ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიპი:”დაბრუნება? რატომაც არა”

საკმარისია იუვეს ოდნავ მაინც დაუცდეს ფეხი და თუ მარჩელო ლიპი დაკავებული არ არის, უმალვე მას უკავშირებენ გუნდს. ტორინოსთან მატჩამდე მისმა კანდიდატურამ აქტიურად გაიჟღერა.. ჯერჯერობით სიტუაცია ჩაცხრა, მაგრამ რამდენი ხნით ეგ არავინ იცის.. ამასობაში თავად დიდმა მაესტრომ დაბრუნების სურვილი გამოთქვა:”ჯერჯერობით წინადადება არ მიმიღია, მაგრამ ნებისმიერ საინტერესო ვარიანტს განვიხილავ დაბრუნებისთვის. რეალი და პსჟ? ფაქტია, ბენიტესი საკუთარ საქმეს ფანტასტიურად უძღვება, რომელსაც ხელს კეილორ ნავასის საიმედო თამაშიც უწყობს. მარდიდელთა რიგებიდან გამოსაყოფია ბენზემაც, რომელიც საკვანძო ფუნქციას ასრულებს სამეფო კლუბში.. რონალდოს თემაზე კი საუბარიც არ ღირს.. ყველამ ისედაც კარგად იცის მისი ფასი. ჩელსი? უცნაური პერიოდი უდგათ.. გუნდი იგივეა, მაგრამ შედეგი კატასტროფული. შესაძლოა ძირითადი მეკარის ტრავმამ ნეგატიურად იმოქმედა, რომლის გამოც მოურინიომ ქულათა დიდი რაოდენობა გაატანა ქარს. თუმცა, მათ შეუძლიათ მეტად სახიფათონი გახდნენ”.

წყარო: football-italia

10 thoughts on “ლიპი:”დაბრუნება? რატომაც არა”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.