ლიპი:”დაბრუნება? რატომაც არა”
საკმარისია იუვეს ოდნავ მაინც დაუცდეს ფეხი და თუ მარჩელო ლიპი დაკავებული არ არის, უმალვე მას უკავშირებენ გუნდს. ტორინოსთან მატჩამდე მისმა კანდიდატურამ აქტიურად გაიჟღერა.. ჯერჯერობით სიტუაცია ჩაცხრა, მაგრამ რამდენი ხნით ეგ არავინ იცის.. ამასობაში თავად დიდმა მაესტრომ დაბრუნების სურვილი გამოთქვა:”ჯერჯერობით წინადადება არ მიმიღია, მაგრამ ნებისმიერ საინტერესო ვარიანტს განვიხილავ დაბრუნებისთვის. რეალი და პსჟ? ფაქტია, ბენიტესი საკუთარ საქმეს ფანტასტიურად უძღვება, რომელსაც ხელს კეილორ ნავასის საიმედო თამაშიც უწყობს. მარდიდელთა რიგებიდან გამოსაყოფია ბენზემაც, რომელიც საკვანძო ფუნქციას ასრულებს სამეფო კლუბში.. რონალდოს თემაზე კი საუბარიც არ ღირს.. ყველამ ისედაც კარგად იცის მისი ფასი. ჩელსი? უცნაური პერიოდი უდგათ.. გუნდი იგივეა, მაგრამ შედეგი კატასტროფული. შესაძლოა ძირითადი მეკარის ტრავმამ ნეგატიურად იმოქმედა, რომლის გამოც მოურინიომ ქულათა დიდი რაოდენობა გაატანა ქარს. თუმცა, მათ შეუძლიათ მეტად სახიფათონი გახდნენ”.
წყარო: football-italia
ეს იუვეში? უკვე დამბურძგლა <3
ნწუ :დ ბაზებს ვანახლებდი და თავისით წაიშალა რამდენიმე წუთის წინანდელი კომენტები :დ
ამ შემთხვევაში რავიცი შენთავს ბანი დაადე რავი რა გითხრა

კომენტარი წამიშალეთ თუ მომეჩვენა
??? სისულელე თქო ლიპის დაბრუნებაზე ვთქვი.
ცხრილი დევს :) ზემოთ სადაც მთავარი და შემადგენლობაა იმის გვერდით
https://forzajuve.ge/?page_id=68
ცხრილი დადეტ ტუა შესადზლებელი
მოდი ლიპი გამახარე. ჰსენს ხელჰსი იკო რომ მაგრად ბურტაობდა იუვენტუსი. და გრანდებიც უფრტხოდნენ.