ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უცნაური ორშაბათი..

ძალიან უცნაურად დაიწყო მიმდინარე კვირა.. სტანდარტულად დილით ვცდილობ, რომ 9 საათამდე წამოვდგე და სამსახურში არ დავაგვიანო. თვალები გავახილე.. ისიც დიდი გაჭირვებით და საათს, რომ დავხედე მომენტალურად გამოვფხიზლდი.. 09:10.. საბურთალოდან დიღმის მასივში გასვლა თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ რაოდენ პრობლემატურია.. ბუნებრივია სატრანსპორტო კოლაფსიდან გამომდინარე..

გუშინ, რიგი მიზეზების გამო ვერ მოვახერხე ჯეროვნად დამედო სტატიები.. ყოველი მატჩის შემდეგ იცით, რომ სხვადასხვა იუვენტინოს კომენტარებს ვაქვეყნებთ.. თუმცა, არსებობს გარემოებები, როდესაც ვერ ახერხებ სტანდარტული გრაფიკით შრომას. ნამდვილად განვიცდი ხოლმე.. წარმოიდგინეთ, როდესაც თვალყურს ადევნებ კონკრეტულ საქმეს და არ გინდა მცირე დეტალიც გამოგრჩეთ.. ხომ გქონიათ ასე? მე 24 საათიან რეჟიმში ვარ.. მადლობა ღმერთს ისეთი ადამიანი მყავს გვერდით, რომელიც ხელს მიწყობს.. ჩემს მეუღლეს ვგულისხობ, რომელიც ასევე ანთავსებს სტატიებს.. ცალკე აღნიშვნის ღირსნი არიან ჩვენი მწერლები. მიუხედავად უამრავი საქმისა მაინც ახერხებენ და თან როგორი ხარისხით! ვერასოდეს ამოვალ მათი ვალიდან.. მიხარია, რომ ვიცნობ და გვერდით მყვანან.. ვამაყობ მათი და ვამაყობ თქვენით..

ვამაყობ იმიტომ რომ არა თქვენ ცხოვრებისეული ნიუანსები და შავი დღეები ნეგატიურად იმოქმედებდა.. მაგრამ ამ დროს იხსნება საიტი და ვიწყებ.. გინდა ცხოვრება დაარქვით, ჰობი, სამსახური.. ვისთვის როგორ.. ადამიანი ინდივიდია და საკუთარ არჩევანს სხვებისგან ჩაურევლად ირჩევს..

კიდევ ვამაყობ იმით, თუ რა კომენტარი დამხვდა ერთ-ერთი სტატიაზე.. ამასთან ერთად ნამდვილად შემრცხვა.. შემრცხვა როგორც რიგით ტიფოზს.. დიდი გუნდის ტიფოზს.. თუმცა, ნეტა როდის და ვისით დაიწყო ეს? აიაქსის ფინალი .. ლამაზ ფერებში გამოწყობილი გუნდი.. გადის ერთი წელი და მოედანზე დელ პიერო შემოდის, რომელსაც იმ ხანებში დიდად არ ვცნობდი.. ანუ ელემენტარულად არ ვიცოდი ვინ იყო.. ჩემს პერიოდში მსგავსი ტელეარხები და ელემენტარულად “შუქი” დიდი ფუფუნება იყო.. ბორუსია იგებს და ამ დროს მთავარი მწვრთნელი მეორე ტაიმს იწყებს 10 ნომრიან ადამიანთან ერთად.. შემოდის და მისი სახელი სამუდამოდ რჩება ჩემთან და თქვენთან.. დელ პიერო და მისი გოლი კი სიყვარულის დასაწყისი გახდა.

ორშაბათი.. ისევ.. ვაღებ კარს, შევდივარ ოთახში და ბუნებრივია დატვირთული გრაფიკი მხვდება.. თუმცა უიკ-ენდზე ჯეროვნად ვერაფერი დავდე და პირველი რაც უნდა გავაკეთო მინიმუმ ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარი გამოვაქვეყნო.. მოვაბი სიტყვებს თავი და სტატია მზად არის.. რის შემდეგაც შემხვდა ის კომენტარი, რომელზეც უკვე მოგიყევით.. აი მანდ მივხვდი, რომ დღევანდელი დღე მხოლოდ ალესანდროს ეკუთვნოდა, მარტო იმიტომ რომ იუვეს გულშემატკივრობა მისით დავიწყე.. სწორედ მან გამაცნო თქვენი თავი, ჩემი მეგობრების დიდი ჯგუფი და … მეუღლეც კი.. რომ არა იუვეს გულშემატკივრობა ნამდვილად გამიჭირდებოდა ჩემი ეკას გაცნობა.

და სხვაგვარად როგორ უნდა მოვქცეულიყავი? ალბათ არ გამაკრიტიკებთ.. არ მისაყვედურებთ რატომ არ დაიდო მთელი დღის განმავლობაში არაფერი.. ეს ჩემი ერთიპორვნული გადაწყვეტილება იყო.. იმიტომ რომ დელ პიერო ჩვენთვის მეტია ვიდრე სპორტი, ვიდრე ფეხბურთი და ვიდრე უბრალოდ გატანილი გოლი. ეს არის ემოცია და სიყვარული.. გახსოვთ როგორ ვისმენდით ჩვენს იუვეზე ათას სისაძაგლეს? არამარტო კალჩიოპოლზე.. მანამდეც.. მაგრამ ალე ყოველი ჩვენთაგანის სახელით გადიოდა და მასტერ კლას ატარებდა! თითქოს ყოველ ჩვენთაგანთან ერთად მიდიოდა და იტანდა.. გვანიჭებდა ბედნიერებას, ემოციას და სიყვარულს.. გრანდე ალე <3

სწორედ ამიტომაც ერთი დღით.. 9 ნოემბერს ForzaJuve.Ge გახდა #ForzaAleდღე.. ჩვენს ფეისბუქის გვერდზე მთელი დღის მანძილზე იხილავდით საიტის ბიბლიოთეკაში არსებულ მასალებს ალესანდროსთან დაკავშირებით.. იგი უნიკალურია და არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ.. ასეთი ადამიანები არ იმსახურებენ ამას.. აქ სპორტი და ფეხბურთი მეორე ხარისხოვანია.. დელ პიერო ამ ყოველივეზე მეტი და ძვირფასია!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vaxjuve
8 years ago

“ბორუსია იგებს და ამ დროს მთავარი მწვრთნელი მეორე ტაიმს იწყებს 10 ნომრიან ადამიანთან ერთად.. შემოდის და მისი სახელი სამუდამოდ რჩება ჩემთან და თქვენთან.. დელ პიერო და მისი გოლი კი სიყვარულის დასაწყისი გახდა.” ………………………………………………………………….აი ამ აბზაცმა ჩემი ბავშვობა გამახსენა მართალია 1995 წლის აიაქსის ფინალის შემდეგ მიმოხილვებში ვუყურებდი დელ პიეროს გამოჩენას და მისი ფეერიულ თამაშის მომენტებს(რაღაც უცნაურ არხზე არც კი მახსოვს რა ერქვა) სერია-Aში(და მაშინდელი სერია-A ჩემი აზრით ყველა დროის ყველაზე რთული(თუ საუკეთესოობაზე ვინმე შემედავება) სათამაშო ტურნირი იყო

Gio Darja
8 years ago

პირიქით დავით, ვინ უნდა გაგაკრიტიკოს, ვფიქრობ, გუშინდელი დღე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩვენი საიტის არსებობის ისტორიაში, გუშინდელი დღე იყო პატივისცემა, მონატრება, სიყვარული და დაფასება იმ დიდი ლეგენდის, რომლის გამოც ძალიან ბევრს შავ-თეთრი ფერები სიგიჟემდე უყვარს, ეგრე ვარ მეც და მსიამოვნებდა ყოველ წამს ძველ სტატიებზე, პოსტებზე თვალის გადავლება, თან რა მწარეა, როცა ძალიან გენატრება ალე, მაგრამ იცი, ვერასდროს იხილავ იუვეს მაისურით :love:

8 years ago

დღეს სამსახურს მიხედე და აჰა ფეხბურთელების შეფასებები :) იმედია გამოგადგება. :) ემპოლი – იუვენტუსი. ფეხბურთელების შეფასებები ბუფონი – 5.5 – ლეგენდარული ჯიჯიც კი ზოგჯერ არადამაჯერებლად თამაშობს. დაგვიანებული ნახტომი მაკარონეს დარტყმისას. ლიხშტაინერი – 6.5 – სასარგებლო ძრავი მარჯვენა ფლანგზე. ცოტა დააკლდა გოლის გატანამდე. პადოინი – შეფასების გარეშე ბარძალი – 6 – მცველი, რომელმაც მიგვაჩვია მაღალ დონეზე ასპარეზობას, ატარებს საშუალო მატჩს. დასაწყისში უჭირს მაკარონეს აგრესიულ თამაშთან გამკლავება. ბონუჩი – 5 – მაკარონეს გოლს სათავე დაუდო მის მიერ ბურთის უზუსტო გამოტანამ. არადამაჯერებელი იყო სხვა ეპიზოდებშიც. 3 მცველზე გადაწყობის შემდეგ, უკეთესად მოქმედებდა. ევრა – 6.5 – შესანიშნავი გოლი თავური დარტყმით, რომელმაც პრაქტიკულად გადაწყვიტა მატჩის… Read more »

8 years ago

მეც ბორუსიასთან მატჩის შემდეგ გავხდი ალეს ფანი. მანამდეც ვუყურებდი შეძლებისდაგვარად სერია ა-ს თამაშებს, მაგრამ ის გოლი და ზოგადად თამაშის შემობრუნება განსაკუთრებული იყო.

დავით, დიდი მადლობა! არ გიცნობ მაგრამ ვხედავ რომ ეს საიტი შენით სულდგმულობს. უმეტეს სტატიას შენი სახელი აწერია. უღრმესი მადლობა შენ და შენს ოჯახს!

Kva Shi
8 years ago

მადლობა და მადლობა ყველაფრისთვის რასაც აკეთებთ, აი ვერ გადმოგცემთ ამ დიდ სიყვარულს რასაც თქვენს მხრიდან ვგრძნობ, აქ იშვიათად შემოვდივარ მაგრამ თქვენი ის კრიტიკა და ის დიდი სიყვარული იუვეს მხრიდან ძალიან დადებითად მოქმედებს ჩემში… დიახ მამხნევებს და რა რომ იუვემ დიდი სიყვარული მაგრძნობინა და ეს “ალეს” დამსახურებაა, მართლაც რომ არა “ალე” მე დღეს შეიძლება მანჩესტერის ბალეშიკი ვყოფილიყავი -ღმერთმა დამიფაროს- და ბოლოს მინდა ჩემი პროგნოზი გითხრათ ძმებო, გახსოვთ 1995-96-97 წლები ფინალში ვინ გადიოდაა? და რამდენჯერ მოვიგეთ თასიი? ხოდა ეხლა ორჯერ ზედიზედ ჩვენია ეგ თასი ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება <3

8 years ago

:love:

Giorgi kasrashvili
8 years ago

მადლობა ავტორს
მიხარია რომ ასეთი ემოციურები ვართ და ყურადღებიანი და ერთGულნი ;) მე დღეს ალექსას სადღეგრძელიც მივირთVი :) მართალია არავინ იყო სუფრასთAნ იუვეს გულშემატკივარი მაგრამ მიცნობენ მ. და ერთი ,,რუმკა” ა. დამამადლეს ;)

ninia-juve
8 years ago

მძიმე ორშაბათის ნათელი წერტილი იყო დღეს აქაურობა ❤ :forza: მადლობა თქვენ, ყველას ერთად თბილი და კეთილი ემოციებისთვის

forza bianconeri
8 years ago

:forza: :juvee:

lasha naxucrishvili
8 years ago

:up: :up: :up:

juventino3969
8 years ago

გაიხარე ძმა, ჯიგარი ხარ

jjj jjj
8 years ago

:love:

Di Francesco # 1
8 years ago

:juvee:

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x