ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ამ ჯგუფში ყველაფერი შეიძლება მოხდეს”

მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტებს მასიმილიანო ალეგრი და ლეონარდო ბონუჩი შეხვდნენ.ბიანკონერები ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრისთვის ემზადებიან, ხვალინდელ დაპირისპირებაში მოპოვებულ ქულებს ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.საუბარი ბებერი ქალბატონის მცველმა დაიწყო : “ტორინოსთან უკანასკნელ წამზე მოპოვებული გამარჯვება უნდა იყოს საწყისი წერტილი, ამის შემდეგ გუნდმა დადებითი შედეგი უნდა აჩვენოს.მიმდინარე სეზონში რაღაც გვაკლია, თუმცა იმედი გვაქვს, სიტუაცია მალე გამოსწორდება, სასოულოსთან სამარცხვინოდ წავაგეთ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ დგას შენ წინააღმდეგ და ვის ეთამაშები, იუვემ ყოველთვის გამარჯვებაზე უნდა ითამაშოს.გუნდში რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე მოვიდა და მათ დროულად უნდა გაითამაშონ რას ნიშნავს იუვე, ასპარეზობა შავ-თეთრი მაისურით.ბებერ ქალბატონში ბარიდან მოვედი, იმ წამსვე მივხვდი, რამდენად დიდი შრომა მომიწევდა აქ ადგილის დასამკვიდრებლად, ნორმალურია, როცა ადაპტაციის პროცესს გადიხარ და ნელ-ნელა ეგუები ახალ გარემოს.ლიგის დარჩენილ მატჩებში 110 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ.სიტისთან დაპირისპირებას დერბივით ვუყურებ, ეს იქნება მატჩი, სადაც მაქსიმალური კონცენტრაცია და მოტივაცია დაგვჭირდება.მე მჯერა, ერთიანი ძალებით ნებისმიერ დაბრკოლებას გადავლახავთ, ეს ხომ იუვეა.”

მასიმილიანო ალეგრი ბორუსია პარკზე ურთულეს შეხვედრას ელის : “როცა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მართავ მატჩს, მაქსიმუმისთვის იბრძვი, ეს მაქსიმუმი კი გამარჯვებაა.ეს ტურნირი ყველაზე დაძაბული სეზონის მეორე ნახევარში ხდება, მარტში, როცა ყველა ფეხბურთელი ფორმის პიკშია და გუნდიც უკეთესად თამაშობს.ვფიქრობ, გასულ სეზონში წარმატება სწორედ ამ დეტალმა მოგვიტანა, გუნდი ნელ-ნელა უმატებდა და ბოლოს საუკეთესო ფორმაში შევიდა.არასტაბილურები ვართ, ზედიზედ ორი მატჩი არ მოგვიგია და ჩემპიონთა ლიგაზეც სამი ურთულესი შეხვედრა გველის, ვეცდებით, მაქსიმუმს მივაღწიოთ, ამ ჯგუფში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.”

“მართალია, რომ რაღაც გვაკლია, მეტი გვჭირდება იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი დავდოთ, ისეთი როგორიც იუვეს შეესაბამება.გლადბახის მწვრთნელმა იუვენტუსი გაშიფრა ? – მან თქვა, რომ ზუსტად აქვს შესწავლილი ჩვენი ტაქტიკა, მე კი ვიტყვი, რომ ჯერაც არ გადამიწყვეტია რა სქემით ვიასპარეზებთ, რამდენიმე კითხვის ნიშანი კვლავ არსებობს.ისე კი, ბორუსიას ჩვენც კარგად ვიცნობთ, ხვალ ვნახავთ, როგორ მოემზადნენ ჩვენთვის.არა მგონია, ყველაფერი ტაქტიკამ გადაწყვიტოს, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომელი გუნდი იქნება უფრო ძლიერი კონტრშეტევაზე, ვინ დაიღლება უფრო ადრე, ვინ შეუტევს მატჩის ბოლო წუთებში.”

“ლიხტშტაინერი ? – ის დაბრუნდა, შტეფანს ერთი თვეა არ უთამაშია, არის შანსი, მოედანზე ხვალ გამოჩნდეს.ერნანეშს ძალიან ბევრ პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა, არ მკითხოთ, კონკრეტულად სად ითამაშებს, ბევრი დეტალი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია.”

წყარო : ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juveboy-leo
9 years ago

3:5:2 it tu vitamashet gladbaxi gamtani arari
1/2 goli kiunda gavutanot amjerad mainc

juveboy-leo
9 years ago

movigebto cota xmamagali gancxadeba iqneba chvengan mas shemdeg rac turinshi ver gavutanet . .
ise ra akrifa bundesligashi gladbaxma

tumca italiis moqmedi chempioni germaniis mesame adgilosantan albat mainc favoritia . . . :forza:

LB19
9 years ago

Bonucci laparakobs :forza:

ალეკო კოკაია

ჯორჯო რამდენადაც მახსოვს ფიორედან მოვიდა,ბარი რა შუაშია?

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x