ტურინელებს ევრას შენარჩუნება სურთ
ტურინული გამომცემლობების ინფორმაციით იუვეს ხელმძღვანელობა პატრის ევრასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე იწყებს მუშაობას. ფრანგ მცველს მოქმედი კონტრაქტი მომავალი წლის ივნისში იწურება და მოარული ხმების თანახმად, იტალიელები მის კიდევ ერთი წლით გაგრძელებას და სურვილისამებრ დამატებით +1-ის პუნქტის შეტანას გეგმავენ. თუმცა, რამდენად თანახმაა საფრანგეთის ნაკრების წევრი აპენინებზე დარჩენით ჯერ არავინ იცის. მაროტა დეკემბერში აპირებს მოლაპარაკებების დაწყებას და სწორედ მაშინ გაირკვევა ევრას მომავალი.
წყარო: football-italia