Calcio-მიმოხილვა:”სერია ა-ს მე-11 ტურის ანონსი”
სერია ა მე-11 ტური ერთბაშად რამდენიმე ძალზედ საინტერესო და სატურნირო კუთხით მნიშვნელოვან დაპირისპირებას გვთავაზობს.. ტური ხვალ თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება და მას ტურინული დერბი გახსნის.. ჩვენთვის თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ დაპირისპირების ფსიქოლოგიური კუთხით თავადაც კარგად მოგეხსენებათ და ამ რუბრიკაში ნამდვილად არ შეგაწყენთ ზედმეტად თავს.. უმჯობესია თუ უმალვე გადავერთვებით კონკურენტებზე და დავიწყოთ შაბათის რიგით მეორე სუპერ მატჩით, რომელიც მილანში გაიმართება..
უნდა აღინიშნოს თავშივე, რომ გასულ ტურში ორივე მათგანმა იმარჯვა.. ერთს უფრო გაუჭირდა ვიდრე მეორეს.. იყო იმის რეალური შესაძლებლობა, რომ ნერიაძური საერთოდ ქულითაც დაბრუნებულიყო შინ, მაგრამ იღბალმა ჰანდანოვიჩს გაუღიმა, ხოლო დესტროს სიხარული მომავალი ტურებისთვის გადადო. რაც იყო იყო და ხვალ ერთმანეთის პირისპირ ორი სატურნირო ცხრილის ლიდერი და ფსიქოლოგიური კუთხით იდეალურ მდგომარეობაში მყოფი კლუბი წარსდგება.
და მაინც რა მიზნები აქვთ მათ? იბრძვის კი ინტერი ჩემპიონობისთვის? პასუხი ნათელია და მას სამწუხაროდ იუვენტუსმა უპასუხა. ოთხ წლიანი სრული ჰეგემონიის შემდეგ მოულოდნელმა კრიზისმა დანარჩენ კლუბებს თითქოს გამოფხიზლებისკენ მოუწოდა და შედეგად ჩემპიონობისთვის მაძიებელთა ციფრი ეხლა არა “ერთი”, არამედ ერთბაშად 4-5-ია.. თუმცა, ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ლაციო ვერ დაიტრაბახებს მაინც და მაინც სტაბილურობით და ძირითადი ბრძოლა სწორედ ინტერს, რომას, ნაპოლის და შესაძლოა ფიორენტინას შორის გაიმართოს.
ინტერისტების მდგომარეობა ისევ ისეა.. გუნდია კარგია თავდაცვით მოქმედებებში, მაგრამ საოცრად უჭირს თავდასხმაში ხეირიანი შეტევების ორგანიზება. მანჩინის განკარგულებაში წინ კი საკმაო დროა, მაგრამ რომას და ნაპოლის კარგ ფორმას თუ გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული ამ თავდასხმით ოდნავ ჩამორჩნენ კონკურენტებს. საპირისპირო სიტუაციაა დედაქალაქელებთან.. სწრაფი, დინამიური და შემტევი რომა, რომელიც ტოტალურ ფეხბურთს თამაშობს “უეჭველად” დიდი ძალებით შეუტევს მეტოქეს.. ნამდვილად არ შეუშინდება მილანურ კედლებს, ეს გარსიამაც დაადასტურა, რომელმაც მეტოქისადმი პატივისცემა გამოხატა, მაგრამ უმალვე აღნიშნა:”ჩვენ აქ გამარჯვებისთვის მოვედით და უკან არაფერზე დავიხევთ, რადგან სკუდეტო ეხლა უფრო რეალური გახდა ვიდრე გასულ წლებში”.
მანჩინის ყველაფერზე საკუთარი შეხედულება აქვს, მაგრამ მას მშევნივრად აქვს გათვითცნობიერებული მეტოქის უპირატესობა.. შედეგად შედარებით ფრთხილ ტაქტიკას აირჩევს.. თავდასხმაში კი წესით და რიგით თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა იოვეტიჩი – იკარდის დუეტს ვიხილავთ.. არგენტინელს ძალზედ უჭირს მაშინ როცა ჩერნოგორიელი არ თამაშობს, ამიტომ ეხლა მას ამის სიამოვნება მიეცემა და ვნახოთ შანს როგორ გამოიყენებს.. ამ შეხვედრაში ფავორიტი ალბათ მაინც რომაელები არიან, მაგრამ ჩვენთვის იუვეს ტიფოზებისთვის იდეალური შედეგი ფრე იქნებოდა.. მაგრამ გუნდები სხვაგვარად მიუდგებიან.. ნაპოლი ახლოს არის და ფიორენტინაც თითქოს გამოფხიზლდა.. ეხლა უკვე ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს.
ნამდვილად არ ვიცი რამდენმა თქვენთაგნმა უყურა ვერონა – ფიორეს დაპირისპირებას, თუმცა ვინც ადევნა თვალყური ფიორეს სიძლიერეზე მეტად ვერონელთა საცოდავ მდგომარეობას მიაქცევდა ყურადღებას. ლუკა ტონის და ჯამპაოლო პაცინის გარეშე დარჩენილ გუნდს ძალზედ უჭირს დამაგვირგვინებელ ფაზაში შედეგის მიღწევა. მოკრძალებული კლუბები სხვაგვარი ტაქტიკით ასპარეზობენ და დიდწილად სწორედ ისეთ პერსონებზე არიან დამოკიდებულნი, რომლებიც ზემოთ ჩამოგითალეთ. ფლორენციელებმა კი თავის მხრივ რა შანსებიც ჰქონდათ მაქსიმალურად გამოიყენეს და ერთ-ორ ეპიზოდში უფრო ზუსტადაც, რომ ეთამაშათ მეტად გაანადგურებდნენ მეტოქეს.. შესაძლოა იმ 1-2 ბურთს უკვე ვეღარც ეხსნა გადადგომისგან ვერონას თავკაცი..
სოუზა, ძალზედ გაწონასწორებული და სერიოზული ჩანს. თითქოს იცის როგორ უნდა მოიპოვოს ქულები და ამას ეტაპობრივად აკეთებს. იცით.. ფიორეს ყოველთვის აკლდა სტაბილურობა.. ანუ შეიძლება კარგი შემტევი შეხვედრა გაემართა, მაგრამ ორ ეპიზოდში დასცდენოდა ფეხი და დამარცხებულიყო.. დიახ, წელსაც ჰქონდათ ფეხის დაცდენები მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ მწვრთნელმა სულ რაღაც ზაფხულში ჩაიბარა იები. ჩაიბარა და ალბათ ისე აათამაშა დელა ვალებიც რომ არ ელოდნენ. ჯუზეპე როსის გამოჯანმრთელებმაც კარგად მოუსწრო.. ვერონასთან საგოლე გადაცემა მიითვალა და თუ ფორმას აკრიფავს მათ ხელში დამატებითი იარაღი გაჩნდება.. დამატებითი იარაღი კი კალჩოში დამატებითი ქულების მოპოვებასთან ასოცირდება. და ნუ გაკიცხავთ მათ ინტერთან განცდილი მარცხის გამო.. ფსიქოლოგიურად მათზე წნეხი არ არის და ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეეცდებიან მაღალი საფეხურისთვის ბრძოლას..
ვფიქრობ, მოახლოებულ ტურში სწორედ მათ ჰყავთ ყველაზე იოლი მეტოქე.. და დავამატებ მოკრძალებულ აზრს მეტოქეს ისე დაამარცხებენ, რომ გოლს არ გაუშვებენ.. მათი წარმატების საიდუმლო უკანა ხაზში დალაგებული თამაშია, რაც მსგავს გუნდებთან ბევრს ნიშნავს. სოუზა.. ბრავო.. ნუ ჯერჯერობით მაინც
თუ ფიორემ აპლოდისმენტები საკუთარი დაცვის გამო დაიმსახურა, აი მაურიციო სარის ნაპოლი საკუთარი სათამაშო სტილის რადიკალური გაუმჯობესების გამო იმსახურებს. პალერმოსთან შეხვედრაში მოედანზე ერთი გუნდი იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა რომ სან პაოლოზე 11 ვარდისფერებში გამოწყობილი ფეხბურთელი ცდილობდა საკუთარი რეპუტაციის დაცვას.. სწორედაც რომ ცდილობდა, რადგან პირადად მე ვერანაირ სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ.. რატომ? ჯერ მარტო ოთხი ძელი სცემს ამ კითხავს პასუხს..
დომინირება, ტოტალურობა, დინამიურობა, დაუღალავი პრესინგი.. ნაპოლი მართლაც საშიშია ნებისმიერი გუნდისთვის ვინც მას წინ შეხვდება. თუმცა, ბევრი რამ ამ გუნდში ინსინიეზეც არის დამოკიდებული და ეს თავად სარისაც ბრწყინვალედ მოეხსენება.. რამდენიც არ უნდა იაქტიუროს ფლანგზე მერტენსმა და კონტრაქტი უხანგრძლივონ, მათი მთავარი ძრავი იგუაინთან ერთად სწორედ ინსინიეა და მთელი ნეაპოლი ლოცულობს მასსზე..
მე-11 ტურში ნეაპოლიტანელები სტუმრად გენუას ესტუმრებიან, სადაც მეტად არასტაბილური და საკუთარი პრობლემებით დატვირთული ჯენოა დახვდებათ. გასპერინის გუნდმა სხვათაშორის საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა გასულ ტურში სადაც ტორინოს ტოლი არაფერში დაუდო და ბოლო წამებზე ქულაც წამოიღო.. ფავორიტი უდაოდ ნეაპოლიტანური კლუბია, მაგრამ საინტერესოა ირწმუნეს თუ არა რომ მათ რეალურად შეუძლიათ სკუდეტოს მოპოვება? სარი ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს, მაშინ როდესაც ნეაპოლიტანური პრესა სკუდეტოზე ოცნებობს.. სწორედ ეს ფაქტორი უშლის ხელს ფეხბურთელს სწორი კონცენტრირებისკენ.. ჯერჯერობით მათი შესაძლო პრობლემა შეიძლება მხოლოდ ეს მომენტი გახდეს, რადგან სხვა მხრივ ნაპოლი კარგ, აგრესიულ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს.
ლაციო – მილანი.. რომაელები რომ ასე მაღლა არ იყვნენ სატურნირო ცხრილში, ვიტყოდი ალბათ რომ ორი ზუსტად ერთმანეთისთვის შესაფერისი კლუბი დაუპირისპირდა ერთმანეთსთქო.. მაგრამ ვაი რომ მთლად ასე არ დგას საქმე. ლაციალეს ცუდი გუნდი არ ჰყავს და არ იფიქროთ მე მქონდეს რაიმე ანტიპატია მათთან, მაგრამ.. ლოტიტოს დამსახურებით ეს გუნდი ვერა და ვერ განვითარდა.. მატრი შეიძლება კარგი ფეხბურთელია, მაგრამ გუნდი რომელიც ლიგაზე აპირებს ასპარეზობს და მხოლოდ მისით და ერთი-ორი კადრით აძლიერებ, ფაქტიურად წირავ.. და გაიწირა კიდევაც.. ევროპა ლიგა და სერია ა-შიც ინერციით მოძრავნი. არასტაბილურნი და თვითონ ვერ ჩამოყალიბდნენ რისთვის იბრძოლებენ.. მაგრამ კი არიან ჩვენზე ზემოთ და თან ევრო ზონაში..
აი მილანი.. დიახ, შენებისკენ მიმავალია და ახალი მწვრთნელი ჰყავთ და ახალი ფეხბურთელები.. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ სწორი იყო სატრანსფერო პოლიტიკა? დიდი ინვესტიცია და გაურკვეველი შედეგები. თუმცა, ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს აქვს ოქროს ფასი და ეს რითი მიიღწევა თუ არა გამარჯვებებით? უკანასკნელ ორ შეხვედრაში მათ ეს შეძლეს.. ანუ მათ ის გააკეთეს რასაც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ცდილობს უკვე 10 ტურია.. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან როდესაც იმარჯვებ შენში იღვიძებს ინსტიქტი და გრძნობ ძალას.. შენ მარტივად ვეღარ წაგაქცევენ.. კარგი გრძნობაა ნამდვილა და უბრალოდ საინტერესოა მილანისტებს რამდენი ხნით გაჰყვებათ ეს..
ისე კალენდარში არ გაუმართლათ.. რომში ჩასვლა და წინა ტურში დამარცხებულ ლაციალესთან თამაშს არავის ვუსურვებდი. მითუმეტეს როდესაც ასეთი მილანი ხარ.. ჯერ კიდევ შეუთამაშებელი, არა იდეალურ ფორმაში და ბერლუსკონის მირკროსკოპული დაკვირვების ქვეშ მყოფი.. ბალოტელიც ცუდ დროს ჰყავთ დაკარგული რაც საქმეს უფრო ართულებს. ყველაზე სუსტი მხარე დაცვის ცენტრალური ზონაა, სადაც რომანიოლი მაინც და მაინც ვერ ამართლებს გაცემულ ავანსებს და ამაზე სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ პრესაში. რეჯისტას პოზიციაზეც გაურკვევლობაა, რადგან მონტოლივო დიდად ვერ ბრწყინავს. ლაციალე კი სწორედ შუახაზშია ეფექტური და უნდა ვივარაუდოთ ამ მატჩში ბურთის ფლობა და ზოგადად ცენტრალური ზონის ბატონ პატრონნი სწორედ რომაელები იქნებიან.. ეს კი მათ საქმეს უფრო გააიოლებს.. ფავორიტი ერთი სიტყვით ლაციოა, თუ რა თქმა უნდა კლუბი მორალურად არ გატყდა ბერგამოში ბოლო წამებზე განცდილი მარცხით..
ერთი სიტყვით წინ მეტად დაძაბული და საინტერესო დაპირისპირებები გველის და თუ შეამჩნევდით, იუვეს წარმატების შემთხვევაში გვაქვს შანსი ერთბაშად რამდენიმე კონკურენტთან აღმოფხვრათ ჩამორჩენა.. სულ მცირედით, მაგრამ მაინც..
Unda daiwyon mogeba ra dros romaa
chven unda movigot mexuted an napolim romas mogeba ar minda
რომა ძალიან ძლიერი გუნდია, მე ინტერი არ მიმაჩნია რომას და ნაპოლის დონის გუნდად, თუ იუვენტუსი დროზე ვერ დაბრუნდა, სკუდეტო ჩემი აზრით რომასა და ნაპოლის შორის გათამაშდება, 4 წელია უკვე ორივეს მთავარი პრობლემა არასტაბილურობაა და რომელიც უფრო დიდხანს გაქაჩავს კარგ ფორმას, ის გახდება ჩემპიონი )) მაგრამ რატომღაც მჯერა და მიჯრით 5-6 თამაშის მოგებით იუვესაც შეუძლია მაღლა ასვლა