ლავეცი უკვე იანვარშივე?
უკანასკნელ ხანებში ტურინელები მეტად გააქტიურდნენ ეიზიკელ ლავეცის ტრანსფერზე და მაროტა მის დამატებას უკვე იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშივე ეცდება. თავად პარიზული კლუბი საერთოდ არ არის წინააღმდეგ მის დაუყონებლივ გასხვისებაზე, რადგან ფეხბურთელს მიმდინარე ხელშეკრულება 2016 წლის ივნისში ეწურება და ხელმძღვანელობა არ აპირებს გახანგრძლივებას.. შედეგად სრულიად უფასოდ გაშვებას უმჯობესია თუ გარკვეულ თანხას მაინც მიიღებენ.. იტალიური პრესის მტკიცებით ფეხბურთელისთვის ინტერიც იბრძვის, მაგრამ უშუალოდ ლავეცის ტურინული გეგმა მეტად ესიმპატიურება. ამ ფაქტს ისიც აძლიერებს, რომ ბოლო ხანებში ლავეცის აგენტი ხშირად შეიმჩნევა ტურინში, სადაც ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. მაროტა მზადაა სამ წლიანი კონტრაქტი შეთავაზოს არგენტინელ ფორვარდს.. ფინიშის ხაზი ახლოსაა და შედეგს სულ მალე შევიტყობთ.
წყარო: tuttosport
პოგბას სურვილზე იქნება დამოკიდებული წავა თუ არა იუვე არ გაყიდის მისი სურვილით, ჩემი აზრით. ვერატიში გაცვლაზე შეიძლება კი დაფიქრდეს მაოტა მარა პსჟმ თუ გამოიჩინა ინიციატივა მაგ შემთხვევაში
ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. წლის ბოლოს თუ კარგი შედეგი გვექნა და გუნდი საკაიფოდ დალაგდა, პოგბამ თუ გამოავლინა თავისი მაქსიმუმი და მაგაზე აეწყო თამაში, მაშინ ალბათ აჯობებს პოგბა შევინარჩუნოთ და ისევ თავიდან არ ავრიოთ გუნდი. ახლანდელი თამაშით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ ყველა გასაყიდია :)