ხედირას სერიოზული დაზიანება არ აღმოაჩნდა
დიდი ყურადღებით ელოდნენ ბაინკონერის წევრები სამი ხედირას სამედიცინო ტესტების დასკვნას.. ფეხბურთელმა ტურინულ დერბიში მხოლოდ 10 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც ტრავმის გამო დატოვა მინდორი. მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ორი უმძიმესი ტრავმა აქვს გადატანილი და ბუნებრივია მის ჯანმრთელობის მდგომარეობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. საბედნიეროდ სამედიცინო ტესტებმა გამორიცხმა ყველა სახის სერიოზული დაზიანება და მხოლოდ კუნთების მცირე გადატვირთვა აღმოაჩინა. თავის დაზღვევის მიზნით ნახევარმცველი გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის მატჩს და შუა კვირაში კიდევ ერთხელ გაივლის დამატებით ტესტებს. ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა ემპოლის წინააღმდეგ ასპარეზობას.