ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბა:”იუვე ჩემს გულშია”

პოლ პოგბა იუვენტუსის არხზე გასულ ერთ-ერთ გადაცემაში მიიწვიეს, სადაც საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა:“ბიანკონერია სწორედ ის გუნდი, სადაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, რომელმაც ნაკრების კარი გამიხსნა და პირველი გოლის ემოცია გამომაცდევინა.. ამიტომაცაა იუვენტუსი ჩემს გულში. ტურინს უნდა ვუმადლოდე იმ სიმაღლეს, რომელსაც მივაღწიე.. მათ მომცეს საშუალება ყველასთვის დამემტკიცებინა თუ რას წარმოვადგენდი”..

“10 ნომრიანი მაისური? ბუნებრივია ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან წარსულში 10 ნომრიანი მაისურით ისეთი ფეხბურთელები ასპარეზობდნენ როგორებიც იყვნენ პლატინი, ბაჯო, დელ პიერო.. დიდი პატივისცემა და პასუხისმგებლობა გამაჩნია ამ მაგიურ ნომერთან.

მატჩი ბორუსიასთან? გერმანელთა წინააღმდეგ ყოველთვის რთულია. გლადბახს ტექნიკური გუნდი ჰყავს, რომელიც ახალ მწვრთნელთან ერთად კიდევ უფრო სახიფათოა. ამ ყოველივეს მეტოქის სტადიონზე შექმნილი ატმოსფეროც დაემატა.

გამარჯვება ნამდვილად გვსურდა, მაგრამ წითელმა ბარათმა გეგმები აგვირია.

სიტი? გამარჯვების მოპოვება ნებისმიერ წამს და ნებისმიერ მატჩში გვსურს. თუმცა, ეხლა მთავარია მომდევნო ეტაპის კვალიფიკაცია გავინაღდოთ. შესაძლოა ამისთვის ერთი ქულაც საკმარისი აღმოჩნდეს, მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანია.

ნამდვილად მსურს კარიერის მანძილზე მუნდიალის, ჩემპიონთა ლიგის თასის და ოქროს ბურთის მოპოვება”

წყარო: football-italia

12 thoughts on “პოგბა:”იუვე ჩემს გულშია”

  1. პოგბამ ბევრად ვრცელი ინტერვიუ მისცა და ძალიან თბილად და სავარაუდოდ გულწრფელად ილაპარაკა იუვეზე. თუ დრო გექნებათ იქნებ გადათარგმნოთ.

    მაგარი კაცია. იმედია თავის მაქსიმუმს გააკეთებს იუვეში.

  2. ვიდალის უდიდესი სიყვარული გამახსენა პოგბას სიტყვებმა და იმედია იგივეს არ გაიმეორებს.ლივერპულს დაეტყო კაი მწვრტნელის ხელი ეგრევე,მალადეც კლოპი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.