ გუნდი ბევრად უარეს დღეში ჩავარდეს, ამისთვის იდეალური საშუალებაა სპალეტი, ან მაცარის მოყვანა

jjj jjj
8 years ago

გამოჩნდით აბა ფილოსოფოსებო :mrgreen: ერთი წესიერი და ჩამოყალიბებული ფეხბურთელი ვერ მოუყვანიათ და აქ კიდე აქებენ შმაროტებს და მაროტებს. მაგიტო ვიძახი რომ ხელმძღვანელობის არ იყოს თქვენც იუვე უდინეზეში გერევათ :yes:

jjj jjj
8 years ago

ვერც კაპელო და ვერც დიფრანჩესკო ვერ უშველის ნახირს :c: რამდენუმე კაცის გარდა იუვეში ნახირია სუფთა. გინდა ის მწვრთნელი დანიშნეთ და გინდა მამაზეციერი. ის სასტავი სადაა მაროტას რომ აქებდა და იუვე ახალ დონეზე აყავდა ნეტა.

Giorgi kasrashvili
8 years ago

გამეხარდა რომ ლიპის და კაპელოს სახელებმა გაიჟღერა…

არანაირი სპალეტი და მაცარი!!!

ლიპი-ანჩელოტი-კაპელო ან წელს ჩაამთავროს ალეგრიმ და გაისად დი ფრანჩესკო მოიყვანონ ბერარდისთან ერთად და ეგაა რა!!!

jjj jjj
8 years ago

მე იმედი არ მაქვს წლევანდელი იუვეს… ამაში მწვრთნელს ყველაზე ნაკლებად ვადანაშაულებ!!! დედა უტირეს გუნდს

jek17
8 years ago
Reply to  jjj jjj

ნამდვილად გეთანხმები,ყველაზე ნაკლებად ვადანაშაულებ ალეგრის,პირველ რიგში მაროტაა დამნაშავე და მისი გუნდი,ანიელიმაც ცოტა უნდა გაშალოს ხელი სხვანაირად დღევანდელ ფეხბურთში ვერაფერს გახდები

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x