ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია
“მთავარია კასტელანიზე გამარჯვებას მივაღწიოთ”– ასეთი რადიკალურია წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე მასიმილიანო ალეგრი:“ბუნებრივია ხვალინდელი დაპირისპირება, ისევე როგორც ყველა ძალზედ მნიშვნელოვანია. თუ რეალურად გვსურს სატურნირო ცხრილში პოზიციების გამყარება, მაშინ სტაბილურობას უნდა მივაღწიოთ. პარადოქსია, მაგრამ ჯერჯერობით ზედიზედ ორი მატჩი ვერ გადავაბით გამარჯვებით.. ამიტომ დროა სტატისტიკის გამოსწორება დავიწყოთ”..
“ემპოლი ძალზედ საინტერესო ფეხბურთს თამაშობს და თან საკუთარ მინდორზე, ტოლს არავის უდებს. მახსოვს შარშანდელ სეზონში ორივე მატჩში გამარჯვებას რთულად მივაღწიეთ.
შემადგენლობა? ხვალ ყველანი მზად არიან სათამაშოდ, გარდა ხედირას და ასამოასი. ლიხტშტაინერმა ძალები აღიდგინა და საერთოდაც მისთ უსაზღვროდ კმაყოფილი ვარ. გერმანიაში შვეიცარიელმა ყველასათვის მისაბაძი მატჩი ჩაატარა. დიბალა? მან კოლოსალურად მოუმატა ტექნიკური და განსაკუთრებით ფიზიკური კუთხით. მუხლჩაუხრელად შრომობს და სწავლის დიდი ენთუზიაზმით გამოირჩევა.. თავდაპირველად უჭირდა, მაგრამ დღეისათვის ნამდვილად მაოცებს. მანჯუკიჩი? მისგან ფიზიკური გაბარატიების კუთხით აგრესიას და სიმძლავრეს ველი.. ამას დავურთოთ მისი საერთაშორისო გამოცდილებაც. ვფიქრობ, სეზონის წინ უკვე გვაჩვენა რაც შეუძლია. უბრალოდ, საჭიროა იმავე სტილში დაწყება როგორც კარგად იცის”.
სანდრო? ტაქტიკურად უსაზღვროდ განათლებული ფეხბურთელია, რომელსაც ძალუძს მარცხენა ნახევარმცველად თამაში.. პროდუქტიულია შეტევაშიც, მაგრამ მისი უშუალო ამპლუა ისეთივეა როგორიც ევრასი.. ალექს სანდრო მარცხენა მცველია.
რუგანი? მცირე მოთმინებაა საჭირო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაცვის ხაზში მსოფლიო დონის ფეხბურთელები გვყანან ბონუჩის, კიელინის, ბარძალის და კასერესის სახით. მთავარია მუშაობა ჩვეულ რიტმში განაგრძოს.. იგი კვლავინდებურად რჩება იუვენტუსის მომავლად”.
წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი
Comani ki ara anri gaushves da imaze aravin arapers ambobs da comanis nairebi ra mosatania eg cuadrados donis gaxdes maximum isic dzaan tu imushava tavis tavze
ხო კიდე ის ბატისტუტას სურათი გიყენია თუ ბრეშანის ? :))))) გამიკვირდა რაღაც :D
ბოლო-ბოლო რატაქტიკით და ვინები თამაშობენ იცის ვინმემ?
რას ამბობთ?! ბუნდესლიგა სუსტი ჩემპიონატია
ჩემი აზრით კი,სუსტია ხოლოთ ტოპ-ჩემპიონატებთან შედარებით,იმიტომ რომ ბავარია თითქმის სულ უკონკურენტოა.იტალიაში ერთმანეთს რო არ ჭამდნენ ვერ შეადარებდი.მილანი,იუვე და ინტერი გრანდებია.ესპანეთში ბარსა,რეალი და მესამე გუნდიც ყავთ ყოველთვის რომელიც კონკურენტუნარიანია,ინგლისში მანჩესტერი,არსენალი,ლივერპული ყოველთვის იყვნენ და მაგათ კიდე ჩელსი და სიტიც დაემატა.ლიგაზე ბავარია ყავს გერმანიას და იშვიათად სხვა გამოერევა ხოლმე.გერმანიას რასაც გრანდი ქვია არ ყავს ბავარიას გარდა
ეს კვალია და ბენასები იუვესთან იგიჯებენ თავს. არადა ფხალია სუფთა
ნებისმიერი ბებერი ვარსკვლავის გაყიდვა გამართლებულია თუ კაი ფასს იხდიან მარა უფასოდ გაშვება სისულელეა(პირლო უნდა დაეკერათ 1 წელი კიდე) მარა კომანის გაშვება იყო სრული აბსურდი მაგ ფასად ,კომანი 2 წელში ეღირება 80 მილიონი,ან რატო უნდა გაგეშვა საეთოდ მარა უდონო ხელმძღვანელობა როა და უუნარო მაგის ბრალია
კომანზე ცუდს რო ლაპარაკობდით ნახეთ რას თამაშობს ბუნდესლიგაში. 21 მილიონად როგორ შეიძლება მაგის გაშვება 19-ისაა ჯერ და ბაიერნის ძირითადში თამაშობს, თან როგორ
Ramdeni vlandzge mara mainc maqvs am kacis imedi darchenili da imedia ar gamicruebs
ხვალ ტორინომ დ. ლაციომ უნდა გაგვახარინ და ჩვენ ჩვენი 3 ქულა უნდა ავიღოთ! შეუძლია ლაციოს დაღლილ რომასთან ქულის აღება დ. ტორომაც მინიმუმ ფრეს უნდა გამოჰკრას ხელი
ეგრეა, მომწონს ალეგრის ჭიკჭიკი… დიბალა ყველაზე აქტიურია და ძირითადისაა ე. ბიჭი… და მე2 რუგანიზე სწორი თქვა, მოთმინება დ. გაისად ეგ შეცვლის ბარძალის… ბონუჩი-რუგანია მომავალში!!!