ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ტორინო” (წინასამატჩო)

ცოტახანში ტურინში მორიგი დერბი დაიწყება, მანამ კი დღევანდელი მეტოქის პლიუს-მინუსები მიმოვიხილოთ:

მართალია ვენტურას გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონატი კარგად დაიწყო, თუმცა უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში აშკარად მოუკლო, რასაც მხოლოდ 2 აღებული ქულაც ადასტურებს.. უკანასკნელ შეხვედრაში ჯენოას წინააღმდეგ ძალზედ დაძაბული გამოდგა და საერთო ჯამში გუნდებმა 6 გოლი გაიტანეს.

პარადოქსულია მაგრამ ტორინო 3-5-2 სათამაშო სქემით ასპარეზობს.. შედეგად მათი ნახევარდაცვა ძალზედ გადატვირთულია და მეტოქისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. ხისტი, აგრესიული და უშეღავათო ბრძოლა, ეს არის მათი დევიზი და თქვენ თავადვე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამდენად დიდი ბრძოლა ელის იუვეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ყველასათვის ნაცნობი ფაბიო კუალიარელა.. იტალიელ ფორვარდს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ძალუძს გოლის შექმნა.. მისი შორეული დარტყმების შესახებ ყველამ იცის.

სხვათაშორის უკანასკნელ ოთხ დერბიში ბიანკონერი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა ვენტურას კლუბთან და თან მაშინ, როდესაც ალეგრის განაღდებული ჰქონდა ჩემპიონობა.

ტორინოს სათამაშო სტილი:

– შეტევის გამწვავება გამჭოლი გადაცემებით

– შეტევა ცენტრალური ზონიდან

– ბურთის დაკარგვის შემდეგ დაცვაში სწრაფი დაბრუნება

სუსტი მხარეები:

– შორეული დარტყმების ცუდი ბლოკირება

– საჰაერო ორთაბრძოლებში ძალზედ სუსტი ასპარეზობა

– ცუდი დაცვა იმ კლუბების წინააღმდეგ, რომლებიც ვინგერებს იყენებენ

პროგნოზი:

უკანასკნელმა შეხვედრამ ბევრი კითხვა გააჩინა.. გუნდი ვინოვოს ბაზაზეც კი ჩარაზეს. შექმნილ სიტუაციაში, როდესაც კიელინი ვერ იასპარეზებს სასუოლოსთან მიღებული წითელი ბარათის გამო, თამაშის სქემა იქნება 4-3-3. უკანა ხაზში სავარაუდოდ ვიხილავთ ევრა, ბონუჩი, ბარძალი, კასარეს.. ნაკლებად მოსალოდნელია ასეთ დაპირისპირებაში დაცვის ცენტრი ახალგაზრდა რუგანის ანდონ. შუახაზში კი ექსპერიმენტებს არ უნდა ველოდოთ.. მარკიზიო, ხედირა და პოგბა ამ ეტაპზე უცვლელი წევრები არიან. გამომდინარე იქიდან, რომ ტორინო ცუდად ასპარეზობს ვინგერების წინააღმდეგ, მინდორზე იუვეს მხრიდან კუადრადო, დიბალა, მორატას უნდა ველოდოთ..

შავ-თეთრებს მოუწევთ რაც შეიძლება მალე განვლონ მოედნის ცენტრი.. უნდა იაქტიურონ დიბალამ და კუადრადომ.. მაგრამ საგულისხმოა ის გარემობა, რომ ამ ორს პლიუს მოუწევს პროდუქტიული ურთიერთქმედება საკუთარ ფლანგებთან.. ანუ ევრასთან და შესაბამისად კასერესთან. ვინგერებს მოუწევთ მეტოქის ნახევარდაცვაში სიღრმეების შექმნა, რითაც იუვეს ნახევარმცველებს შორეული დარტყმის შანსი მიეცემათ.. თან სამივე მათგანი კარგია ამ კომპონენტში.

ამ მატჩში მთავარია ფეხბურთელებმა ზონები რაც შეიძლება მალე გადაკვეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული სრულიად უფანტაზიო ფეხბურთს ვუყუროთ..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jek17
8 years ago

მოუ არ ვარგა,კლოპი კაი ვარიანტი იყო მარა დაგვასწრეს,ლიპი გვინდა

LB19
8 years ago

Mourinho mgoni juventuss umiznebs :lool: :lool: dgesac tu waago juvem moiyvanon mou albat magasac gaushveben :lool:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x