ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელების შეფასებებს, რომელიც გავლენიანმა La Gazzetta dello Sport-მა გამოაქვეყნა ტორინოსთან გამართული დერბის შემდეგ:

ბუფონი – 7 – ხისტმა სიტყვებმა შედეგი გამოიღო. ორი ბრწყინვალე რეაქცია ჯერ გლიკის თავურზე და შემდეგ ძაპაკოსტას რიკოშეტზე..

პადოინი – 6 – სასუოლოსთან გამოტოვებული მატჩის შემდეგ ბრუნდება სასტარტო შემადგენლობაში. მშვიდად და აუღელვებლად ატარებს მთელ 90 წუთს.

ბარძალი – 6 – ინაცვლებს ცენტრში მას შემდეგ რაც სასუოლოსთან კიელინი “გააწითლეს”.. თუმცა, გლიკმა ორჯერ აჯობა სტანდარტული სიტუაციის დროს..

ბონუჩი – 6 – პირველ 45 წუთში მეტოქეს მასსზე წნეხი არ განუხორციელებია და შედეგად უპრობლემოდ მოქმედებდა.. მეორე ტაიმში კი სწრაფი ფეხბურთელების წინააღმდეგ გაუჭირდა გამკლავება და სწორედ მის მიერ დარღვეულ თამაშის წესებს მოჰყვა საჯარიმო, რომელიც საბოლოოდ მაინც გოლით დასრულდა.

ევრა – 5.5 – ბუფონის მსგავსად მანაც ხისტი განცხადება გააკეთა, თუმცა უშუალოდ შეხვედრისას იუვეს მარცხენა ფლანგი ინერტულად გამოიყურებოდა. მხოლოდ ერთი ჩაწოდება და არასტაბულური მოქმედება ტოროს ზეწოლის დროს..

ხედირა – შეფასების გარეშე – პირველსავე ტურინულ დერბიში იღებს ტრავმას და უკვე მე-10 წუთზე ტოვებს მინდორს.

კუადრადო – 7 (საუკეთესო მოთამაშე) – ბედის ირონიაა.. რჩება სათადარიგოთა სკამზე, თუმცა უკვე მე-10 წუთზე ერთვება მატჩში ტრავმირებული ხედირას ნაცვლად. ეხმარება გუნდს პირველი გოლის გატანაში, აკეთებს რა საგოლე გადაცემას პოლ პოგბაზე. მეორე ტაიმში თითქოს ჩაქრა, თუმცა გამარჯვების გოლი სწორედ მის ანგარიშზეა.

მარკიზიო – 6 – ბიანკონერის თილისმა ტორინოს წინააღმდეგ. მას არცერთხელ არ უგემია ტურინულ დერბიში მარცხი. ხედირას მოედნიდან გასვლის შემდეგ სხვა ფუნქციებს ითავსებს და ფაქტობრივად ბაზელის ხელ ფეხის განძრევის საშუალებას არ აძლევს. პარალელურად არ აგდებს იუვეს სათამაშო ტემპს.

პოგბა – 6.5 – იტალიურ კარიერაში მეორე გოლი ტურინულ დერბიში. პირველ ნახევარში თითქოს ინერტულია, თუმცა ორ გადამწყვეტ ეპიზოდში იღებს უშუალოდ მონაწილეობას.

ჰერნანეში – 6 – შესაძლოა ალეგრის მის მიერ გატანილი გოლი გაახსენდა რომაულ დერბიში 2013 წელს.. ჰერნა რეჯისტას პოზიციაზე ასპარეზობს მშვიდად და მარტივად. კარშიც ურტყამს თუმცა არაზუსტად..

მორატა – 5.5 – მას შემდეგ რაც ორი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა, კვლავ ბრუნდება სასტარტო შემადგენლობაში. თავდაპირველად მარცხენა შემტევის პოზიციაზეა, რის შემდეგაც ცენტრში ინაცვლებს. მეორე ტაიმში 13-ჯერ დაკარგა ბურთი.

მანჯუკიჩი – 5.5 – საფინალო გარბენზე შეუშვეს, თუმცა ქაოსშია ძნელია რაიმე მოიმოქმედო.

დიბალა – 6.5 – თავისუფლად გრძნობს თავს 4-3-3 წყობაში.. იწყებს მშვენიერი მოძრაობით საგოლე შეტევას.. ჰქონდა მეორე გოლის გატანის შანსი და საერთოდაც თავდასხმაში რიცხობრივ უპირატესობას ჰქმნის. მეორე ნახევარში აკეთებს გადაცემას პოგბაზე, მაგრამ ანგარიში უცვლელი დარჩა.

ალექს სანდრო – 6 – სულ რამდენიმე წუთი მინდორზე, მაგრამ მაინც ახერხებს მეტოქის მოტყუებას და საგოლე გადაცემის გაკეთებას. არ იმსახურებდა შეფასების გარეშე ყოფნას.

ალეგრი – 6.5 – თავიდანვე ერევა გეგმები როდესაც ხედირამ ტრავმა მიიღო, მაგრამ კუადრადოს გამოჩენა როგორც აღმოჩნდა გადამწყვეტი იყო. მეორე ტაიმში იუვე ამუხრუჭებს და რომ არა ბუფონი.. ამყარებს საკუთარ პოზიციას სამწვრთნელო თანამდებობაზე, მაგრამ პრობლემები ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრია.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
la bella signora
8 years ago

ვგიჟდები ამ კლიპზე :დ ძალიან ღადაობაა :დდდ
:forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x