ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”გაიმარჯვა გუნდმა, რომელსაც ეს მეტად სურდა”

მანამ ფეხბურთელებში გასახდელში ხარობდნენ ბოლო წამებზე მიღწეული გამარჯვებით მათი თავკაცი ჟურნალისტებს ხვდებოდა.. მასიმილიანო ალეგრი კმაყოფილია სამი ქულით, თუმცა აღნიშნავს რომ ფეხბურთელებს ბევრ ასპექტში აქვთ მოსამატებელი:

“ეს იყო საღამო, როდესაც ჩემს შეგირდებს გამარჯვების დაუოკებელი წყურვილი გააჩნდათ.. უკანასკნელი 10 წუთის მანძილზე ცდა არ დაუკლიათ და ჯიუტად ეძებდნენ მეტოქის კარის გასაღებს. ტორომ ნამდვილად კარგი მატჩი გამართა, თუმცა ვფიქრობ გამარჯვება დავიმსახურეთ.

ხასიათის მხრივ ნამდვილად საუცხოო შეხვედრა გავმართეთ, მაგრამ მჭიდრო გრაფიკიდან გამომდინარე წვრთნებზე მეტი ოფლისღვრაა საჭირო. მანამ სანამ ლიგის პირველ ეტაპს არ დავასრულებთ, მდევრის როლში მოგვიწევს ყოფნა. თუმცა, მსგავსი გამარჯვების წყურვილით დიდ წარმატებას მივაღწევთ.

ალექს სანდრო? ტორო თავს კარგად იცავდა და შესაბამისად საჭიროდ ჩავთვალე სიჩქარის მომატება.. გამიმართლა, რომ საგოლე გადაცემა სწორედ სანდროს ანგარიშზეა, მაგრამ ასევე არ უნდა დავუკარგოთ გარჯვა მანჯუკიჩს, რომელმაც ახლო ძელზე პრესინგი განახორციელა.

ჰერნანეში? ტრეკუარტისტაზე ასპარეზობა მარტივი არ არის.. ხოლო დაცვით ფუნქციებში ბრაზილიელს აშკარად მომატებული აქვს და მისასალმებელი ფაქტია. ვფიქრობ, მას რეჯისტაზე გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს.

მესმის, რომ ფორვარდებისგან გოლებს ელიან.. დღეს მართალია მორატამ და დიბალამ მინდორი გოლების გარეშე დატოვეს, თუმცა გადამწყვეტი ეს ფაქტი ნამდვილად არ არის. მთავარია მსგავს ენერგიულ სტილში გავმართოთ შეხვედრები.

დერბი ისედაც მნიშვნელოვანი მოვლენაა ქალაქისთვის, თუმცა პირადად ჩვენთვის შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დღევანდელ გამარჯვებას ოქროს ფასი აქვს. გამარჯვების სურვილს არ უნდა ვივიწყდებდეთ, მაგრამ მოსამატებელი გვაქვს.

მერწმუნეთ.. სერიოზული კოლექტივი გვყავს, რომელსაც დრო სჭირდება და მცირეოდენი იღბალი.. წარმოგიდგენიათ.. უმეტესობა გოლები მხოლოდ ერთი დარტყმისგან გვაქვს გაშვებული. საბედნიეროდ ბედისწერა დღეს ჩვენს მხარეს იყოს.. გუნდისკენ, რომელსაც გამარჯვება მეტად სურდა.

სკუდეტოზე არ ვართ კონცენტრირებულნი. მთავარია ქულები დავაგროვოთ. ტორინოსთან გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის წინ მორალურად გაგვაძლიერებს, სადაც დადებით შედეგს აუცილებლად უნდა მივაღწიოთ”.

წყარო: TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
8 years ago

ამ საიტზე ყველას მოგეხსენებათ ჩემი დამოკიდებულება მაქს ალეგრის მიმართ, მაგრამ გუშინდელი მაინცდამაინც ვერაფერი ფეხბირთის მიუხედავად (თუნდაც დერბი ყოფილიყო) ცვლილებება რომელიც ალეგრიმ გააკეთა გამართლებული აღმოჩნდა და 3 ქულა დაიდო… უბრალოდ საქმე ისაა, რომ ბოლო წამებზე თამაშის მოგება, ყოველთვის გამართლებასთანაა დაკავშირებული და გუშონ გაგვიმართლა… მაინცდამაინც დიდი იმედი არ მაქვს რომ ალეგრი და ეს იუვე ზედიზედ 5-6 თამაშს მოიგებს, სატურნირო ცხრილის მიხედვით კი ეს აუცილებელია, იმიტომ რომ რამდენიმე გუნდზე ერთად გვაქვს ამოსაქაჩი და ყველა ერთად არ დაკარგავს ქულებს… გუშინდელი ინტერის გამარჯვება ალბათ მაინც მოჯბდა იუვესთვის, იმიტომ რომ ინტერი კიდე ბევრ ქულას დაკარგავს და უფრო კარგი მოხდა რომ რომას ქულები წაართვა… ვნახოთ რა იქნება…… Read more »

vakhtang karchava
8 years ago

ალეგრი ტემპი არ დააგდო,თორემ ამბობენ შემცვლელი ნაპოვნია)) ისე იმაში ვეთანხმები,რომ მხოლოდ ერთადერთი დარყმიდან რამდენიმე ქულა დავკარგეთ,რატომღაც ყველას ჩვენთან მოუნდა კარიერაში საუკეთესო გოლის გატანა…

8 years ago

ოჰ ალეგრი ალეგრი მაინც ახსენა მანძუკიჩი :lool: :lool: და თან რო შეაქო :lool: ეტყობა საყვარელი ფეხბურთელია მეტი უკეთესი ფორვარდი არ უნახავს :lool: :lool:

gag100
8 years ago
Reply to 

კაცი იბრას წრთვნიდა არამგონია არ ენახოს

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x