ტუტოსპორტი : ჯერვასონიმ “იუვენტუსი” არ დაინდო
ჯერვასონის საშინელ მსაჯობაზე საუბარი აპენინებზე ჯერ კიდევ გრძელდება, საკმაოდ საინტერესო სტატიას პოპულარული გამოცემა, ტუტოსპორტი აქვეყნებს : “მატჩის დაწყებიდან ორ წუთში პელუზომ საკუთარ საჯარიმოში სტურაროზე იუხეშა, ასპროცენტიანი პენალტი იყო, ფედერიკოს საერთოდ არ აინტერესებდა ბურთი, იგი თამაშის წესებს არღვევდა, მსაჯს ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია.38-ე წუთზე მოედნიდან კიელინი გააძევეს, სიმართლე რომ ვთქვათ, მეოთხე წუთზე ჯორჯოსთვის ყვითელის ჩვენება სულაც არ იყო აუცილებელი, თუმცა ჯერვასონიმ დაუფიქრებლად ააფრიალა ბარათი.73-ე წუთზე კუადრადოს წინააღმდეგ კვლავ პელუზომ იუხეშა, რომელსაც ყვითელი ბარათი ჰქონდა, თუმცა იტალიელი მცველი არ გაუძევებიათ.75-ე წუთზე მსაჯის სასტვენის შემდეგ ბერარდიმ ჯიჯი მოატყუა და გოლიც გაიტანა, დომენიკოს გაფრთხილება ჰქონდა, თუმცა მისთვის მეორე ყვითელი არ უჩვენებიათ.77 წუთზე კი აჩერბიმ იდაყვი სახეში ჩაარტყა დიბალას, აქ ბარათის ამოღებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ჯერვანოსიმ ჯარიმაც კი ვერ დაინახა, არადა, როგორც წესი, ეს მოედნიდან გაძევებაა.გაძევება კიდევ იყო, თუმცა სასოულოს რიგებში არავინ გაუძევებიათ, მოედნიდან ალეგრის თანაშემწე, ფიზმომზადების მწვრთნელი ტრომბეტა გააძევეს.”
წყარო : Tuttosport
მსაჯმა მართლა საზიზღრად იმსაჯა, მაგრამ ეს არი იყო იუვე-რეალი, რომ მსაჯს ბრალდებოდეს თამაშის ბედის გადაწყვეტა. არ უნდა წაეგოთ ეს თამაში.
ისედაც ვერ აეწყო გუნდი ჯერ კიდევ და მსაჯიც რო ესეთ რაღაცას გიკეთებს…
ნუ ახლა ცუდად იმსაჯა აშკარად, მარა იუვეს 10 კაცით მოთამაშის არაფერი დასტყობია. ჯერვაზონის ბრალი არაა რო თავმოჭრილი ქათმებითაა სავსე გუნდი. იუვეს დონის გუნდისგან სირცხვილია მსაჯობაზე საუბარი. 2012-2013 წლების სეზონში სულ იუვეს სასარგებლოდ მსაჯობდნენ, მარა მაშინ ყველა კმაყოფილი იყო. გოლი-ფანტომის მერე იუვემ საერთოდ არ უნდა ამოიღოს მსაჯობაზე ხმა, სულ 23 კაცი რო გაუძევოს მსაჯმა.