ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სტურარო:”ვაგრძელებთ მუშაობას უკეთესი შედეგისთვის”

სტეფანო სტურარომ გასულ სეზონში ძალზედ ნაყოფიერად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები.. სამწუხაროდ, მიმდინარე გათამაშებაში ისევე როგორც მისი თანაგუნდელები არც იგი ბრწყინავს.. თუმცა, ახალგაზრდა შუახაზელი იმედიანად არის განწყობილი და მზად არის საბრძოლველად:“გლადბახი საკმაოდ ტექნიკური გუნდია და მათ წინააღმდეგ ნებისმიერ გაუჭირდება. თამაშის სცენარიდან გამომდინარე, ვფიქრობ შედეგზე პრეტენზია არ უნდა გვქონდეს, რადგან ფაქტიურად მთელი მეორე ნახევარი 10 კაცით ვითამაშეთ. დიახ, გეთანხმებით იდეალური პერიოდი არ გვიდგას, მაგრამ მსგავს შეხვედრებს შეუძლია ერთიანობის შექმნა. დღითი-დღე ვარჯიშებზე თავს არ ვზოგავთ და მაქსიმუმს ვიღებთ, რადგან შეთამაშების კუთხით ხარვეზები აღარ გვქონდეს. მწვრთნელი სწორია, როდესაც ტექნიკური მაჩვენებლების მომატებას ითხოვს.. მისი მიღწევით შედეგიც დარეგულირდება და თამაშის ხარისხიც. ემპოლი? გარკვეულწილად გლადბახის დარი კლუბია და ამიტომ რაც შეიძლება მცირე ადგილები უნდა დავუტოვოთ მანევრირებისთვის და მაქსიმალურად შევზღუდოთ შორეული დარტყმები. ლიხტშტაინერი? დიდი პროფესიონალი! ვარჯიშისას მისი სულისკვეთება და გამარჯვების დაუოკებელი სურვილი ყველასათვის მისაბაძია”.

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
8 years ago

ხო, ემპოლისნაირ გუნდად რომ შეაფასეთ და აფასებთ გლადბახს, იმიტო იყო 55-ე წუთის მერე უმისამართო რომ იგერიებდით ბურთს

svani
8 years ago
Reply to 

+1

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x