ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კუადრადო:”პირველი გოლი და საოცარი ემოცია”

ცხოვრება სავსეა უცნაური ეპიზოდებით.. მაგალითად, ტურინში მომხდარზე რომ ვისაუბროთ.. მატჩის პირველივე წუთებზე ტრავმას სამი ხედირა იღებს, რაც იუვესთვის დიდი დანაკლისია.. მოედანზე ხუან კუადრადო გამოდის, რომლის მაღალ საშემსრულებლო ოსტატობაში ეჭვი არავის შეაქვს, მაგრამ გერმანელის ტრავმა დაღს ასვამს გუნდის მარგი ქმედების კოეფიციენტს.. მითუმეტეს იუვეს დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ყველას კარგად ესმოდა, რამდენს ნიშნავდა მოქმედი ჩემპიონებისთვის დღევანდელი შეხვედრა.. საბედნიეროდ, “უცნაურმა” ბედისწერამ სწორედ კუადრადოს არგუნა უმნიშვნელოვანესი გოლის გატანა:

“ეს იყო პირველი ბურთი შავ-თეთრი მაისურით, რამაც უდიდესი სიამოვნება მომანიჭა. ვთამაშობდით როგორც ერთიანი მექანიზმი და ვფიქრობ დავიმსახურეთ გამარჯვება. თითოეული ჩვენთაგანი სწორედ ამ დაუოკებელი წყურვილით ეკვეთა მეტოქეს და მიიჩქაროდა მათი კარისკენ.. იყო ეპიზოდები, როდესაც ტორინოს დაცვის ზღუდეებს ვერაფერს ვუხერხებდით..

ასევე მსურს გამოვყო ბუფონი.. ადამიანი რომლის იმედი მუდამ უნდა გქონდეს.. ის ჩვენი კედელია და დღეს მან მორიგი ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა. დღევანდელი წარმატება ფსიქოლოგიური კუთხით ფასდაუდებელია და ამასთანავე ჩვენ ისევ დავბრუნდით ბრძოლაში. ეხლა უკვე თითოეულ მატჩი ისე უნდა გავმართოთ თითქოს უკანასკნელია და ასეთ შემთხვევაში მერწმუნეთ შედეგი არ დაახანებს. ბრწყინვალე გუნდი გვყავს და ამას მალევე დაგიმტკიცებთ”.

მანამ ფეხბურთელებში გასახდელში ხარობდნენ ბოლო წამებზე მიღწეული გამარჯვებით მათი თავკაცი ჟურნალისტებს ხვდებოდა.. მასიმილიანო ალეგრი კმაყოფილია სამი ქულით, თუმცა აღნიშნავს რომ ფეხბურთელებს ბევრ ასპექტში აქვთ მოსამატებელი:

“ეს იყო საღამო, როდესაც ჩემს შეგირდებს გამარჯვების დაუოკებელი წყურვილი გააჩნდათ.. უკანასკნელი 10 წუთის მანძილზე ცდა არ დაუკლიათ და ჯიუტად ეძებდნენ მეტოქის კარის გასაღებს. ტორომ ნამდვილად კარგი მატჩი გამართა, თუმცა ვფიქრობ გამარჯვება დავიმსახურეთ.

ხასიათის მხრივ ნამდვილად საუცხოო შეხვედრა გავმართეთ, მაგრამ მჭიდრო გრაფიკიდან გამომდინარე წვრთნებზე მეტი ოფლისღვრაა საჭირო. მანამ სანამ ლიგის პირველ ეტაპს არ დავასრულებთ, მდევრის როლში მოგვიწევს ყოფნა. თუმცა, მსგავსი გამარჯვების წყურვილით დიდ წარმატებას მივაღწევთ.

ალექს სანდრო? ტორო თავს კარგად იცავდა და შესაბამისად საჭიროდ ჩავთვალე სიჩქარის მომატება.. გამიმართლა, რომ საგოლე გადაცემა სწორედ სანდროს ანგარიშზეა, მაგრამ ასევე არ უნდა დავუკარგოთ გარჯვა მანჯუკიჩს, რომელმაც ახლო ძელზე პრესინგი განახორციელა.

ჰერნანეში? ტრეკუარტისტაზე ასპარეზობა მარტივი არ არის.. ხოლო დაცვით ფუნქციებში ბრაზილიელს აშკარად მომატებული აქვს და მისასალმებელი ფაქტია. ვფიქრობ, მას რეჯისტაზე გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს.

მესმის, რომ ფორვარდებისგან გოლებს ელიან.. დღეს მართალია მორატამ და დიბალამ მინდორი გოლების გარეშე დატოვეს, თუმცა გადამწყვეტი ეს ფაქტი ნამდვილად არ არის. მთავარია მსგავს ენერგიულ სტილში გავმართოთ შეხვედრები.

დერბი ისედაც მნიშვნელოვანი მოვლენაა ქალაქისთვის, თუმცა პირადად ჩვენთვის შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დღევანდელ გამარჯვებას ოქროს ფასი აქვს. გამარჯვების სურვილს არ უნდა ვივიწყდებდეთ, მაგრამ მოსამატებელი გვაქვს.

მერწმუნეთ.. სერიოზული კოლექტივი გვყავს, რომელსაც დრო სჭირდება და მცირეოდენი იღბალი.. წარმოგიდგენიათ.. უმეტესობა გოლები მხოლოდ ერთი დარტყმისგან გვაქვს გაშვებული. საბედნიეროდ ბედისწერა დღეს ჩვენს მხარეს იყოს.. გუნდისკენ, რომელსაც გამარჯვება მეტად სურდა.

სკუდეტოზე არ ვართ კონცენტრირებულნი. მთავარია ქულები დავაგროვოთ. ტორინოსთან გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის წინ მორალურად გაგვაძლიერებს, სადაც დადებით შედეგს აუცილებლად უნდა მივაღწიოთ”.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

15 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli morchadze
8 years ago

სადნროს შემოყვანით ფლანგებზე გადართო თამაში, რადგან მანძუ შემოიყვანა და მას ჩაწოდებები და მომარაგება ჭირდებოდა.

დიბალა უფრო შეწეული უტევდა და შუიდან რომ ვერაფერი მოუხერხეს ტორინოს დაცვას, მითუმეტეს ბოლო წუთებში წარმოუდგენელი გახდებოდა მათი დაცვის გარღვევა ცენტრიდან, ასე რომ გამართლებული იყო ცვლილება.

Giorgi kasrashvili
8 years ago

დაურთეთ ისიც რომ ბედისწერა იყო ალექს სანდროს შემოსვლა თორე რა ტაქტიკური ცვლილება გააკეთა ალეგრიმ ვითომ მაგით? :D

8 years ago

ეტყობა არ გინდა მიხვდე თორე არ არი ძნელი მისახვედრი რა ცვლილება იყო… ტექნიკური და კარისკენ ორიენტირებული დიბალა შეცვალა ჩისტა ფლანგელით რომელიც მანჯუკიჩს ჩაუწოდებდა ბურთებს და ისეთ პრასტრელებს შეაგდებდა როგორიც შეაგდო…

la bella signora
8 years ago

აუუ მითხარით სად ვუყურო თამაშს ? ვერ ვიპოვე :forza: :forza:

vakhtang karchava
8 years ago
vakhtang karchava
8 years ago

ჩვენს თამაშს ხომ არ გულისხმობდი? ))

la bella signora
8 years ago

კიიი ჩვენსას ვგულისხმობდი

la bella signora
8 years ago

ძალიან დიდი მადლობა

irakli morchadze
8 years ago

ჰმ

მაგ თამაშის გამოტოვება იქნებოდა :D

მამენტ მაგარი 94 წუთი გელის

წინა წლის დე ჟა ვუ

8 years ago

საღოლ. მაგარი ემოცია იყო.
ალეგრის მაინც მინუსი. ერთადერთი შეცვლები გამოიცნო, დანარჩენი მაინც დაბალ დონეზეა. ესეც მაგის დასვენებული ხედირა. :) სასუოლოსთან რომ დაასვენა ტორინოსთვის მაგრად გამოადგა. ვერ ვხვდები მორატას ცენტრ-ფორვარდად რატო არ თვლის. იმენნა 9 ნომერია ტიპი და ეს სად ათამაშებს. გასაგებია რო სწრაფია და ფლანგზეც სასარგებლოა, მაგრამ როცა ცენტრ ფორვარდის პრობლემა გაქვს და მანჯუ-ძაძათი გვტანჯავ, საცოდაობაა მაროტა სკამზე გიჯდეს. ეს პასუხია იმ კითხვებზე აქ რომ აქვთ ზოგიერთებს: რად გვინდოდა 3 ეღტნაირი ფორვარდიო. იმად რომ ალეგრი ძაძას და მანჯუკიჩს თვლის ცენტრ ფორვარდებად და ალვაროზე სხვა გეგმები აქვს. მოკლედ უნდა დაანებოს ექსპერიმენტებს თავი და უძლიერესი შემადგენლობა ათამაშოს, რომ მოქინავე პოზიციაზე დავბრუნდეთ.

8 years ago
Reply to 

მორატა :)

forza bianconeri
8 years ago

მერდების თამაშს უნდა ვუყურო :blin: კი მინდა ორივემ წააგოს :roll: მარა სადაა ეგრე :chuvak: ისე კი ინტერის მოგება მირჩევნია, არამგონია სკუდეტოს მოგების ერთი ადგილი ქონდეთ. დღეს თუ გაუმართლებთ კარგია

jek17
8 years ago

ლინკი დადე რა ძმა მერდების თუ გაქვს

forza bianconeri
8 years ago

რა გააკეთოს მორატამ მეტი, შეტევაში ვერ წავიდნენ ნახევარმცველები სანამ ეგ მოედანზე იყო. ეგ თავის მხრივ იმის ბრალია რო იმპოტენტო ერნანეშის საქმეს მარკიზა პოგბა ინაწილებდნენ. რამდენი აიღოს თავის თავზე მარტო ხო არ ეთამაშება 3 მცველს? ჯობდა დიბალას მეტი კრეატიულობა შეეტანა შეტევაში ეგ ან ურტყავდა ან უაზროდ კარგავდა ბურთს. მანძუს და ძაძას როგორ არ ჯობია ალვარო? ორივეს ერთად უფრო ცუდი მიღება აქვს ვიდრე ჯიჯის ან კიელოს.

| Newsphere by AF themes.
15
0
Would love your thoughts, please comment.x