ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანჩელოტი:”ვფიქრობ, იუვე სკუდეტოსთვის ისევ გაიბრძოლებს”

კარლო ანჩელოტის განცხადებით იუვეს მიმდინარე სეზონში ძალზედ გაუჭირდება ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა, თუმცა სკუდეტოსთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულება აქვს:“ფაქტია, გუნდმა მტკივნეულად გადაიტანა ლიდერების დაკარგვა.. მიუხედავად იმისა, რომ მაროტამ ძალზედ ნიჭიერი ახალგაზრდები გაიფორმა მცირე ჩავარდნა მოსალოდნელი იყო.. დიახ, ცუდი სატრანსფერო პოლიტიკა არ გაუტარებიათ, მაგრამ ახალწვეულებს მცირე დრო დასჭირდებათ ტურინულ სისტემასთან შესაგუებლად. სწორედ ამიტომაც ვფიქრობ, რომ წელს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში იუვენტუსი ვერ გაიმეორებს შარშანდელ შედეგს.. თუმცა, სკუდეტოსთან დაკავშირებით..”

“ვფიქრობ, კალჩოში ჯერ კიდევ აქვთ რეალური შანსები. მიმდინარე გათამაშება საკმაოდ უცნაურად ვითარდება და თითქოს ჩემპიონატ მეტად დაბალანსდა.. სწორედ ამის გამოყენებას უნდა ეცადოს ალეგრი და გამოასწოროს სატურნირო მდგომარეობა.

მთავარი ფავორიტი რომაა.. მათი თავდასხმის ხაზი ყველაზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. სწრაფი, აგრესიული და დინამიური. შემდგომ მოდის ნაპოლი.. მათ ჩინებულად დაიწყეს და კიდევ უფრო უმატებენ. ფეხბურთელები სულ უფრო და უფრო უგებენ სარის ტაქტიკურ მოდულს. პირადად მე მომწონს მისი ფილოსოფია, რადგან მთავარი ფსონი შეტევაზე კეთდება.

რა მოხდება თუ იუვემ ჩემს მიმართ ინტერესი გამოხატა? ნორმალური მოვლენაა.. ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ ჩემს დაბრუნებაზე. თან ტურინში ნამუშევარი მაქვს და კარგი გამოცდილება მივიღე მოჯი-ჯირაუდოს გვერდით. გუნდში არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო და სხვათაშორის სწორედ იუვეში გავიგე თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მწვრთნელის და ხელმძღვანელობის თბილი ურთიერთობა.

მიუხედავად ამისა უპირატესობას სხვა ქვეყანაში მუშაობას ვანიჭებ. ნისლიან ალბიონზე შესანიშნავი დრო მაქვს გატარებული და გულშემატკივრებიც ძალზედ თბილად მხვდებოდნენ. ინგლისში სიამოვნებით დავბრუნდები”.

წყარო: La Gazzetta dello Sport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gocha gabunia
8 years ago

ალბატ ჯარტის ფასმა მოიმატა იტალიაში.

vakhtangi
8 years ago

kargiT ra ra lavewii raa sul gamoshterda es xalxi kide jarti gvinda siedac jarTitaa es gundi gatenilii..tavisi ochama aman da ushevebn da iasnad juvem unda sheitenoss

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x