ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”სიმშვიდის შენარჩუნება, წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოა”

მასიმილიანო ალეგრი-ს სერია ა-ში ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვება სურდა და ფეხბურთელებმა ზედმიწევნით კარგად შეასრულეს მისი მითითებები:“მეტოქემ კარგად ითამაშა, თუმცა ჩვენს სასახელოდ უნდა ითქვას, გაშვებულ ბურთს შესაბამისი რეაგირებით ვუპასუხეთ. სასიამოვნოა კუთხურიდან გატანილი გოლის ხილვა, რომლის გარეშეც უამრავი მატჩი გვქონდა ჩატარებული. დღეისათვის კი სასიამოვნო პაუზა გველის”..

“ფაქტია, თამაშის ხარისხი და ორგანიზება მეტ გაუმჯობესებას საჭიროებს. ჯერჯერობით მეშვიდე პოზიციაზე ვართ, თუმცა ზურგს ლამაზი ტურინული დერბი და დღევანდელი მნიშვნელოვანი სამი ქულა გვიმაგრებს. ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაშიც ყველაფერი პოზიტიურად მიმდინარეობს.

სიმშვიდე მაშინაც უნდა შეინარჩუნო, როდესაც ყველაფერი სხვა მიმართულებით ვითარდება. დაუშვებელია ქაოსი და ისტერია. დღეს, ჩემმა შეგირდებმა სიმშვიდე შეინარჩუნეს და ამიტომაც მიიყვანეს საქმე ლოგიკურ გამარჯვებამდე. რადგანაც იუვენტუსი ვართ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ გამარჯვებებს იოლად მივაღწევთ. უნდა ვრჩებოდეთ რეალისტებად და გავაგრძელოთ მუხლჩაუხრელი მუშაობა”.

ემპოლისთან ნაჩვენები სულისკვეთების გამო პატრის ევრა-მ შეაქო საკუთარი თანაგუნდელები.. სხვათაშორის თავად ფრანგმა ასევე გამოიჩინა თავი პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებითაც.. მან სწორედ თავური დარტყმით გაიტანა მეორე ბურთი ემპოლის კარში.. აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეს კუთხურის ჩამოწოდებას მოჰყვა:

“მოდით დროებით ნუ შევხედავთ სატურნირო ცხრილს. მთავარია მუხლჩაუხრელად ვიშრომოთ პარტნიორებისთვის და პირველ რიგში მაისურისთვის, რომელსაც ვატარებთ. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი კურსით განვაგრძობთ სვლას, მაშინ ძალიან მალე თქვენ რეალურ იუვეს იხილავთ. მიზანი უცვლელია.. ვაჩვენოთ საჩემპიონო თამაში.. გავიმარჯვოთ ყოველ დაპირისპირებაში და ვიბრძოლოთ თითოეული ტიტულისთვის.

ბუნებრივია სატურნირო ცხრილში პოზიციების მკვეთრი გაუმჯობესებისთვის დიდი ოფლისღვრა მოგვიწევს, თუმცა სხვაგვარად არც წარმოგვიდგენია. უკვე შემდგომ მატჩში მილანთან გვაქვს შეხვედრა.. და უკვე აქ ვნახავთ დავძლიერთ თუ არა კრიზისი”.

პაოლო დიბალა სულ უფრო და უფრო შეუცვლელი ხდება იუვესთვის.. მიუხედავად იმისა, რომ ემპოლისთან შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მოედანზე გამოჩენისთანავე ცეცხლი დაანთო და გოლიც გაიტანა: “ბუნებრივია საკუთარი შესაძლებლობების გვწამს.. საერთოდაც, საუკეთესონი ვართ, მაგრამ ეს მინდორზე უნდა დავამტკიცოთ. ბუნებრივია რთული მისია გვაკისრია, რადგან ჩვენს ზემოთ მყოფნი ჩინებულ ფორმაში იმყოფებიან”..

“გაშვებული გოლის შემდეგ თანაგუნდელებისგან სწორი მიდგომა დავინახე.. მშვიდ ტემპში განვავითარეთ მატჩი და მნიშვნელოვან სამ ქულასაც მოვუყარეთ თავი”.. განაცხადა ფორვარდმა, რომელმაც ბიანკონერის რიგებში წარმატებული ასპარეზობის დამსახურებით მოიპოვა ეროვნულ გუნდში ადგილი..

“ნუ გავიწყდებათ, რომ ზედიზედ ოთხ შეხვედრაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. გადაწყვეტილება მწვრთნელმა მიიღო და მე კმაყოფილი ვარ გამარჯვებით. ბუნებრივია იმავე კურსით გვსურს მოძრაობა. ალეგრი მუდამ სწორ გადაწყვეტილებას იღებს, ჩვენი საქმე კი მინდორზე გასვლა და გამარჯვების მოპოვებაა. პირადად რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ მოედანზე ყოფნით.. სასიამოვნოა თამაშის მსვლელობის დროს ახალი ენერგიით ჩართვაც. სასატარტოს 11 ფეხბურთელიც და სათადარიგოთა სკამზე მყოფნიც მუდმივად მზადყოფნაში ვართ”.

წყარო: Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
forza bianconeri
8 years ago

ჯიჯი, ბონუ, კიელო, ლიხშტა, ევრა, მარკიზიო, პოგბა, მორატა და მაქსი აი ამ ხალხის მაღალი დონის/მონდომების მაგრად მჯერა :forza: ახალწვეულებზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი ვნახოთ წლის ბოლომდე რას იზავენ. დიბალა კარგია მარა რაც მაგაში გადაიხადა მაროტამ ცოტა მომატებაც კი მართებს

mishka berianidze
8 years ago

მთავარი გავიწყდება რადგან ბოლო 4 სეზონის მანძილზე ყველაზე სტაბილური იუვეში იყო ბარძალი შეგიძლია მის სტატისტიკას გადახედო.

forza bianconeri
8 years ago

ბოლო 10 წლის მანძილზე იუვესთვის ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში ვერ ითამაშა კარგად

mishka berianidze
8 years ago

დღეს ალეს დაბადების დღეა დავით არ უნდა მივულოცოთ 41 წლის გახდა.

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x